კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება „ავერსის კლინიკაში“ კიდურის შენარჩუნება და რა ნოვაციურ მეთოდებს სთავაზობს პაციენტებს სისხლძარღვთა ქირურგი კახა ქუნთელია

ფიქრიც კი არავის უნდა იმაზე, რომ ოდესმე ხელს ან ფეხს შეელევა, მაგრამ, ზოგჯერ ადამიანებს უწევთ   ასეთი მსხვერპლის გაღება, რადგან სასწორის მეორე პინაზე  მათი  სიცოცხლე დევს... 

 სხეული ძლიერ განიცდის ორგანოს მოცილებას. კბილის დაკარგვასაც კი გრძნობს ორგანიზმი და, ძნელი წარმოსადგენი   არ არის,  კიდურის მოკვეთა როგორ დააავადებს... განსაკუთრებით არასახარბიელოა სტატისტიკა ასაკოვნებში – 100 ფეხმოჭრილიდან 5 წლის შემდეგ მხოლოდ 30 პროცენტია ცოცხალი; ხოლო ის, ვისაც კიდური შეუნარჩუნდა, ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას.

თუ პრობლემას დროზე აღმოვაჩენთ, დროს არ დავკარგავთ და სპეციალისტს მივმართავთ, დიდი შანსია, სიცოცხლესთან ერთად კიდურიც შევინარჩუნოთ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრი, რომელიც ნახევარ წელიწადზე მეტია, ფუნქციონირებს „ავერსის კლინიკაში”. გვესაუბრება დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, სისხლძარღვთა ქირურგი კახა ქუნთელია.

 

– ბატონო კახა, რატომ გახდა აუცილებელი „ავერსის კლინიკაში“ სპეციალური დეპარტამენტის შექმნა, სადაც  სპეციალისტები  პაციენტებისთვის უშუალოდ კიდურის შენარჩუნებაზე იმუშავებდნენ?

კახა ქუნთელია: 2012-2013 წელს გავეცანი სტატისტიკას და აღმოჩნდა, რომ საქართველოში, მხოლოდ სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების გამო, ათასი კიდური მოიკვეთა. ეს ძალიან დიდი ციფრია, რომელიც ზრდის არა მხოლოდ მოსახლეობის ინვალიდობის რიცხვს, არამედ, სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც, რადგან, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, კიდურის მოშორების შემდეგ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს. კიდურის შენარჩუნებით ჩვენ ადამიანს სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. განვითარებულ ქვეყნებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ადამიანის ფუნქციურ ჯანმრთელობას. ჩვენც გადავწყვიტეთ, „ავერსის კლინიკაში“ დაგვენერგა ყველა ის მეთოდი, რომელიც საჭიროა კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი კიდურის შესანარჩუნებლად, იქნება  ეს სისხლძარღვების შევიწროება ანუ იშემიური დაავადება თუ სხვადასხვა ტრავმული თუ ონკოლოგიური დაავადებები.  ყველაზე ხშირად მოგვმართავენ  შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები. მოგეხსენებათ,  რომ ისინი უფრო ხშირად კარგავენ კიდურს სხვადასხვა მიზეზთა გამო.  ჩვენი კლინიკა გამოირჩევა იმით, რომ სპეციალურად შევქმენით დიაბეტური ტერფის შემსწავლელი პაკეტი, რომელშიც გაერთიანებულია ოთხი-ექვსი ექიმი და პაციენტისთვის მისაღებ ფასებში ხდება მისი სრული გამოკვლევა. მას ნახულობს კანის ექიმი,  ნევროლოგი, სისხლძარღვთა ექიმი. უტარდება  ნერვის ფუნქციური, ასევე სისხლძარღვების მდგომარეობის კვლევა. ამ ყველაფრის შემდეგ ფასდება ის რისკები, რომლებიც არსებობს კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში და ენიშნება შესაბამისი მკურნალობა.

– ანუ, აფასებთ, რამდენად მაღალია კიდურის დაკარგვის რისკი?

– დიახ. სამწუხაროდ, უფრო ხშირად პაციენტები მაშინ მოგვმართავენ, როცა უაღრესად კრიტიკული სიტუაციაა და კიდურის გარკვეული ნაწილი განგრენულ ცვლილებებსაც კი  განიცდის. ასეთ დროს თითქმის შეუძლებელია დახმარების აღმოჩენა. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ და თითოეულ პაციენტს სათანადო მკურნალობით ვუუმჯობესებთ მდგომარეობას. 

– რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მოგაკითხოთ პაციენტმა, რომ ვიზიტი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს?

– შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. მოგეხსენებათ, რომ დიაბეტი არა მარტო სისხლძარღვებს აზიანებს, არამედ, უფრო ხშირად აზიანებს ნერვულ სისტემას – ამას ჰქვია დიაბეტური ნეიროპათია. პაციენტებიც უფრო ხშირად კიდურს კარგავენ არა სისხლძარღვების შევიწროების გამო, არამედ, ნეიროპათიის გამწვავების შედეგად.  როცა ნერვული სისტემა კიდურში მოშლილია, ეს მოიცავს ძვლებს, კუნთებს, მყესებს და მათ შორის – სისხლძარღვებსაც. ამიტომაც, ნეიროპათიული გამოკვლევა უმთავრესია, რაც ჩვენს კლინიკაში ძალიან მაღალ დონეზე კეთდება. გვაქვს ტერფის შემსწავლელი ოთახი, სადაც პაციენტს იმასაც კი ურჩევენ, როგორი ფეხსაცმელი  ჩაიცვას, როგორ მოუაროს უკვე დაზიანებულ კიდურს შემდგომი სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად. 

– თუ საქმე მაინც მივიდა ოპერაციამდე?

– ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, მაინც ვახერხებთ კიდურის გადარჩენას. ეგრეთ წოდებული შუნტირების გზით, ანუ, ხელოვნური სისხლძარღვით ხდება შემოვლითი გზის გაყვანა ჯანმრთელ სისხლძარღვამდე, რათა „მშიერ“ უბანს მივაწოდოთ სისხლის საჭირო რაოდენობა. 

– წარმომიდგენია, რაოდენ მაღალი კლასის პროფესიონალიზმია საჭირო ასეთი ოპერაციის ჩასატარებლად.

– გეთანხმებით. მეორე მეთოდი არის სისხლძარღვების გაბურღვა – ჩვენ სისხლძარღვში ვაკეთებთ პატარა გვირაბს და, თუ სისხლძარღვის კედელი არამდგრადია, მასში ვაყენებთ სპეციალური ლითონის კარკასს, ეგრეთ წოდებულ სტენტს.

– ბატონო კახა, არ შემიძლია, არ გკითხოთ ასეთი მაღალი კლასის სისხლძარღვთა ქირურგს, კიდევ რა ოპერაციებს აკეთებთ.

– ვაკეთებ ოპერაციას საძილე არტერიებზე, მუცელში არსებულ სისხლძარღვებზე, ანუ, ვისცელარულ არტერიებზე; ასევე ვაკეთებ ოპერაციებს გულმკერდისა და მუცლის ღრუს აორტაზე, ქვემო კიდურის არტერიებზე, ასევე, ვენურ სისხლძარღვებზე – როგორც გაგანიერებულზე, ისე შევიწროებულზე. ამას ვმკურნალობთ სპეციალური დანადგარით, რომელსაც შეცდომით „ლაზერს” ეძახიან, მაგრამ, სინამდვილეში, ლაზერზე გაცილებით უსაფრთხო და ეფექტურია – ვსაუბრობ რადიოტალღებით ვენების აბლაციის მეთოდზე. მსოფლიოში ვენების მოცილების ყველაზე კარგი მეთოდი, როგორც კოსმეტიკური ეფექტის, ასევე ჯანმრთელობის გათვალისწინებით, არის ვენების აბლაცია – რადიოტალღებით. ეს კეთდება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში უძვირესი აპარატის დახმარებით და, მინდა, პაციენტების სახელით მადლობა ვუთხრა ბატონ პაატას, რომ შეიძინა სპეციალურად „ავერსის კლინკისთვის“.  თურქეთშიც კი, მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო ცენტრს აქვს. 

– დავუბრუნდეთ ისევ კიდურის შენარჩუნების საკითხს: რა შედეგები დაიდო, რაც  კლინიკაში სპეციალური დეპარტამენტი გაიხსნა? 

– ჩვენი სტატისტიკით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ამპუტაცია გაკეთდა. ჩვენი რეკონსტრუქციული ოპერაციების ხარჯზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაურჩა კიდურის დაკარგვას. 

– ონკოლოგიური დაავადებები ახსენეთ, როცა ასევე მაღალია კიდურის დაკარგვის შანსი...  

– საკმაოდ ხშირია ზემო და ქვემო კიდურების სიმსივნეები. ჩვენი ცენტრის გახსნამდე, ასეთ შემთხვევებში ასი პროცენტით იკვეთებოდა კიდური, თანაც, კეთდებოდა მაღალი ამპუტაცია, რაც ონკოლოგიური ავადმყოფის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. კიდურის შენარჩუნებით, მხოლოდ სიმსივნეს რომ მოაშორებ, პაციენტი ახალ სიცოცხლეს იწყებს და მისი რეაბილიტაცია, მისი გამოჯანმრთელების შანსები გაცილებით მაღალია. კიდურის შენარჩუნებისთვის გვიწევს ბრძოლა დამწვრობების, ტრავმების დროსაც.  არის ძალიან რთული მოტეხილობები, როცა ძვალი აზიანებს სისხლძარღვებს  და დიდი შრომა გვიწვეს კიდურის გადასარჩენად. ადრე ტრავმატოლოგებს უწევდათ კიდურის ამპუტაცია, მაგრამ ახლა ჩვენ მოგვმართავენ და ჩვენც ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვუწევთ სათანადო კონსულტაციასა თუ დახმარებას. ნებისმიერი კლინიკიდან გადმოგვყავს პაციენტი და ვატარებთ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს კიდურის შენარჩუნებისთვის. 

– რეგიონებიც ახერხებენ თქვენთან დაკავშირებას?

– რა თქმა უნდა. სამაჩაბლოს მოსახლეობა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებიც კი გვაკითხავენ. ძალიან ბევრი პაციენტი მოგვმართავს აჭარიდან.  

ყველას მოვუწოდებ, თავი დაანებონ თამბაქოს მოწევას – ეს არის ძალიან დიდი საფრთხე სისხლძარღვებისთვის. ფილტვებსა და ხორხს ისე არ ვნებს სიგარეტი, როგორც სისხლძარღვებს. ძალიან მინდა, საქართველოც ჩაერთოს იმ ფერხულში, რომელიც განვითრებულ ქვეყნებში დაიწყო და დღეს იქ სიგარეტის მწეველს თითქმის ვეღარ ნახავ. კლავს სიგარეტი და რატომ უნდა მოწიო?!

რაც შეეხება სიმპტომებს, როცა სისხლძარღვების შევიწროების საფრთხე არსებობს – ეს არის ხანგამოშვებით კოჭლობა. როცა ადამიანი ერთი ან მეორე ფეხით იწყებს კოჭლობას, თუ მას ორასი მეტრის გავლის შემდეგ ეღლება წვივის კუნთები, ეს უკვე არის საფუძველი იმისა, რომ სასწრაფოდ მიმართოს ექიმს. ოცი მეტრის გავლა რომ გაუჭირდება – ეს უკვე საგანგაშო მდგომარეობაა. 

скачать dle 11.3