კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ გამორიცხავს მაკა ზამბახიძე დუეტ „ჯორჯიასთან“ დაკავშირებით და გრძელდება თუ არა მასა და რატი დურგლიშვილს შორის მეგობრობა

დუეტი „ჯორჯია“ დაიშალა, თუმცა მაკას და რატის სიმღერა არ შეუწყევტიათ, პირიქით – სოლო გამოსვლებით ანებივრებენ მსმენელებს. მაკა ზამბახიძის ცხოვრება ყოველთვის სიახლეებითაა დატვირთული, შესაბამისად, უყურადღებოდ არცერთი ნიუანსი არ რჩება. ალბათ, ქათულ შოუ-ბიზნესს უახლოეს მომავალში მაკას შვილი, სალომეც შეუერთდება და დედის მსგავსად, არაერთ წარმატებას მოუტანს ქვეყანას.

მაკა ზამბახიძე: სიახლეები, რა თქმა უნდა, მაქვს – მუშაობა დავიწყე ახალ სიმღერაზე. არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ბევრი, კარგი და საინტერესო გეგმა მაქვს და ვნახოთ,  როგორ გამოვა ეს ყოველივე საბოლოოდ. ჩემი ჩანაფიქრი რომ განხორციელდება, ყველა გაიგებთ, როგორც მაყურებელი ასევე – მსმენელიც. აი მაშინ კი,   დიდი მოთმინებით დაველოდები  შეფასებებს. ასევე, სამი თვეა, ბავშვთა სტუდია გავხსენი. სატელევიზიოდ კლიპიც გადავიღეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით. 

– ანუ მარტო აპირებ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას?

– რა თქმა უნდა, ეს ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ნამდვილად ვერ მივატოვებ. რაც შეეხება დუეტ „ჯორჯიას“, არავინ იცის მომავალში რა იქნება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, შეიძლება, კვლავ აღვადგინოთ ჩვენი თანამშრომლობა. არაფერს გამოვრიცხავ ცხოვრებაში, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩემი სოლო გამოსვლები მსმენელისთვის უცხო არაა, წელს არა ერთ კონცერტსა და შოუში წარვდგები მაყურებლის წინაშე.

– ბევრი ჭორი გავრცელდა დუეტ „ჯორჯიას“ დაშლასთან დაკავშირებით. იყო საუბარი შენსა და რატის ურთიერთობაზეც, უთანხმოებაზე... მაინც, რეალური მიზეზი რა იყო თქვენი დაშლის?

– ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. უბრალოდ, ორივეს მოგვინდა, რაღაც ახალი გაგვეკეთებინა და გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გვემღერა. ამ ამპულაშიც გვეცადა ბედი. მსმენელისთვის გვინდოდა, ჩვენი შესაძლებლობები სხვა კუთხით შეგვეთავაზებინა. რატი უკვე ალბომზე მუშაობს. მეც, შესაბამისად, ახალ სიმღერებს ვწერ. ჯერ ალბომისთვის არ მაქვს საკმარისი სიმღერები.

– თქვენ შორის მეგობრობა კვლავ გრძელდება?

– რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვიჩხუბია, რომ ერთმანეთი დაგვეკარგა. ეს, შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული გარიგებაა. სიახლეები ყოველთვის მისაღებია ცხოვრებაში. იმედი მაქვს, ორივეს გამოგვივა ჩვენი ჩანაფიქრი.

– სალომემ სიმღერა დაწერა, ისიც დედის პროფესიას მიჰყვება?

– კი, სალომეს ძალიან დიდი მომავალი აქვს მუსიკაში. 13 წლის არის და ისეთ პროფესიონალ მუსიკოსებთან მოუწია მუშაობა, რომ ძალიან ბედნიერი და განცვიფრებული ვარ. ჩვენ ვიმღერეთ მისი დაწერილი სიმღერა, საშობაო კონცერტზე კაჭრეთში და ასევე, ვიდეორგოლიც გადავიღეთ. მე და სალომე ერთად ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე, ბევრი დეტალი გვაქვს დასახვეწი. 

– ანუ, დუეტის ჩაწერას გეგმავ შვილთან ერთად?

– არა, ჯერ ეს არ იგეგმება. ამ ეტაპზე, მხოლოდ მის დაწერილ სიმღერას შევასრულებ. ამას რომ ვამბობ, ძალიან ვამაყობ მისით (იცინის). 

– შოპოჰოლიკი რომ ხარ, საჯაროდ აღიარე, ხშირად ანახლებ გარდერობს?

– შოპოჰოლიკი ვარ (იცინის). ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად ვანახლებ გარდერობსაც. ზოგადად, სიახლეები მიყვარს. მე სულ კარგად უნდა გამოვიყურებოდე (იცინის). შესაბამისად, ძალიან მიყვარს შოპინგი, გაპრანჭვა და ყველაფერი, რაც ამ საკითხთან ასოცირდება. უცხოეთში იმიტომ მიყვარს წასვლა, რომ ჩემს გარდერობს ბევრი ახალი ტანსაცმელი ემატება.  რაღაც ახალის შეძენა ბედნიერებას მანიჭებს, დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით – მომწონს.

– რომელიმე ბრენდის ტანისამოსს ანიჭებ უპირატესობას?

– არა, არანაირად. მთავარია, მომერგოს, ჩემს სტილში ჩაჯდეს და მომიხდეს.  სიმართლე გითხრა, ჩემთვის უფრო მისაღები უცხო ბრენდის ტანისამოსია, ვიდრე საყოველთაოდ აღიარებული. მთავარია, ლამაზი იყოს და მიხდებოდეს, სხვას არა აქვს მნიშვნელობა.

– ქართველ დიზაინერებთან თუ იმოსები?

– ქართველ დიზაინერებთან ყოველთვის ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ. როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ყოველთვის ვეკითხები და ვითვალისწინებ დათუნა სულიკაშვილის აზრს. 

– როგორც ვატყობ, ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს. ვახო, როგორ ეგუება ამ ყოველივეს?

– ვახოს ჩემი პროფესია უზომოდ უყვარს, ხანდახან მგონია, ჩემზე მეტადაც (იცინის). სულ მგულშემატკივრობს და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არ გვიჭირს ერთმანეთის გაგება. მართალია,  პატარა ყოველდღიური  უთანხმოებები არის, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი. საერთოდ, ყველა მომღერლისთვის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს, ხოლო როცა მეუღლისგან გრძნობ ამას, ეს ხომ საერთოდ დიდი სტიმულია. მას პატივს ვცემ ამის გამო, თუმცა, არა მხოლოდ ამიტომ (იცინის). 

– სიურპრიზები ახასიათებს?

– კი, როგორ არა. საერთოდ, საჩუქრები ძალიან მიყვარს – მით უმეტეს, თუ მოულოდნელია. ისეთ დროს მიკეთებს, ხოლმე სიურპრიზს, როცა ძალიან გადატვირთული ვარ და ჩემი თავიც აღარ მახსოვს. მაცოცხლებს ხოლმე (იცინის). მარტო მას კი არ ახასიათებს სიურპრიზები, ასევე ვარ მეც. პოზიტივი ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ვახო მიქმნის გარემოს, სადაც ბევრი კარგი რამ ხდება.

– ალბათ, ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს...

– არა, ორივეს აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი გვაქვს. ვახო, ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და ჩამოყალიბებულია – იცის ცხოვრებისგან რა უნდა. მე კიდევ ფეთქებადი, ცეცხლოვანი და სხვანაირი ვარ, რაც თავში მომივა, აუცილებლად უნდა ვთქვა (იცნის). ალბათ, ეს მინუს-პლუსი აბალანსებს ჩვენს ურთიერთობას. ყოველთვის, მოკლე დროში მიყვარს რაღაცის გაკეთება, მაგრამ ხარისხიანად. ამ მხრივ, საერთოდ მიჭირს პარტნიორის მოძებნა ცხოვრებაში, თუნდაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებში. 

– გემოვნებაც განსხვავებული გაქვთ?

– ასეც ვერ ვიტყვი. რაღაც მომენტებში, ემთხვევა ერთმანეთს. საერთო ჯამში უფრო ემთხვევა (იცინის). ხანდახან მჭირდება ვახოს რჩევა, რა ჩავიცვა, რომელი უფრო მიხდება და ასე შემდეგ.  სიმღერებზეც, ხშირად ვეკითხები, რომელი უფრო კარგია. მისი აზრი და რჩევა ნამდვილად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ჩემთვის. ვფიქრობ, ურთიერთობისთვის გაგებაა აუცილებელი, ეს თუ არ არსებობს, გაგიჭირდება მისი შენარჩუნება. სიყვარულიც მნიშვნელივანია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უყვართ, მაგრამ ვერ აწყობენ ურთიერთობას. ეს იმიტომ ვახსენე, რომ არა აქვს მნიშვნელობა, განსხვავებული ხასიათი და გემოვნება თუ გვაქვს, მშვენივრად გვესმის ერთმანეთის (იცინის). 

– ვახოს შეტყობინებებს რატომ ინახავდი?

– ძვირფასი იყო და არის ეს ადამიანი ჩემთვის. ამიტომ თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, შეუღლებამდე.  ფაქტობრივად, ერთი რევული გამომივიდა ვახოს შეტყობინებების, ყველა სასიყვარულო და სახალისოა (იცინის). გონება ყველაფერს ვერ იმახსოვრებს, ამიტომ გადავწყვიტე, ამომეწერა და შემენახა, ძალიან კარგ პერიოდს მახსენებს.

– ბავშვის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგა?

– ბავშვის გაჩენას სულ ვაპირებ და არასოდეს ვარ წინააღმდეგი. როცა ღმერთი ინებებს, მაშინ გამოვა ეს ამბავი.

– ახალ ბინაში ხომ არ გადასულხართ?

– ჯერ არ გადავსულვათ, უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და როგორც კი დამთავრდება, მაშინვე გადავალთ. ალბათ, უფრო ზაფხულისთვის. 

скачать dle 11.3