კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდი გადანაწილება

ანუ, ვინ იქნება შემდეგი?!

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობა „ცივი ომის“ პერიოდს დაემსგავსა და, იმის გათვალისწინებითაც, რომ თვით „ცივ ომშიც“ კი, თვით სსრკ და „დამპალი“ კაპიტალისტები ახერხებდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობას (განსაკუთრებით მჭიდროდ  – სპეცსამსახურების დონეზე), სავარაუდოა, რომ მხარეები, ანუ მსხვილი მოთამაშეები პარტიას ამთავრებენ – ამჯერად უკრაინის ფრონტის ხაზზე.

ამის დასტურად, შესაძლოა, ბერლინში საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრაც ვიგულისხმობთ, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი დიპლომატები იღებდნენ და ისე ნაყოფიერად წაიმუშავეს, რომ დონბასში სადემარკაციო ხაზის შექმნაზეც შეთანხმდნენ (თითქოს უსისხლოდ ვერ განახორციელებდნენ დიდ მანევრებს, ანუ გადანაწილებას?!). ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტების პოზიციებს შორის ბუფერული ზონა მოეწყობა (რაც ჩვენ ბუფერული ზონები გვახსოვს?!).

მეტიც, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე ტექნიკის სადემარკაციო ხაზის გარეთ გაყვანისკენ მოუწოდეს (ესეც გვახსოვს!).

თითქოს ეს გადაწყვეტილება (გარეგნულად) მშვიდობის მტრედობის სურვილია, რომ არა ერთი „მაგრამ:“ – საკონტაქტო ჯგუფის გადაწყვეტილება თითქმის ზუსტად იმეორებს აფხაზეთის ომის სცენარს, რაც გვაფიქრებინებს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაც იმ ნიშნულისკენ მიდის, სადაც ჩვენი ბედკრული ტერიტორიული მთლიანობაა… – 

скачать dle 11.3