კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უევიტი თვალის საშიში დაავადებაა

უევიტი თვალის საკმაოდ სერიოზული და რთული დაავადებაა. მისმა განვითარებამ, შესაძლოა, მხედველობის მკვეთრი გაუარესება, კატარაქტა, გლაუკომა და სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

არ არის გამორიცხული, თვალის ანთების მიზეზი ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია აღმოჩნდეს. ხშირად ეს ინფექცია ნუშურა ჯირკვლებში ან ჰომოსის ღრუშია ლოკალიზებული. ეს ის ორგანოებია, რომელთაც თვალებთან საზიარო სისხლის მიმოქცევა აკავშირებს და, ადვილი შესაძლებელია, მათ ინფექცია გადასდონ.

უევიტი, ასევე, შესაძლებელია, გამოიწვიოს ტუბერკულოზმა, რევმატიზმმა, სკლეროზმა, პიელონეფრიტმა, რევმატოლოგიურმა პოლიართრიტმა და ასე შემდეგ. ამ დროს ზიანდება ორივე თვალი. უევიტი აზიანებს თვალის კაკლის სისხლძარღვთა გარსის სტრუქტურას, ფერად გარსსა და ცილურ სხეულს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია თვალების დაცვა მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან, მაგალითად, ორგანიზმის გადაციებისა ან გადახურებისგან; ორპირი ან ძლიერი ქარისგან, ყინვისგან და ასე შემდეგ.

უევიტის გამწვავების პერიოდში ადამიანი უნდა მოერიდოს კითხვას, წერას, ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერთან ჯდომას, რადგან ამ დროს თვალები იცრემლება და ადვილად იღლება. სასურველია, ამ პერიოდში სინათლის ფილტრიანი სპეციალური სათვალის ტარება – ის დაიცავს თვალს დღის შუქის მკვეთრი გამოსხივებისგან. ყინვასა და ქარში კი აუცილებლად გაიკეთეთ მუქი ფერის სათვალე. თუ ადამიანს უევიტი ერთხელ დაემართა, მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგაც კი შესაძლოა, პათოლოგია განუვითარდეს.

 

რა სიმპტომებით ხასიათდება სიცოცხლისთვის საშიში დაავადება – პნევმონია

პნევმონია ფილტვის პარენქიმის მწვავე ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ელემენტს მოიცავს. მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია პნევმოკოკები. ბაქტერიების გარდა, პნევმონიის გამომწვევია: ვირუსები, სოკოები, ქლამიდია და მიკოპლაზმები. მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის ზედმიწევნით დადგენა.

მიკროორგანიზმები ფილტვებში ყველაზე ხშირად ზემო სასუნთქი გზებიდან აღწევს, უფრო იშვიათად კი – სისხლის ან ლიმფოგენური გზით.

ადამიანის ორგანიზმს აქვს სასუნთქი გზების ინფიცირებისგან დაცვის მექანიზმები. სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებისგან გათავისუფლებაში მნიშვნელობა ენიჭება ხველის რეფლექსს. მიკრობების ზრდას თრგუნავს ფაგოციტური აქტივობა.

დაცვითი სისტემების ნებისმიერი დარღვევა მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი პირობებია: ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, იმუნოდეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გაციება, თამბაქოს მოწევა და ასე შემდეგ.

პნევმონია უეცრად, ძლიერი შემცივნებით იწყება, ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, იგრძნობა ტკივილი ფერდის არეში. დასაწყისისთვის აღინიშნება მშრალი ხველა, შემდეგ კი – ჩირქოვანი ნახველი. ტემპერატურული რეაქცია გრძელდება ერთი კვირა, შემდეგ კი დაბლა იწევს.

 

სტაფილო, ბროწეული და ფორთოხალი აუცილებელი პროდუქტებია

კაროტინი, რომელსაც სტაფილო და მისი წვენი შეიცავს, ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის. გარდა ამისა, ის მდიდარია A ვიტამინით, ფოსფორით, კალციუმითა და რკინით, რომელიც აუმჯობესებს მადას, ამაგრებს კბილებს, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური დაავადებების მიმართ. სტაფილოს წვენს „ახალგაზრდობის ელექსირსაც” უწოდებენ.

ბროწეულის წვენი აძლიერებს მადას და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას აშლილობის დროს; აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ის სასარგებლოა ფეხმძიმე ქალებისთვის, განსაკუთრებით – ჭარხლისა და სტაფილოს წვენთან ერთად. ბროწეულის წვენი იწვევს რადიაციისადმი ორგანიზმის მდგრადობის ამაღლებას. ის ესაჭიროება ყველა მოზარდს. 

ფორთოხლის წვენი მდიდარია C ვიტამინით და აძლიერებს იმუნიტეტს. ის შეუცვლელია წელიწადის ცივ სეზონზე, რადგან, გვიცავს გაციებისა და ინფექციებისგან. გარდა ამისა, C ვიტამინი ამაღლებს ტონუსს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას და აძლიერებს სისხლძარღვებს. ფორთოხლის წვენი დაბალკალორიული პროდუქტია; მიზანშეწონილია ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს, ასევე, თირკმელების დაავადებისას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კუჭის ანდა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაწუხებთ, მოერიდეთ მის დალევას.

 

ვაშლი ნერვებს ამშვიდებს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს და კურნავს სასუნთქ ორგანოებს 

ვაშლი კურნავს სასუნთქი ორგანოების დაავადებებსა და ინფექციებს, ასევე, კარგი საშუალებაა ნერვული სისტემის მოშლილობისას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ახალგახეხილი ვაშლის პიურე კარგია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში. შეგიძლიათ, ვაშლის პიურეს შეურიოთ თითო სადილის კოვზი კარაქი და თაფლი. მშრალ ხველებას შველის შემწვარი ვაშლიც.

შეურიეთ ერთმანეთს 5 წილი გახეხილი ვაშლი, 6 წილი პირშუშხას ფესვები, 1 წილი გახეხილი სტაფილო, გემოვნებით დაამატეთ შაქარი, მარილი და არაჟანი. ეს სალათა სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, სასუნთქი ორგანოების გაციებისა და ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.

C ვიტამინის უნიკალური წყაროა ვაშლის ხის ფოთოლი. ამიტომ, მისგან დამზადებული ნაყენი სასარგებლოა სასუნთქი გზებისა და სხვა ორგანოების მკურნალობის დროს.

 

სხვადასხვა დაავადებას ხალხური მეთოდებით უმკურნალეთ

ბრონქიტის დროს პიტნას დაასხით მდუღარე წყალი. მოთუთქული ფოთლები დააქუცმაცეთ, დააფინეთ დოლბანდზე და დაიდეთ გულმკერდზე, ზემოდან დაიფარეთ პერგამენტის ქაღალდი ან პოლიეთილენის ნაჭერი და კარგად შეიკარით შალის ქსოვილით.

სურდოს დროს, ცხვირში გასახსნელად კარგია შროშანის ზეთის ცხელი ინჰალაცია.

გაციების დროს ნაძვისა და ფიჭვის წიწვები გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. მიღებულ მასას დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად ამოურიეთ, ჩადეთ ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას. ამ მასით შეგიძლიათ, გულმკერდზე კომპრესი დაიდოთ ან ინჰალაცია გაიკეთოთ.

თუ სტრესულ მდგომარეობაში ხართ, საძინებელში მოაპკურეთ ვარდის ზეთი.

ნიკრისის ქარის დროს, 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, ერთი მეოთხედი გახეხილი სარეცხის საპონი და 1 ჩაის კოვზი წყალი აურიეთ ერთმანეთში და ეს ფაფისებური მასა ერთი დღე-ღამის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას, შემდეგ კი კარგად შეიზილეთ მტკივან ადგილებში.

მწვანილსა და სანელებლებს სამკურნალო თვისებები გააჩნია

ნიახური აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და შარდმდენი საშუალებაცაა. შეიცავს A, B, C და E ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორსა და ნატრიუმს.

ანისული ნაწლავებიდან გამოდევნის წიდებს და ხსნის მუცლის ჭვალს. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხელს უწყობს მეძუძურ დედებში რძის წარმოქმნას.

რეჰანს ახასიათებს ბაქტერიოციდული თვისებები. ხელს უშლის მუცლის შებერვას. ხსნის მუცლის არეში სპაზმებსა და ტკივილებს. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. კურნავს საშარდე ბუშტის ანთებას.

მიხაკს ახასიათებს ანტისეპტიკური თვისებები. ის აძლიერებს მადას და არეგულირებს კუჭის წვენის გამოყოფას.

ქინძი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, გამოდევნის ორგანიზმიდან გაზებს, შეიცავს C ვიტამინს.

დარიჩინი აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, კრავს კუჭში.

პიტნა კლავს მიკრობებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, გამოდევნის ორგანიზმიდან გაზებს.

წიწაკა აძლიერებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ოხრახუში შეიცავს C და B ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს; განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე ბუშტის დაავადებების დროს.

კვლიავი კრავს კუჭში, ხელს უწყობს რძის წარმოქმნას მეძუძურ დედებში, აძლიერებს მადას, შველის თავის ტკივილსა და ხველებას ბრონქიტის დროს.

პირშუშხა შეიცავს C ვიტამინს, ანადგურებს მიკრობებს.

 

რატომ არის სოკოვანი დაავადება საშიში და როგორ გადადის ის

მიკროსპორია ადამიანისა და ცხოველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპიული სოკოები იწვევს.

სოკოთი დაზიანებული კანის ქერცლი, თმისა და ბეწვის ღერები, რომლებიც შეიცავს სიცოცხლისუნარიან სოკოებს, შორდება დაზიანებულ უბანს და სოკო გადააქვს ავადმყოფის ტანსაცმელზე, თეთრეულზე ან ყოველდღიური მოხმარების საგნებზე.

სოკო საკმაოდ გამძლეა გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლია, შეინარჩუნოს დასნებოვნების უნარი. ამ სოკოვანი დაავადებების გადადება შეიძლება მოხდეს როგორც ავადმყოფ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტის გზით, ასევე, დაბინძურებული ნივთების შეხება-ხმარებისას.

სოკოვანი დაავადებების, ანუ მიკროსპორის პროფილაქტიკისთვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ დროულ და სწორ მკურნალობას, არამედ, პირადი ჰიგიენის დაცვასა და ყოველდღიური მოხმარების საგნების, ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექციას. მოარიდეთ ბავშვები ქუჩაში მაწანწალა კატებსა და ძაღლებს. არ მისცეთ ნება, ხელით შეეხონ მათ და მოეფერონ.

თუ მიკროსპორის დაავადების შემთხვევაში  დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, დაავადება მწვავდება და დიდხანს მიმდინარეობს.

დაავადებულის პირადი საგნები აუცილებლად უნდა დადოთ ცალკე, იქნება ეს ჯაგრისი, სავარცხელი თუ თეთრეული ასე შემდეგ. ხშირად გაუკეთეთ მათ დეზინფექცია – ადუღეთ ორპროცენტიან სოდიან წყალში, თეთრეული კი აუცილებლად დააუთოეთ. სახლი სველი წესით დაალაგეთ. იატაკი და აბაზანა კი ხშირად მორეცხეთ ქლორიანი წყლით.

скачать dle 11.3