კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ნავთობისფერი ზრახვები

მემწვანილეების წყალგადასასხმელები

თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ფასი განახევრდა (თუკი ტონა ბენზინი 1 000 აშშ დოლარადმე ღირდა, მისი ფასი იმავე რაოდენობაზე 500-ს უკვე ჩამოსცდა), ქართულ სასაწვავე ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი მხოლოდ 15-20 პროცენტით გაიაფდა, თუმცა ჩვენებურმა მენავთობეებმა გული გაგვიკეთეს და დაგვპირდნენ, რომ, სულ რაღაც ერთიოდ თვეში ბრენდირებულ სადგურებზე ბენზინი 1,5 ლარი ეღირება, არაბრენდირებულ სადგურებზე კი, საერთოდაც, 1,3 ლარამდე. – 

ეს ერთთვიანი გეგმა ჩვენებურ მესაწვავეებს უკვე გაუწერიათ (და, საწვავი რომ გაძვირდეს მსოფლიო ბაზარზე, მაინც გააიაფებენ?!), რადგან ნავთობი ისეთი ტემპით იაფდება, რომ ლარის გაიაფებაც კი ვეღარ გამოადგებათ არგუმენტად.

საინტერესო, ალბათ, თავად გაიაფების ერთ თვეში ასამოქმედებელი გეგმაა, რადგან, წესითა და რიგით, გაიაფება საწვავის გამყიდველების გეგმაზე კი არა, საწვავზე მსოფლიო ფასზე უნდა იყოს დამოკიდებული, მაგრამ, აბა, რას გაუგებ ქართველი მენავთობეების ნავთობისფერ ზრახვებს?!

თუ გავითვალისწინებთ, რომ საწვავის ფასს აქამომდეც უნდა დაეკლო, როგორც ჩანს, აქაური ნავთობიმპორტიორები გაიაფებისთვის ფსიქოლოგიურად ემზადებიან, აქედან გამომდინარე კი, რაკი ჩვენებური მემწვანილეები ბაზარს გაცილებით ლაღად და ადეკვატურად უღებენ ალღოს, ვფიქრობ, სტრესის შესამცირებლად ადგილობრივი მესაწვავეები ადგილობრივსვე მემწვანილეებს უნდა მივაბაროთ საბაზრო უნარ-ჩვევების ასათვისებლად. 

скачать dle 11.3