კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ბოლო დროს ჩემს ძაღლს ჭამის შემდეგ ხშირად ერევა გული. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ეს შეიძლება იყოს საკვების ბრალი, ანუ, აძლევთ ისეთ საკვებს, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას, რაც შემდგომ იწვევს გასტრიტს, დუოდენიტსა და ქოლეცისტიტს. ყოველივე ამას გართულება რომ არ მოჰყვეს, საჭიროა, დროულად მიიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან. 

კითხვა: რამდენჯერ არის რეკომენდებული ძაღლის დაბანა ერთი თვის განმავლობაში?

პასუხი: ეს კითხვა ძაღლის პატრონებს ხშირად აინტერესებთ. აუცილებელია, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ძაღლის კანი და ბეწვი არა მხოლოდ მექანიკურად, არამედ, სხვადასხვა ქიმიური მექანიზმებით უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მიკრობების მავნე ზემოქმედებისგან. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხიმოვან ჯირკვლებს. ხშირი დაბანის შემთხვევაში ხდება დამცავი ცხიმოვანი ფენის განლევა, რის გამოც ცხიმის გამომყოფი ჯირკვლები იწყებს დაძაბულ მუშაობას, რაც ჰიპერტროფიას და, საბოლოო ჯამში, სებორეული დერმატიტის განვითარებას იწვევს.

კითხვა: მაინტერესებს, თუ ძაღლი სწორად იკვებება, აუცილებლად უნდა უბზინავდეს ბეწვი?

პასუხი: ჯანმრთელ და სწორად ნაკვებ ცხოველს ბეწვი ყოველთვის უბზინავს. ცხოველის ბეწვზე ასეთი დაკვირვება და შეფასება მისი ჯანმრთელობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად შეიძლება მივიჩნიოთ. ძაღლის ბეწვის მდგომარეობის შეფასების ნიშნებია: ბზინვა, სიფაფუკე, მოქნილობა და ცხიმოვანი ნადების რაოდენობა. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი კვება ძაღლის ჯანმრთელობის გარანტია, რაც თავისთავად აისახება ბეწვის საფარველზე.

скачать dle 11.3