კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა შეხვდეს, შარიათის მიხედვით, კაცი სიხარულით გოგონას შეძენას და რატომ ევალებათ მშობლებს ქალიშვილისთვის მეტი პატივის მიგება, ვიდრე ვაჟიშვილისთვის

ისე მოხდა, რომ ბოლო დროს ყოველდღიურობაში ხშირად ვახსენებთ „შარიათის კანონს“ (შარიათი არაბულად ნიშნავს „გზას“), თუმცა ისეც ხდება, რომ საკითხზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს. სწორედ ამ დეფიციტის ამოვსებას შევეცდებით ამჯერად. მით უფრო, რომ სულ უფრო და უფრო ბევრი ისლამური სახელმწიფო იყენებს შარიათს, როგორც მთავარ, თუ ერთადერთს არა, საკანონმდებლო ბაზას.

ისლამისთვის დამახასიათებელია ადამიანის –  დაბადებიდან გარდაცვალებამდე –  ცხოვრების ნორმატიული რეგულირება და ეს სწორედ შარიათის მეშვეობით ხორციელდება. შარიათი –  იურიდიული ნორმების, მუსლიმანის მორალური პრინციპებისა და ქცევის წესების ერთობლიობაა. ის, ძირითადად, შედგება ყურანისა და სუნისგან, რომლებიც შევსებულია რელიგიური ავტორიტეტების დადგენილებებითა და შარიათის სასამართლოს პრაქტიკით. შარიათი, ანუ ისლამის კანონი, გულისხმობს ოთხი ტიპის უფლებას: ღმერთის, რომელსაც ყველამ უნდა სცეს პატივი; პიროვნების; გარშემომყოფთა და ღმერთის ყველა ქმნილებისა.

საგულისხმოა, რომ  შარიათში დეტალურადაა განხილული თითოეული უფლების ნორმა. მაგალითად, არსებობს კვების წესები: აკრძალულია დაცემული ცხოველებისა და ფრინველების ხორცის ჭამა, ასევე, ღორის ხორცისა და ნებისმიერი ცხოველის ხორცის, რომლის დაკვლისასაც არ იყო წაკითხული ლოცვა ალაჰისადმი ან სხვა რომელიმე ღვთაებისადმი. შარიათში მოქმედებს სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო კოდექსის დეტალურად შემუშავებული სისტემები. მუსლიმანის ყველა შესაძლო ქცევა ხუთ კატეგორიად იყოფა: 1) მკაცრად სავალდებულოდ; 2) სასურველად, მაგრამ არა სავალდებულოდ;  3) კატეგორიულად აკრძალულად; 4) არააკრძალულ, მაგრამ არასასურველ ქმედებებად და 5) მოქმედებებად, რომლებისადმიც ისლამის დამოკიდებულება ნეიტრალურია (შარიათის კანონები არეგულირებს ისეთ დეტალსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, მისალმება და ის, რომ გამყიდველმა მყიდველს საკუთარი საქონლის ნაკლოვანებაც უნდა უთხრას).

სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, შარიათი ეხება ცხოვრებისეულ მოვლენებსაც, ამიტომ ნორმატიულობა არ არის აბსოლუტური. მაგალითად, ფეხმძიმე ქალები თავისუფლდებიან რამადანის მარხვისგან და შეუძლიათ, მარხვა სხვა დროს შეინახონ. მარხვის უნებლიე დარღვევაც არ ითვლება დარღვევად. შიმშილი და სხვა გარემოებები ნებას რთავს მუსლიმანს, მიირთვას აკრძალული საკვებიც. ასევე, შარიათის ერთ-ერთი მთავარი წყაროა იჯიმა –  მორწმუნეთა თემის შეთანხმებული მოსაზრება იმ საკითხებზე, რელიგიურ-სამართლებრივსა თუ ყოფითზე, რომელთა გადაწყვეტაზე კონკრეტულს  არაფერს ამბობს ყურანი ან სუნა.

იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ შარიათის მოთხოვნებს მუსლიმანები კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან,  ზაალ კასრელიშვილთან, ერთად ვისაუბრებთ.

– შარიათის კანონი ქრისტიანობაში არსებული დიდი სჯულის კანონის ანალოგია. ის ასწავლის ქალს, როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალი-ადამიანის სახე და მამაკაცს ასწავლის, როგორ უნდა შეინარჩუნოს კაცი-ადამიანის სახე. რა ვალდებულებები აქვთ და რა მოვალეობები.

– კონკრეტულად, რა მოვალეობები აქვს ქალს და როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალი-ადამიანის სახე?

– არ უნდა იყოს გამომწვევი გარეგნულად, არ უნდა ჰქონდეს გამომწვევი გამომეტყველება. ქართველებს აქვთ გამონათქვამი: თვალები არ უნდა შემოგაფეთოსო.

–  საბედნიეროდ, ჩვენ ეს გავიარეთ.

– გავიარეთ და გადავიარეთ.

– მე მგონია, რომ გადავლა ჯობია, ვიდრე ჩადრის ქვეშ ყოფნა.

– რა თქმა უნდა, ჯობია. ცნობისთვის, ჩრდილოკავკასიელმა მუსლიმანებმა საყოველთაო მუსლიმანური მიმდინარეობიდან ორი რამ არ მიიღეს: ჩადრი და ახლონათესაური ქორწინება.

– ამიტომაც უწოდებენ ტრადიციულ ისლამს კავკასიურ ისლამს?

– დიახ, მე ვლაპარაკობ ჩრდილოკავკასიურ სუნიტურ ისლამზე, იმიტომ რომ, შიიტური ისლამი შემოსულია შუა საუკუნეების ლაშქრობების შემდეგ. სხვათა შორის, შარიათის კანონებში მხოლოდ მოვალეობებზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია უფლებებზეც. მაგალითად, ქმარი ვალდებულია, არჩინოს ცოლ-შვილი და თუ ცოლს სცემს ან ოჯახს აწიოკებს, ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ოჯახის რომელიმე წევრი ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, უფლება აქვს, წავიდეს თავისი სახლიდან და მიმართოს მამის სახლს, სადაც აუცილებლად ჰკითხავენ მოძალადეს მიზეზს და თუ ვერ ახსნის, აუცილებლად გაიროზგება.

– რა შეიძლება, იყოს ძალადობის მიზეზი?

– რაც უნდა იყოს, გამართლება არც ერთ შემთხვევაში არ აქვს ძალადობას. თუ გაქვს ძალადობის  მიზეზი, უნდა გასცილდე, მაგრამ, თუ არც სცილდები და მაინც ძალადობ, ამას გამართლება არ აქვს. შარიათის კანონი ქალს ასწავლის გონიერებას, პატიოსნებას… რომ ადამიანი არ არის მარტო უფლება, ადამიანი არის მოვალეობაც და ბალანსი უფლებებსა და მოვალეობებს შორის. მხოლოდ უფლებებში დაკარგული ადამიანი ამპარტავანია და მხოლოდ მოვალეობებში გადავარდნილი –  ბეჩავი.

– რა უფლებები აქვს ქალს?

– აბსოლუტურად ყველა უფლება, რაც ქრისტიანულ სამყაროში აქვს. მეტსაც გეტყვით, ცოლს რომ მოიყვან და ვერ არჩენ ცოლ-შვილს, ამ დროს რას აკეთებს ჩვენი, ქართველი ქალი?!

– არჩენს ოჯახს.

– ჯერ ლანძღავს ქმარს, ამცირებს, აბეჩავებს, უწოდებს უმაქნისსა და უვარგისს და როდესაც მიიყვანს იმ კონდიციამდე, რომ ქმრისთვის უკვე სულერთია, ოღონდ ეს ქალი გაჩერდეს, მიდის სამუშაოდ და არავინ იცის, სად და როგორ მუშაობს. ისლამში ქალის მშობლები და ქალის პატრონები სერიოზულად მოგთხოვენ პასუხს, თუ დაინახავენ, რომ ვერ ინახავ ცოლ-შვილს: მაშინ რატომ მოგყავდა ცოლი?! ასე რომ, ისლამში კაცია იძულებული, იმუშაოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს, პასუხი აგოს.

– თუმცა ჩვენთან, იმავე ქვემო ქართლში, სადაც ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები ცხოვრობენ, საკუთარი თვალით მინახავს, რა მძიმე შრომას ეწევიან ქალები მიწაზე.

– ალბათ, არის რაღაც სამუშაოები, რომლებსაც კაცი თაკილობს, სადაც არ არის საჭირო ფიზიკური ძალა, სისხარტე, შეუპოვრობა. მაგალითად, მე არ მინახავს მწყემსი ქალები, არც მონადირეები, არც ტრაქტორისტები. სიმართლე გითხრათ, არც კაცი მინახავს ბაღის მასწავლებლად.

– ქალის განათლების პრობლემა როგორ წყდება შარიათით?

– შარიათის კანონი არ კრძალავს ქალის განათლებას, თუმცა ამისკენ დიდი მოწოდებებითაც არ გამოდის. შარიათის კანონისთვის განათლებაა ყურანისა და სუნის ცოდნა, მაგრამ არსად წერია, რომ ქალმა განათლება არ უნდა მიიღოს.

– მოვიტან ციტატას შარიათის ერთ-ერთი საფუძვლიდან, ფარსი აინიდან, რომელშიც ჩამოთვლილია ქმედებები, რომელთა შესრულება სავალდებულოა ყველა მუსლიმანისთვის: „ქმარი ვალდებულია, ცოლს მოუმზადოს ცალკე სახლი ან ოთახი, უზრუნველყოს აუცილებელი და მიღებული სამოსით, საკვებით; ვალდებულია, არჩინოს მცირეწლოვანი შვილები, ასევე, ნათესავების მცირეწლოვანი შვილები და ხეიბრები. აკრძალულია ძალით შეხება უცხო ქალის ან გოგონასთვის; ქალის ნების საწინააღმდეგოდ გათხოვება, წუხილი, რომ ცოლმა გაგიჩინა გოგონა. უნდა გიხაროდეს გოგონას შეძენა, რადგან ეს კარგის ნიშანია. მშობლები ქალიშვილებს ვაჟიშვილებთან შედარებით უპირატესობას უნდა ანიჭებდნენ“. როგორ სჯის შარიათი მოღალატე ქალს? მე ვერ ვიპოვე ეს ადგილი.

– ზუსტად მითითებული არ არის. როგორც წესი, გაროზგვით. სხვათა შორის, შარიათის კანონით მოღალატე ქალიც ისჯება და მისი ქმარიც. იმ კაცთან კითხვები აქვთ ქალის ნათესავებს, თუ რატომ მოიქცა ქალი ასე.

– კაცი რომ ღალატობს, მაშინ ცოლთან არ აქვთ კითხვები?

– კაცისთვის ღალატი აკრძალულია. თუ ღალატი უნდა, შეუძლია, მოიყვანოს მეორე, მესამე და მეოთხე ცოლი. ოთხის ზემოთაც, თუ მათი შენახვის თავი აქვს. მაგრამ პირველიც და მეოთხეც თავისი შვილებით ერთ დონეზე უნდა შეინახოს.

– კაცს რა ევალება?

– ოჯახის მამის ქუდის ტარება. კაცი ისეთი ღირსეული და სახელიანი უნდა იყოს, მისი ოჯახის წევრებს ეამაყებოდეთ, რომ ასეთი მამა ჰყავთ. დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს მის გვერდით. ის ღირსეულად უნდა ინახავდეს ოჯახს როგორც მატერიალურად, ისე მორალურად.

– დასჯის  რა ფორმებია გაროზგვის გარდა. რა შემთხვევაში იღებს შარიათის სასამართლო სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას?

–  მოკვდინება არსად წერია. არის განკვეთა, თემიდან გაგდება, გაროზგვა.

– სულ ახლახან ირანში სიკვდილით დასაჯეს ქალი, რომელმაც მოკლა მოძალადე კაცი.

–  არსებობს დიდი სჯულის კანონი, რომლის ინტერპრეტაცია კათოლიკეებს თავისებური აქვთ, ბაპტისტებს თავისებური, ისევე, როგორც ანგლიკანურ ეკლესიას, იქაც ასეა. სუნიტებს სხვა განმარტებები აქვთ, შიიტებს –  სხვა და სალაფიდებთან ყველაფერი გართულებული და დამძიმებულია. ამდენად, ეს არის ინტერპრეტაციები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, თავად შარიათის კანონებში მოკვდინება არსად წერია. რა თქმა უნდა, შარიათის კანონები მკაცრია. საერთოდ, აზიელებისთვის დამახასიათებელია კატეგორიულობა, მათთვის ორი ფერია –  შავი და თეთრი, მეორე მხრივ, ევროპელებისთვის დამახასიათებელია თავაშვებულობა, ოქროს შუალედი ევროპასა და აზიას შორის ჩვენ, კავკასიელები, ვართ, სადაც არც დასავლური თავაშვებულობაა და არც –  აღმოსავლური კატეგორიულობა. ასე რომ, ზომიერების გრძნობა კავკასიელებს ნადვილად აქვთ,  ყოველ შემთხვევაში, ჰქონდათ და, თუ კავკასიურ თავისებურებებს იმ კანონებშიც გავითვალისწინებთ, რომლებსაც ვიღებთ, კარგი იქნება, რადგან ამან გადაგვარჩინა საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის, აგრესიული ისლამისგან.

–  არამუსლიმანებისადმი დამოკიდებულება ყოფით დონეზე როგორია?

– არამუსლიმანებისადმი ის დამოკიდებულებაა, რომ გზააბნეულია, იმიტომ რომ, არ დგას ჭეშმარიტების გზაზე; ცოდვაა, რადგან გზასაა აცდნილი და როდესაც გზასაცდენილი არ იღებს რიდიკალი მუსლიმანების შეგონებას, ეს მათ ძალიან აღიზიანებთ. თუმცა მათი შეგონებებიც ნაკლებად მოგვისმენია, პირდაპირ შეტევაზე გადადიან.

– შარიათის კანონით რამდენიმე სახელმწიფო ცხოვრობს?

– საუდის არაბეთში სახელმწიფო რელიგიაა ვაჰაბიზმი. საერთოდ, ყველა დიდ ისლამურ სახელმწიფოშია შარიათის გავლენა. შეიძლება, შარიათი არ ჰქვია, მაგრამ ირანის კანონმდებლობა შარიათიდანაა გადმოწერილი. თურქეთი ახლა ადგას ამ გზას –  აქამდე ეგერთ წოდებული „სვეტსკი“ სახელმწიფო იყო, საერო, ათა თურქის მიმდევრები იყვნენ. მაგრამ ერდოღანი ნელ-ნელა ამკაცრებს კანომდებლობას და ისლამური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა შემოაქვს. საიდან? –  შარიათიდან. შარიათის კანონებით ცხოვრობს ირანი, საუდის არაბეთი, ყატარი, ქუვეითი, იემენი… ვიმეორებ, მათ კონსტიტუციებს არ ჰქვია შარიათის კანონები, მაგრამ ნორმების აბსოლუტური უმრავლესობა შარიათისაა. აბა, გაიარეთ ირანში დეკოლტეთი ან მოკლე კაბით?! მაშინვე მოვლენ შარიათის პოლიციის წარმომადგნელები, თუ ადგილობრივი ხართ, გაგროზგავენ ან დაგაჯარიმებენ; თუ უცხოელი –  სასტუმროში დაგაბრუნებენ, რომ გამოიცვალოთ. ასეთივე დამოკიდებულებაა მრუშობისადმი, ქურდობაზე, ალკოჰოლისადმი. აბა, დალიოს კაცმა, სიგარეტი მოწიოს და თან ქალებს გაეარშიყოს აქეთ-იქით?! 

– გასაგებია, რომ ჩრდილო კავკასიაში ოფიციალურად რუსული ფედერაციის კანონმდებლობაა, მაგრამ ცხოვრების წესზე თუ არის შარიათის გავლენა?

– არა, ჩრდილო კავკასიაში არ არის გამჯდარი შარიათის კანონები. ჩრდილო კავკასიაში ცხოვრების წესად დამკვიდრებული და გამჯდარია ტრადიციული კავკასიური ურთიერთობები, რაც არის საქართველოს მთიანეთში.

 

P. S. დასასრულ შემოგთავაზებთ მცირე ნაწილს შარიათის კანონებიდან: აკრძალულია ნაპოვნი ნივთის გზაზე დატოვება, იმის გამო, რომ დაკარგავ დროს პატრონის ძებნაში; საჭმლის ჭამა ისეთ ადამიანთან, რომლის ქონებაც საეჭვო წარმომავლობისაა (შეძენილია შარიათის კანონების დარღვევით); ისეთ სახლში ცხოვრება, თუკი არსებობს ეჭვი, რომ ის შეძენილია ნაქურდალი ფულით; ნაქურდალი და აკრძალული გზით შეძენილი ტანსაცმლის ტარება; საეჭვო სიმდიდრით სარგებლობა; ხასიათის გამოსაკეთებლად სიმღერა, მუსიკის მოსმენა ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, მუსიკის ფონზე ცეკვა, მუსიკალური გადაცემებისა და თამაშების ყურება, ტაშის დაკვრა გამომსვლელებისთვის…

скачать dle 11.3