კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეძლო დუბაიში საკუთარი ქორწილის თავიდან ბოლომდე ორგანიზება ანა კოვაჩმა და რა სიურპრიზი მოუწყო მან მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს

სულ ცოტა ხნის წინ ანა კოვაჩმა და მისმა მეუღლემ დუბაიში ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს, რომლის ორგანიზატორობა მთლიანად ითავა მშვენიერმა პატარძალმა. მათ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვივნენ და ნეფე-პატარძალთან ერთად ძალიან კარგი დრო გაატარეს. 

ანა კოვაჩი: ჩემმა მეუღლემ ზაფხულში ვენეციაში მთხოვა ხელი და იმის მერე ვაპირებდით ქორწილს. გვინდოდა, გაზაფხულზე მოგვეწყო, რადგან, ყაზახეთში ზამთარში ძალიან ცივა, თან, კარგად მოვემზადებოდით. მაგრამ, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი მეგობრები საახალწლოდ დუბაიში მიდიოდნენ და ჩვენც ვაპირებდით იქ წასვლას, გადავწყვიტეთ, ქორწილიც დუბაიში გადაგვეხადა – თან სითბო იქნებოდა, თან, ლამაზი და არაორდინარული გამოვიდოდა. ოქტომბრის დასაწყისში დავიწყეთ ამაზე ფიქრი და, შესაბამისად, ლამაზი ადგილის მოძებნა. სასტუმროც შევარჩიეთ და დავჯავშნეთ – იქ უნდა წავსულიყავით დეკემბერში და, ბარემ, ქორწილიც იქ უნდა გადაგვეხადა. ნოემბერში, როდესაც დუბაიში ჩავედით, რათა ყველაფერი გადაგვემოწმებინა, აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე სახელის ორი სასტუმრო ყოფილა და მე ამერია. მაგრამ, ისიც ძალიან კარგი სასტუმრო გამოდგა – ლამაზი ადგილი, ზღვა, სიმწვანე – პირიქით, უკეთესიც კი იყო. ხელი უფრო ადრე მოვაწერეთ ყაზახეთში; დუბაიში, უბრალოდ, ქორწილი გავაკეთეთ და ხელის მოწერის იმიტაციაც ჩავატარეთ – რეგისტრატორის როლს ჩემი მეუღლის დედა ასრულებდა. 

– ფოტოების მიხედვით, ძალიან ლამაზი და მხიარული ქორწილი გქონდათ. 

– ძალიან ლამაზი გამოვიდა. მანამდე დეკორატორს დავუკავშირდი, რომ ყველაფერი ცოცხალი ყვავილებით გაეფორმებინა; ფოტოებს ვუგზავნიდი, როგორი უნდა ყოფილიყო და რა ფერებში. თეთრ, ატმისფერ და ლურჯ ფერებში უნდა ყოფილიყო ყველაფერი – ასეთი იყო კონცეფცია, ანუ, ვინტაჟური სტილი იყო. ბოლო შეხვედრაზე, როდესაც გამწარებული ვუხსნიდი, რა როგორ უნდა ყოფილიყო, მაგიდები როგორ უნდა დაედგათ, მომღერლებს რა უნდა ემღერათ, ჩემს მეუღლეს, რომ ეკითხებოდნენ, ის მხოლოდ „დიახ, დიახს” ამბობდა. მისთვისაც ყველაფერი სიურპრიზი იყო და ძალიან მოეწონა. რადგან მუშაობს და დაკავებულია, ამიტომ, მე ვიყავი ორგანიზატორი. 10 იანვარს გადავიხადეთ ქორწილი; გვყავდა მომღერლები, ჯაზ-მუსიკოსები, დიჯეი, წამყვანი, მოცეკვავეები. ძალიან გამიჭირდა ფოტოგრაფის შერჩევა – დიდხანს ვეძებდი კარგ ფოტოგრაფს, რომელიც განსხვავებულ ფოტოებს გადაგვიღებდა. ბოლოს, მართლაც, ვიპოვე პოლონელი ფოტოგრაფი, რომელსაც ძალიან კარგი ფოტოები აქვს და საინტერესოდ იღებს. დეკორატორი ინგლისელი იყო და ყველაფერი კარგად გააკეთა. „ქალის სურნელში“ რომ ტანგოა, ის ტანგო დავდგით მე და ჩემმა მეუღლემ და ქორწილში ვიცეკვეთ – არავინ იცოდა და სიურპრიზი მოვუწყვეთ. თან, ერთ დღეში ვისწავლეთ. ჩემი მეუღლე კარგად ცეკვავს, მუსიკალური განათლებაც აქვს – პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგად მღერის. ქორწილის წინა დღეს 11 საათამდე მაწვალებდა – ცეკვაში მამეცადინებდა. მასწავლებელი ორი საათით გვყავდა, დანარჩენი თვითონ მამეცადინა. ქორწილის დღეს დილის 7 საათზე გამაღვიძა – ცეკვა ვისწავლოთო. სამაგიეროდ, ძალიან კარგი გამოვიდა, ლამაზი. გარდა ამისა, გადავიღეთ ჩვენი „ლავ სთორი“. მე და ერთმა ბიჭმა დავწერეთ სცენარი და ყაზახეთში ქორწილამდე გადავიღეთ. საკმაოდ ორიგინალური იყო: ერთი და იგივე სცენა ვითარდებოდა, ოღონდ, სხვადასხვა ცნობილი ფილმის მიხედვით და, მთავარი იდეა იყო ის, რომ ჩემს მეუღლეს დაავიწყდა მწვანილის ყიდვა. დიდ ეკრანზე გავუშვით და ძალიან მოეწონათ, სიურპრიზი იყო ყველასთვის. რაც შეეხება სტურმებს, 60 კაცი იყო, მათ შორის – დედაჩემი და დეიდაჩემი. მამა ავად არის და ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ვერც ჩემმა ძმამ, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს. ჯანეტ ქერდიყოშვილი იყო ჩემი მეჯვარე, დედასთან ერთად ჩამოვიდა. მან დაიჭირა საქორწილო თაიგული. ქალბატონი ია კიწმარიშვილი ჩამოვიდა თავის უფროს შვილთან, ანასთან ერთად; ასევე, გვყავდნენ სტუმრები ყახაზეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან. ევროპული ქორწილი გვქონდა, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა; თუმცა, ქარი იყო, ვარცხნილობა მიფუჭდებოდა და ამაზე ცოტა მწყდებოდა გული. 

– ვინ იზრუნა შენს საქორწილო კაბაზე? 

– „პრონოვიას“ კაბა მეცვა. საკმაოდ დიდხანს ვეძებდი, არ მეგონა ასეთი რთული თუ იყო – ზუსტად ასეთი კაბა მინდოდა. ქორწილამდე არ ვუნახივარ მეუღლეს, ძალიან მოეწონა და გაუკვირდა. ზოგადად, ყველაფერი გაუკვირდა, რადგან, არ ეგონა, ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა. გაფორმებასთან დაკავშირებით ერთი თვე მქონდა ხალხთან დავა და ამაზე ძალიან ვღელავდი, მაგრამ, ბოლოს ისეთი გამოვიდა, როგორც მე მინდოდა. ტორტიც ძალიან ლამაზი იყო – გარედან თეთრი და შიგნიდან წითელი, დიდი ხანჯლით დავჭერით – არაბული ტრადიცია ყოფილა. მეორე დღეს ავთერ ფართი გვქონდა, იახტაზე გავაგრძელეთ. ისეთ დროს გავედით, დაისი რომ დაგვენახა. ძალიან ლამაზი იყო. არჩვეულებრივი ფოტოები გამოვიდა, მე გადავიღე – ფოტოების გადაღება ჩემი გატაცებაა. გაფორმებები და ორგანიზება ძალიან მომწონს და, შეიძლება, მომავალში ამითაც დავკავდე. ჯერჯერობით ვსწავლობ და არ მცალია. თან, ასტანაში გადმოვედით საცხოვრებლად და ახალ უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას, ოღონდ, ისევ ფსიქოლოგიურზე. ახალ ბინასაც უნდა გავუკეთო დიზაინი, ჩვენს გემოზე უნდა მოვაწყოთ – ეს არის ჩვენი საქორწილო საჩუქარი. 

скачать dle 11.3