კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირჩაუტკბარუნებლები

და შესახრამუნებლები

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ჩვენ დონატებით ვიტკბარუბენთ პირს და ლამის მთელი ევროპა და აშშ-ა დაქიჩმაჩებული ამისთვის საჭირო ინგრედიენტების მოსაწოდებლად, რომ ჩვენს გაფუფუნებულ კუჭებს არაფერი მოაკლდეს, რფ-ს სვერდლოვსკის ოლქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ეკატერინბურგიდან რუსეთის მოქალაქეებს სახელმწიფოებრივად ურჩია, კრიზისის პერიოდში მცირედი საკვებით დაკმაყოფილდნენ.

რჩევა-მოწოდების ავტორმა, „ედინაია როსიას“  წევრმა ვინმე ილია გაფნერმა, რომელიც იმავდროულად, აგრარული კომიტეტის ხელმძღვნელიცაა,  ეკატერინბურგის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სტუმრობისას, როდესაც პროდუქტების ინსპექტირებას ეწეოდა, თანამემამულეებს შეუძახა: „უნდა გავიხსენოთ ქვეყნის ისტორია. ჩვენ არაერთხელ გადაგვიტანია სიცივე და შიმშილი… თუ ფული არ გვყოფნის, უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და ცოტა მივირთვათ („ზოლოტიე სლოვა!“).“

მეტიც, მან თანამემამულეებს ისიც შეახსენა, რომ ახალი წლის ნაყროვანების პერიოდის შემდეგ განტვირთვაც სასარგებლოა და გამაჯანსაღებელი ფიზკულტურაც. – 

ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწენებენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები თავიანთი რჩეულს შეგონებას, მაგრამ, ის კი ზუსტად მოგვეხსენება, რომ, შეგონებით თუ მის გარეშე, საკვების შეზღუდვა მაინც მოუწევთ (თუ დასავლეთმა სანქციები გააგრძელა, რფ-მ კი – საპასუხო ქმედებები). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ დამშეული დათვი მაძღარზე საშიშია, ვაი და, რომ შეგვახრამუნონ?! – 

скачать dle 11.3