კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გზა გაიარა ხათუნა გაგნიძემ პოდიუმიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომდე და რის გამო არ ჩაეწერა ის „დაკარგული თაობის” სიაში

იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც გამორჩეულად ლამაზია, იმავდროულად ნიჭიერი და ისეთი თავმდაბალი და კეთილი, როგორიც ხათუნა გაგნიძეა. ის დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პიარ-მენეჯერია. თუმცა, სანამ სამინისტროში დაიწყებდა მუშაობას, ტელეწამყვანიც გახლდათ და პოდიუმზეც არაერთხელ გამოჩნდა. მას, მონიკა ბელუჩის ადარებენ და ფაქტია, დახვეწილი ქართული გარეგნობით, ქუჩაში გამვლელების ყურადღებას იპყრობს. 

მაია პაპიძე (ხათუნას დედა): ბავშვობიდან ყურადღებას აქცევდნენ ხათუნას. ხშირად, როცა ქუჩაში მიმყავდა, სრულიად უცხო ადამიანები მაჩერებდნენ და ეფერებოდნენ. თბილ და იდილიურ ოჯახში გაიზარდა და ეს ოჯახური გარემოს გავლენა, დღესაც გამოჰყვა. მოკლედ, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა ხათუნას, გარეგნობით გამორჩეული იყო და ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა სწავლას. სხვათა შორის, ყოველთვის გამორჩეული იყო, მაგრამ ძალიან თავმდაბალი. რომ წამოიზარდა, მახსოვს სერიალი „კასანდრა” გადიოდა და ხშირად, ქუჩაში ჩუმად გადაულაპარაკებდენ ერთმანეთს: ნახე, კასანდრას როგორ ჰგავსო. ამაზე ხათუნას ეღიმებოდა. დღეს, ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის სახეა და ბილბორდზე ხათუნას სურათი იყო. ბევრმა მითხრა, როგორ ჰგავს მონიკა ბელუჩის ეს გოგო, ნამდვილი ქართველი მონიკააო. ხომ წარმოგიდგენიათ, როცა დედას შვილს უქებენ, ეს რამხელა ბედნიერებაა. 

– არასდროს გიფიქრიათ, რომ ხათუნა არაჩვეულებრივი მოდელი გახდებოდა და უცხოეთში ქართულ სილამაზეს პოდიუმზე გაიტანდა?

– მოდელობა სცადა, თუმცა, ამის წინააღმდეგი იყო ჩემი მეუღლე. ხომ იცით, ქართველი მამების ამბავი? (იცინის) მაკა ნაცვლიშვილსა და ნინო ფრანგიშვილს ჰქონდათ სამოდელო სააგენტო და მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობებისა, მათთან თანამშრომლობდა ხათუნა. უფრო სწორად, იმ დროს მამა მოსკოვში იყო. ასეა თუ ისე, ხათუნამ, სამოდელო ბიზნესში თავისი სიტყვა თქვა და ამ საქმიანობითაც გააცნო საზოგადოებას თავი. თუმცა, უფრო დიდ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, ამ საქმეს რომ გაჰყოლოდა. დღესაც, როცა ლიკა ყაზბეგი აწყობს ჩვენებას „წარმატებული ქალები პოდიუმზე”, ხათუნა ყოველთვის გამოდის. რაც შეეხება უცხოეთს, არასდროს უფიქრია იქ წასვლა და ადგილის დამკვიდრება. ისეთი თბილი და მოსიყვარულეა, ვერც გაძლებდა შორეულ ქვეყანაში ოჯახის წევრების, ახლობლების და მეგობრების გარეშე. სხვათა შორის, მეცხრე კლასში რომ იყო, ლენინგრადის „ლენფილმიდან” იყვნენ ჩამოსულები. რამდენიმე სინჯი გადაუღეს და მიიწვიეს ფილმში სათამაშოდ. მაშინაც მამა წავიდა წინააღმდეგი. სკოლის დამთავრების შემდეგ, დაამთავრა სულხან-საბას სახელობის ინსტიტუტის პედაგოგიური, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ისწავლა და მოგვიანებით პიარის ფაკულტეტზეც ისწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში. 90-იან წლებში, გაიხსნა ტელეარხი  „იბერვიზია”. ხათუნამ გაიარა კონკურსი და გახდა წამყვანი. მაშინ ცუდი დრო იყო და შეიარაღებული დაცვის თანხლებით დადიოდა სამსახურში. შემდეგ, პირველ არხზე იყო წამყვანი. ძალიან უხდებოდა ეკრანს. ამას განა იმიტომ ვამბობ, რომ დედა ვარ, ნამდვილად ასე იყო. იმ პერიოდში, თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა მისი ინტერვიუები და სურათები. შემდეგ, ბიზნესი წამოიწყო და საკუთარი მაღაზია გახსნა – „ლორდი” და მისი დირექტორი იყო. მთელი ათი წელი წარმატებული ბიზნესლედი გახლდათ. შემდეგ კი დახურა მაღაზია. ისევ პირველ არხზე მიიწვიეს და „სილამაზის ფორმულა” მიჰყავდა. „რეალ ტვ-ზეც” მიჰყავდა სამედიცინო გადაცემა „ექიმის საათი”. მართალია, ექიმის განათლება არ აქვს, მაგრამ საკმაოდ კარგად ერკვევა ამ სფეროში. მახსოვს, ეს გადაცემა რომ გადიოდა, მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ ახლობლები, ვიცით ხათუნამ სამი უმაღლესი რომ დაამთავრა და ეს სამედიცინო როდისღა მოასწროო (იცინის). რთულია, მოუმზადებლად წაიყვანო სამედიცინო გადაცემა, თუ კომპეტენტური არ ხარ ამ სფეროში. მაგრამ, ხათუნა ძალიან ბევრ ლიტერატურას კითხულობდა და სულ კომპიუტერში „იქექებოდა”. 

– წარმომიდგენია, ალბათ, თქვენს სახლთან თაყვანისმცემლების მთელი არმია იდგა...

– დაგეთანხმებით, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა ხათუნას, თუმცა თავად გაწონასწორებული და დინჯი გოგონა იყო, არჩევნის გაკეთებას არ ჩქარობდა. ბევრი ნეგატიური რამ მოხდა მის პირად ცხოვრებაში. თუმცა, დღეს უბედნიერესი დედა და ცოლია. 39 წლის ასაკში, ნანატრი შვილი ანა-ლილე გაუჩნდა და მისი მოვლენა, ყველაზე ბედნიერი დღე გახლდათ ხათუნასთვის. დიდხანს ელოდა და ღმერთმა ასეთი საჩუქარი გაუკეთა. იცით, როგორი გოგოა? თუკი ვინმეს უჭირს, ამას აკითხავენ. ძალიან ოპტიმისტი, ხალისიანი და სიცოცხლით სავსეა. ბუნებით მოწესრიგებული და ერთგულია. ყველას გვერდით უდგას და მათ ტკივილს იზიარებს. ასაკში შესული ადამიანებიც კი მას ეკითხებიან ჭკუას. სამსახურშიც ასეთია და ძალიან უყვართ თანამშრომლებს. 

– დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. როგორ მოხვდა იქ?

– დიახ, დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს, პიარ-მენეჯერად. იქ მუშაობა რომ გადაწყვიტა, ვიცინოდით, ეს ტელევიზია-პოდიუმზე გამოზრდილი გოგო, მინდორ-ველებზე როგორ გავუშვათო (იცინის). თუმცა, კარგად გაართვა თავი და ხან ტრაქტორზე იღებს სურათებს და ხან გადახნული მიწის ფონზე. 

– როგორც ვიცი, ხათუნა თავად არის ფოტოხელოვნებით გატაცებული.

– განსაკუთრებული ხედვა აქვს და ფოტოხელოვნება ძალიან მოსწონს. ნახევარი მსოფლიო მოიარა და ისეთი ფოტოები აქვს გადაღებული, ალბათ, რომ მოინდომოს, კარგ გამოფენასაც მოაწყობს. სხვათა შორის, იტალიაში რომ ჩადის, იქაური ჰგონიათ, ესპანეთში – ესპანელი. ლამაზი ქალის ცხოვრება რთულია, თუმცა ხათუნამ ეს სირთულეები დაძლია და თავისი ბედნიერება მაინც იპოვა. არც ქვეყანა მიუტოვებია, არც „დაკარგული თაობის” სიაში ჩაწერილა და არც ცხოვრების გზიდან გადაუხვევია. საკუთარი ბედნიერება თავად შექმნა.

скачать dle 11.3