კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის, რომელიც იღებს დიაბეტონს, თუ შეიძლება ბრინჯის მიღება და რა ოდენობით დღეში?

პასუხი: ითვლებოდა, რომ ბრინჯი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის უსაფრთხო პროდუქტია. 2012 წელს ჰარვარდის მეცნიერებმა ექსპერიმენტული გზით დაადგინეს, რომ თეთრი ბრინჯი დიაბეტის დროს არ არის სასურველი. ყავისფერი ბრინჯი კი პირიქით არ შეიცავს ნახშირწყლებს, მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით და დიაბეტის დროს არამც თუ დასაშვებია, არამედ სასურველიცაა.

კითხვა: მაინტერესებს როგორ უნდა მივხვდე მაქვს თუ არა სიმფიზიტი?

პასუხი: სიმფიზიტს ახასიათებს ტკივილი მენჯის ძვლებში, ბოქვენის არეში, ქვედა კიდურებში (სიარული იხვისებურია), სამეანო გასინჯვის (ბოქვენის სიმფიზის პალპაციით) აღინიშნება ლოკალური მტკივნეულობა, ხოლო ექოსკოპიური კვლევისას ბოქვენის ძვლებს შორის დაშორება არის 11 მმ-ზე მეტი.

კითხვა: ვარ 22 წლის. 13 წლის ასაკში დავიწყე სიგარეტის მოწევა და ახლა დავანებე თავი. გამოდის 8-9 წლის მწეველი ვარ. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ნიკოტინი როგორ შეიძლება გამოვიტანო ორგანიზმიდან, რა შეიძლება მივიღო, რომ ფილტვები გავისუფთაო?

პასუხი: გირჩვეთ სუფთა ჰაერზე გაატაროთ მეტი დრო და ფიზიკურად დაიტვირთოთ (ამით თქვენ დააჩქარებთ ფილტვების ნამწვისაგან გასუფთავების პროცესს), მენიუ გაამდიდრეთ ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით. თუ ხველა გაწუხებთ შეგიძლიათ მცენარეული ამოსახველებელი საშუალებები მიიღოთ, და სუნთქვითი ვარჯიშები გააკეთოთ.

კითხვა: ვაპირებ DPC ტექნოლოგიით პიგმენტური ლაქების მოშორებას. გთხოვთ, მითხრათ, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული მეთოდი და რა უკუჩვენებები აქვს? ღირს თუ არა აღნიშნული პროცედურის დაწყება ჰორმონული ან სხვა გამოკვლევების გარეშე?

პასუხი: DPC ტექნოლოგია უსაფრთხოა, მაგრამ აქვს უკუჩვენებები – გარუჯული კანის, ორსულობის, ლაქტაციის, ეპილეფსიის, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტური მკურნალობის, სიმსივნური დაავადებების დროს. უნდა დადგინდეს ლაქების გაჩენის მიზეზი და გარეგანი ზემოქმდებით ლაქების მოშორების პარალელურად, უნდა მოხდეს მიზეზთან ბრძოლაც.

კითხვა: თმის ცვენის საწინააღმდეგოდ რას მირჩევთ? ძალიან მცვივა ამ ბოლო დროს თმა.

პასუხი: თუ თმის ცვენა გაწუხებთ, უმჯობესია, დადგინდეს მიზეზი. ამიტომ უპირველესად, უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით და სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად. ამით უნდა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, შემდეგ კი მიმართეთ ტრიქოლოგს, რომელიც თმის ცვენის მიზეზს გამოიკვლევს და დაგინიშნავთ მკურნალობას. 

скачать dle 11.3