კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეუცვალა იური ვაზაგაშვილმა შვილს საფლავი სამჯერ და რა „გაუმხილა” მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ცოლს

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის დაკრძალვის წინა დღეს ჩავედით. პატარა, მდუმარე სოფელში, რომელიც ზამთრის სიცივეს კიდევ უფრო გაეცრიცა, სამარისებური სიჩუმე იყო. სულისშემძვრელი იყო ეს სიჩუმე სასაფლაოზე, სადაც იური ვაზაგაშვილი ულმობლად და სასტიკად მოკლეს და, იქ, სადაც ის ააფეთქეს, ახლა მის საფლავს თხრიან... პურიც მოიტეხეს, ღვინოც დაღვარეს, ცრემლიც მოსდით.. ყველანი მისიანები არიან: თანასოფლელები, ბიძაშვილები, რომელთაც მისგან ბევრი სიკეთე ახსოვთ. მათი ემოციები ბევრად უფრო მძაფრია და იმ ტკივილსაც უფრო მეტად გაგრძნობინებს, რაც იური ვაზაგაშვილის ტრაგედიას ახლავს. ის აქ ყველას დამხმარე, მეგობარი, მოკეთე და გულშემატკივარი იყო, მასზე სოფელში საოცარ ისტორიებს ჰყვებიან – ეს გულადი, მებრძოლი, სამართლიანი კაცის ისტორიაა, რომელმაც დახვრეტილი შვილის წინაშე სიმართლის პოვნისა და მკვლელების დასჯის ფიცი დადო და, რომელიც ამ ფიცის აღსრულებამდე შვილის საფლავზე უსინდისოდ მოკლეს.

სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ექსპერტების ვარაუდით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაგეგმა პროფესიონალმა: სპეციალურად იყო შერჩეული დანაშაულის იარაღი – ქარხნული წარმოების ხელყუმბარა, რომელიც აფეთქების შემდეგ ყველა კვალს შლის და, ასევე, მკვლელობის ადგილიც – სასაფლაო, სადაც ყველაზე ნაკლები კვალი რჩება. მათ, ვინც ამ ტრაგედიის უკან დგანან, კარგად იცოდნენ, რომ იური ვაზაგაშვილი ყოველკვირა, ზოგჯერ კი კვირაში რამდენჯერმე მიდიოდა შვილის საფლავზე და ყვავილები მოჰქონდა. ასე მოხდა იმ საბედისწერო დღესაც: იური ვაზაგაშვილი თანასოფლელის გასვენებაზე იყო ჩასული – პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად ჩავიდა და გასვენების დღესაც მიუსამძიმრა ოჯახს, რომელიც მანამდე დატოვა, სანამ გარდაცვლილს გამოასვენებდნენ. სულ ასე იცოდა – სოფელში გასვენებაში ჩასული, სასაფლაოზე მანამდე ადიოდა, სანამ საფლავზე ხალხი მოგროვდებოდა. შვილის საფლავზე მარტო უყვარდა ასვლა: მარტო უფრო თავისუფლად ვესაუბრები ზურასო, – ასე ეუბნებოდა ახლობლებს. 

მამუკა მელაძე (იური ვაზაგაშვილის თანასოფლელი): „იური დედაჩემის გასვენებაზე იყო ჩამოსული და ამიტომაც, უფრო განვიცდი ამ ამბავს. არ ვიცი, მაინცდამაინც ამ დღეს რატომ დაამთხვიეს ეს ტრაგედია. იური ყოველკვირა სოფელში იყო, რაღა დედაჩემის გასვენების დღეს მოუწყვეს ეს?! ყველა ისეთ პატივს ვცემდით, მის გარეშე სოფელში არც ჭირი იყო, არც ლხინი, თუმცა, ზურას მერე ლხინში და წვეულებებზე აღარ ჩამოდიოდა. აქ დაიბადა და გაიზარდა. ახალგაზრდა იყო, როცა თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ, სოფელი არ მიუტოვებია, არ გაუწყვეტია კავშირი – ყველას გვერდში ედგა. ღარიბი სოფელი გვაქვს და ყველას იური უმართავდა ხელს: ზოგს დასაქმებაში ეხმარებოდა, ზოგს – ფინანსურად, ყველას გზაზე აყენებდა. წინა დღეს მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა დედაჩემის პანაშვიდზე, გასვენების დღესაც მოვიდა ჩვენთან და მოგვისამძიმრა. უკვე სასაფლაოს გზაზე ვიყავით, როცა საშინელი აფეთქების ხმა გავიგონეთ. 350 კაცი იყო მოსული და ყველა მიმოიფანტა. ვიფიქრე, სახლში გაზი აფეთქდა-მეთქი. მერე ვიღაცეებმა სასაფლაოდან დაიწყეს ყვირილი. მივცვივდით და საშინელი სურათი ვნახეთ. იმ კაცს, ვინც დედაჩემის საფლავს თხრიდა და ვინც პირველად ნახა გარდაცვლილი იური, მეტყველების უნარი აქვს დაკარგული.” 

ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის შესახებ ბევრ ისტორიას ჰყვებიან: სოფლის გზის მოასფალტებას გეგმავდაო; ყველას პატრონი ის იყოო; სოფლის იმედი იყო, ეგ წავიდა და იმედიც მოგვიკვდაო, – წუხან ყარაფილელები. არც ის ბიძაშვილები მალავენ ამას, რომლებიც მასთან ერთად გაიზარდნენ და მასთან ერთად გაიზიარეს ის გზა, რომელიც იური ვაზაგაშვილმა ამ სოფელში დაიწყო: „ჩვენ ბიძაშვილები ვართ, მე იურიზე პატარა ვარ, მის ხელში გავიზარდე, მაგრამ, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ძალიან გულიანი კაცი იყო, გულუხვი, ყურადღებიანი. პატიოსან ოჯახში გაზრდილმა კარგად იცოდა გაჭირვებისა და შრომის ფასი. ჯარის მერე წავიდა თბილისში და ხილ-ბოსტნის მაღაზიით დაიწყო საქმიანობა, შავ მუშადაც მუშაობდა, ცისტერნით თბილისში თევზი ჩამოჰქონდა და თვითონ ყიდდა – ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია. ბოლოს კარგად იყო ფინანსურად, მაგრამ, ზაფხულობით მაინც აქ იყო. არ უჭირდა, თუმცა, მიწა არ მიატოვა და ბოლო წლებშიც კი ხორბალი მოჰყავდა. კარგი ოჯახი ჰქონდა – ცოლი, შვილები. კარგად მახსოვს ის დღეები, როცა სოფლის კეთილმოწყობაზე დაიწყო ფიქრი. სასაფლაოზე ეს ნაძვებიც იურისა და ზურას დარგულია”

დამწუხრებულ სოფელში ისევე ფიქრობენ, როგორც ის ადამიანები, ვინც იური ვაზაგაშვილის მოქალაქეობრივი აქტივობის მომსწრენი ვიყავით. ის იყო ყველგან, ყველა აქციაზე, რომლებიც იმართებოდა თბილისში; ეხმარებოდა ყველას, ვისთვისაც რამის გაკეთება შეეძლო; შვილის სიკვდილის შემდეგ სხვათა შვილების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა – ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე” სამართლიანობის აღდგენისა და გაუხსნელი საქმეების გამოსაძიებლად დააფუძნა; იბრძოდა სამართლიანად და არ დაკარგა იმედი, რომ მისი შვილის მკვლელობას ნათელი მოეფინებოდა. ბოლო პრესკონფერენციაზე, რომელიც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გამართა, იმ ახალ გარემოებებზე ისაუბრა, რომლებიც გამოძიების საქმეში გაჩნდა. ეს მისი ბოლო საჯარო გამოსვლა იყო. ერთ-ერთი ნათესავი გვიყვება, თუ როგორ აფრთხილებდა ის იური ვაზაგაშვილს: „სოფელში შემხვდა. თავს მოუფრთხილდი, რამეს არ მოგწიონ-მეთქი, ვუთხარი. შემომეხდა, გაიღიმა და მითხრა, ამ მთასავით კაცს, თან – მართალს, რას მომერევიანო? ბოლო პერიოდში სოფელში რომ ჩამოდიოდა, სახლში არც კი შედიოდა, პირდაპირ საფლავზე ადიოდა. შვილის სიკვდილის მერე ძალიან შეიცვალა – ეს გულღია კაცი ჩაიკეტა, დარდისგან მოიხარა, დადუმდა. ადრე ისეთი იყო, სოფელში რომ ჩამოდიოდა, ბალღსაც კი ხელს ართმევდა ხოლმე. ასეთი კაცი იშვიათია, სოფელში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ჩვენც ხშირად ამოვდიოდით ზურას საფლავზე. კიდევ კარგი, ბავშვი არ ახლდა, ან ცოლი. ვიღაცამ მთელი ოჯახი გაწირა. ამბობენ, ეს ისეთი ბომბია, 50 მეტრ რადიუსზე ყველას მოკლავდაო. აფეთქებას ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა. ისე, საოცარი ისაა, რომ პოლიციის თვალწინ ააფეთქეს კაცი – აგერ, სასაფლაოს თავზე, თქვენც ხედავთ, პოლიციის ეკიპაჟი დგას, მუდმივად პატრულირებენ – აქვე, გვერდით, სოფელშია საოკუპაციო ხაზი, და რამე რომ არ მოხდეს. არ ვიცი, რანაირად დადეს ბომბი, რომ მათ ეს შეუმჩნეველი დარჩათ, როცა აფეთქება მოხდა და ყველა მოვცვივდით, ეს ჩვენი პოლიცია უკვე აქ იყო.”

ია მეტრეველი (ბუტა რობაქიძის დედა): „ჩვენ საერთო ტკივილმა და მწუხარებამ გაგვაერთიანა. აქციებზე გავიცანით ერთმანეთი: ბატონი იური კარვებთან შიმშილობდა, მე კი მათ გვერდით ვიდექი და არ ვტოვებდი მათ. ჩვენ ერთად ვაპროტესტებდით იმ უბედურებას, რაც ჩვენს შვილებს დამართეს. ჩვენთან ერთად იყო ზერეკიძეეების ოჯახი (მამუკა წამებით მოკლეს ციხეში). ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა გამცემლიძეების ოჯახთან, რომელმაც ასევე დიდი ტრაგედია გადაიტანა. ბატონ იურის „ჯაზუში,” მთელ დარბაზში, ბიჭების სურათები ჰქონდა გამოკრული. ერთხელ მითხრა, დილით რომ შემოვდივარ, ჯერ ბავშვებს ვესაუბრები და მერე ვიწყებ საქმესო. როგორც ვიცი, იქ ბავშვებისთვის უფასო გაკვეთილებსაც ატარებინებდა. ის იყო საოცარი ადამიანი; განსაკუთრებულად ძლიერი და ვაჟკაცი; თავდადებული მამა, რომელმაც თავისი შვილის ბარბაროსული სიკვდილი არაფრით არ აპატია და ბოლომდე იბრძოდა თავგანწირვით. ბატონი იური არა მარტო ამისთვის იბრძოდა, ის, ისევე, როგორ მე, იბრძოდა სხვისი შვილების გადასარჩენად. მან საზოგადოების შეკრება შეძლო – „ჯაზუში” უამრავი ადამიანი მოდიოდა საღი აზრის გამოსათქმელად, მათ შორის – დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ბატონი იური იყო  მებრძოლი, კეთილშობილი, ბევრი კეთილი საქმის გამკეთებელი. მე ვიცი მისი ბრძოლა, ამიტომაც განსაკუთრებულად მტკივა ბატონი იური. ისეთი შოკი მაქვს, დღემდე ვერ გამოვდივარ ამ მდგომარეობიდან. 

– თქვენ თქვით, შემდეგი მე ვიქნებიო. 

– ეს არის გაფრთხილება როგორც ჩვენთვის, ასევე მთავრობისთვის, რომ ისინი ჯერ კიდევ ძალიან ძლიერები არიან. ერთი წელია, ვამბობ, მაგრამ, რატომღაც, ყურად არავინ არ იღო – პატიმარ ლაშა შავიძეს აქვს ნათქვამი, როგორ დაავალეს ჩემი ლიკვიდაცია. უბრალოდ, იმის გამო გადავრჩი, რომ 2008 წლის ომი დაემთხვა და გადადეს ეს ამბავი. ახლა ხომ დარწმუნდნენ, რომ ეს ამბავი შესაძლებელია და ეს ბიჭი მართალს ამბობდა?! დღეს ეს ბიჭი ციხიდან მთხოვს, რომ დავიცვა; დედამისმაც დამირეკა ამ თხოვნით და, რაც შემიძლია, ყველა ზომას მივმართე, რომ ეს ბიჭი დაცული იყოს. 

ნანა ხურითი (მსახიობი): მე და იური ახლო ნათესავები ვართ – ჩვენი ბებიები დები იყვნენ. მთელი ბავშვობა ყარაფილაში მაქვს გატარებული, სადაც დეიდაჩემი ცხოვრობდა. იურის თვალწინ გავიზარდე. ძალიან გვიყვარდა ყველას. ბავშვობაშიც და მერეც, სიკვდილამდე, ჩემი დიდი მეგობარი იყო. როცა რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მქონდა მისაღები, მასთან მივდიოდი. სამართლიანი კაცი იყო, რთული გზა გაიარა. როცა ციალა ცოლად მოიყვანა, ზოგჯერ ისე უჭირდათ, სანამ სახლს იყიდიდნენ, ჩვენთან ცხოვრობდნენ ხოლმე. მერე წელში გაიმართნენ. ციალამ საოცარი მეუღლეობა გაუწია. ამ ცოტა ხნის წინ გამოსტყდომია იური – ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარხარო. გაოცებული იყო ციალა, იურიმ არ იცის თავის გრძნობების გამოხატვა და, ეს როგორ მოუვიდაო. ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, სანამ ის პატარა ბიჭი, ზვიადი მოუკვდებოდათ. 7-8 თვის იყო ბავშვი, ექიმების შეცდომას გადაჰყვა. მერე ზურა და ჯაბა წამოიზარდნენ და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, მაისის იმ საშინელმა დღემ ყველაფერი შეცვალა. წინა დღეს მეც, იურიც და ციალაც ერთად ვიყავით სოფელში დღესასწაულზე. ბევრი ვიმხიარულეთ. სულ ვამბობდით, რამე არ გვეწყინოსო და, მართლაც, მეორე დღეს მოხდა ის საშინელი ამბავი. ამის მერე იური ძალიან შეიცვალა – ეს ლაღი კაცი ჩაიკეტა, მაგრამ, საოცრად მებრძოლი ბუნება ჰქონდა. ზურას მკვლელობიდან ძალიან მალე, როცა იური უკვე გააქტიურებული იყო და სიმართლის დადგენას ითხოვდა, მისი დაკავებაც კი სცადეს – მანქანას ალყა შემოარტყეს და რაღაცის ჩადება უნდოდათ, მაგრამ, ციალამ იმარჯვა, ტელევიზიას დაუკავშირდა და ჟურნალისტებმა გადაარჩინეს იური. ბოლო პერიოდში ძალიან იმედიანად იყო – ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან დაბრუნებულს უთქვამს, ჩვენ კაცურად ვისაუბრეთ და ყველაფერს მალე წერტილი დაესმებაო. როგორც ჩანს, უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ გამოძიება დასასრულისკენ მიდიოდა და მკვლელების დასჯა მოხდებოდა. როგორც ვიცი, იურიმ საქმის კურსში ჩააყენა ბიძინა ივანიშვილიც. მისი სიკვდილით ჩვენ ყველა ერთად გაგვაფრთხილეს. როგორც ჩანს, იური საფრთხე იყო ბევრი ადამიანისთვის – გამოძიების დასრულების ეტაპზე ბევრი იმ მაღალჩინოსნის სახელი და გვარი დასახელდებოდა, რომლებიც აქამდე არ უხსენებიათ. იმ ადამიანებმა კარგად იცოდნენ, რომ ვერაფერს ვეღარ შეცვლიდნენ და ეს იყო მათი შურისძიება.

ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ზურას მკვლელობიდან ძალიან მალე დაიწყო: ზურას ორმოცის შემდეგ მათი სახლი დაკეტილი იყო. იურის ძალიან უჭირდა იმ სახლში დარჩენა – სულ მეუბნებოდა, რაღაც ხმებია, თითქოს ზურა ნიშანს მაძლევსო. ერთ ოთახში ტაბლა ჰქონდა გაშლილი იმ ყველაფრით, რაც ზურას უყვარდა. როცა იურისთან მივდიოდით, იმ ოთახში შევყავდით და შესანდობარს ვსვამდით. ერთხელ მითხრა, სახლში კარადიდან ხმები მესმის, ზურა მეძახის, ვერ ისვენებს და ჩემგან ქმედებას ელისო. თავიდან ზურა თბილისში დაასაფლავა, მაგრამ, ვერ მოისვენა – მგონია, რომ აქ სულ მარტოაო და სხვაგან გადაასვენა. ვერც ამის მერე მოისვენა – ღამით დგებოდა ხოლმე და სასაფლაოზე მიდიოდა. ბოლოს გადაწყვიტა, ზურა სოფელში გადაესვენებინა. ჩემი მშობლების გვერდით რომ იქნება, უფრო მშვიდად ვიქნებიო, – თქვა. იური სოფელში ხშირად ჩადიოდა. ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ სახლს უცხო ძაღლი სდარაჯობდა, რომელიც მას სახლიდან საფლავამდე მიჰყვებოდა, საფლავიდან უკან გამოჰყვებოდა და სახლთან რჩებოდა ხოლმე. ერთხელ, სოფელში ასულს, ძაღლი დაგლეჯილი და დასისხლიანებული დახვდა. მაშინვე მანქანაში ჩასვა, თბილისში ჩამოიყვანა ექიმებთან ატარა და გამოაჯანმრთელა. მერე უკვე სულ „ჯაზუსთან” იყო ეს ძაღლი – იური ვერ ელეოდა მას. 

скачать dle 11.3