კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გადაიხადა ქორწილი საკუთარ დაბადების დღეზე სოფო ბედიამ და რა დაემართა მიშა მესხს მის დანახვაზე

მომღერალ სოფო ბედიასა და მისი რჩეულის, მიშა მესხის სიყვარულის ისტორიის შესახებ არაერთხელ დაიწერა ჩვენს ჟურნალში. კითხვაზე, თუ როდის აპირებდნენ ქორწილის გადახდას, ამბობდნენ, ეს დღე ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და, ამიტომ, გვინდა, ზღაპრული და დაუვიწყარი იყოსო. გასულ ხუთშაბათს ნამდვილი ზღაპრული ჯვრისწერა გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სოფო ბედიამ და მისმა რჩეულმა, სიყვარული ღმერთის წინაშე დააკანონეს, მანამდე კი ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. ჟურნალი „თბილისლები” ულოცავს ახალდაქორწინებულ წყვილს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიცოცხლის ბოლომდე ულევ სიყვარულს უსურვებს!

 

სოფო ბედია: ქორწილის დღისთვის საგანგებოდ ვემზადებოდი. მართლია, ეს ჩემს დაბადების დღეზე გვინდოდა – 21 იანვარს, მაგრამ, ოთხშაბათი დღე იყო და, ამიტომ, 22-ში დავგეგმეთ. მინდოდა, ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო და ასეც გამოვიდა. მიშა ჩემზე მეტად განიცდიდა, რა როგორ ჩაივლიდა და, მადლობა ღმერთს, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ. 

– სად შეარჩიე საქორწილო კაბა და ამაში მიშამ თუ მიიღო მონაწილეობა?

– საქორწილო კაბა „მარიონელაში” შევარჩიე. ამაში მიშას მონაწილეობა არ მიუღია – მინდოდა, შოკში ჩამეგდო და მოვახერხე (იცინის). რომ დამინახა კაბაში გამოწყობილი, თვალები გაუფართოვდა და დამუნჯდა. არ მინდოდა, ძალიან ქათქათა თეთრი კაბა მცმოდა და, ამიტომ, შევარჩიე ღია კრემისფერი, ულამაზესი დიზაინით. „სკრომნი” პატარძალი მინდოდა ვყოფილიყავი და, მგონი, გამომივიდა. კი ვიყავი გათხოვილი, მაგრამ, ეს ჩემი პირველი ქორწილი გახლდათ და, მინდოდა, მაღალ დონეზე, „ფეშენი” ყოფილიყო. არ შემიძლია დიდი მადლობა  არ ვუთხრა დიზაინერ თამუნა ზაუტაშვილს, რომელმაც ულამაზესი, გულის ფორმის, სვაროვსკის კულონი, საყურეები, საპატარძლო ხელთათმანები და თმის აქსესუარები მაჩუქა. მეორე დღეს კი დიზაინერ მეგი ტორჩინავას შეკერილი, რძისფერი, ულამაზესი კაბა მეცვა.

– სუფრა სად იყო გაშლილი და ვინ იყო თამადა?

– რესტორან „მონოპოლში”. უგემრიელესი მეგრული კერძებით სავსე სუფრა ჩვენმა მეგობარმა დიზაინერმა, ედემი გვარმიანმა გააფორმა. თამადა იყო კოლორიტი ადამიანი დათო ივანიშვილი, მისი მოადგილე კი – ზურა მანჯავიძე და, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ორი საყვარელი და ნიჭიერი ადამიანი როგორ წარუძღვებოდა სუფრას. ოთხსართულიანი საქორწილო ტორტი და ტკბილეული კი „ანდამატმა” გვაჩუქა, რადგან, ამ საკონდიტროს ხშირი მომხმარებლები ვართ და ძალიან გვიყვარს მე და მიშას. 

– რამდენი კაცი ესწრებოდა თქვენს ქორწილს?

– 380 კაცი გვყავდა დაპატიჟებული. სამთავრებო სტრუქტურებიდან იყვნენ მინისტრები – კახა კალაძე და სოზარ სუბარი; ასევე, შოუ-ბიზნესის წარმომაგდენლები, მათ შორის – ჩვენი მეგობრები, ნათესავები და ჩამოსული სტუმრები მოსკოვიდან და ისრაელიდან.

– მეჯვარეები ვინ იყვნენ?

– მეჯვარეები ჩემი და მიშას მეგობრები იყვნენ და ისინი უფრო განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ, ვიდრე მე და მიშა (იცინის). მიშას ხელისმომკიდეა დათო ფაცაცია, ჩემი კი მაიკო ჩხეტიანი. 

– გამიკვირდა, რომ საკუთარ ქორწილში მხოლოდ ერთი სიმღერა იმღერე. 

– მინდოდა, ჩემს ქორწილში მე სიმბოლურად მემღერა ერთი სიმღერა, ჩემს მეგობრებს კი ბევრი ემღერათ ჩემთვის (იცინის). შოუ-ბიზნესის ბევრი წამომადგენელი ესწრებოდა ქორწილს და მათ სიმღერის სახით შეუფასებელი საჩუქრები მომიძღვნეს; ყველაზე მეტი კი ჩემმა ძმამ, ბორიკომ იმღერა და მოილხინა. 

– ორდღიანი ქორწილის შემდეგ, ალბათ,  თაფლობის თვეც დაგეგმილი გექნებათ შენ და შენს მეუღლეს. 

– თებერვალში მივდივართ ამერიკაში და იქ გავატარებთ თაფლობის თვეს. ისეთი ბედნიერი ვარ, ასე მგონია, მთელი ის პერიოდი, რაც მიშა გავიცანი, სულ თაფლობის თვეებია ჩემთვის. მიშა ამბობს, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი – ჩემი თავი გაჩუქე და მოგიძღვენიო და, მართლაც ასეა – ის ჩემი ყველაზე დიდი ბედის საჩუქარია. ახლა მე და მიშა კანონიერი ცოლ-ქმარი ვართ. ჩვენი ბედნიერება, ჩვენმა ახლობლებმაც  გაიზიარეს და, ღმერთმა ქნას, სიცოცხლის ბოლომდე ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ჯვრისწერის მომენტში.

скачать dle 11.3