კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტელევიზორის ყურებისა და კომპიუტერთან ჯდომის დროს აკონტროლეთ სუნთქვა

თვალის გაწითლება გადაღლის მთავარი ნიშანია. ის მაშინ ჩნდება, როცა სისხლი ქუთუთოებს აწვება. დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად ზიხართ თუ არა კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ, რა პოზაში კითხულობთ წიგნს, წერთ და ასე შემდეგ. არ შეიძლება, წიგნი წამოწოლილმა იკითხოთ, მით უფრო – შედარებით სუსტი განათების ფონზე. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერთან სწორად ჯდომას. ის უნდა იდგეს მაგიდაზე, თქვენ წინ, დაახლოებით, 60 სანტიმეტრის მანძილზე, ისე, რომ ეკრანის ზედა საზღვარი იყოს თვალების დონეზე ან 15-30 გრადუსით ქვემოთ. არ შეიძლება ტელევიზორის ეკრანიდან ხუთ მეტრზე შორს ან ძალიან ახლოს დაჯდომა. ასევე, არ არის რეკომენდებული მისი საძინებელ ოთახში ყურება. ეცადეთ, დროდადრო ყურადღება ეკრანის მიღმა გადაიტანოთ – მოათვალიერეთ ოთახში დადგმული საგნები და თვალები ასე დაასვენეთ. ასევე, აუცილებელია, ტელევიზორის ყურების დროს გააკონტროლოთ სუნთქვა, რადგან, საინტერესო გადაცემის ან ფილმის ყურების დროს, ადამიანი პერიოდულად იკავებს სუნთქვას, რაც გაუაზრებლად ხდება. ამიტომ, ამ დროს ღრმად უნდა ისუნთქოთ.

კომპიუტერთან მუშაობის პერიოდში, დროდადრო შეისვენეთ და გაავარჯიშეთ კისრის კუნთები – კისერი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ მიატრიალ-მოატრიალეთ, ათი წუთის შესვენების შემდეგ კი განაგრძეთ მუშაობა.

დაღლილობის თავიდან ასაცილებლად ჭამეთ ვიტამინებით მდიდარი სალათები და სვით ნატურალური ხილ-ბოსტნეულის წვენები. თვალებისთვის სასარგებლოა უმი სტაფილოს ჭამა. თუ ახლომხედველი ხართ, მიიღეთ თაფლი, მოცვი ან მაქსიმალურად გაზარდეთ იოდის შემცველი საკვები პროდუქტების რაოდენობა.

 

გოგრა კარგი სამკურნალო საშუალებაა

ხალხურ მედიცინაში გოგრას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. მისი თესლი სხვადასხვა პარაზიტის, კერძოდ, მრგვალი, ლენტისებური ჭიების საწინააღმდეგო უებარი საშუალებაა. თუ გოგრის რბილობს თაფლთან ერთად შეჭამთ, კუჭ-ნაწლავის პრობლემები დიდხანს არ შეგაწუხებთ.

კუჭ-ნაწლავისთვის, ასევე, კარგია თეთრ ღვინოში გარეული გოგრის წვენი, გარდა ამისა, გოგრის დანაყილი თესლის ნახარში გამოიყენება ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ და კარგი შარდმდენიცაა. თუ ღვიძლის ანტიტოქსიკური ფუნქცია დარღვეულია, გოგრის რბილობის ჭამით მას აუცილებლად აღიდგენთ.

გოგრის ფაფის საფენები კი უმცირეს დროში და ძალიან ეფექტურად შველის სხვადასხვა ანთებით პროცესს, ასევე, ეგზემასა და დამწვრობას.

 

როგორ ავიცილოთ გასტრიტი და დავიამოთ ტკივილი კუჭის არეში 

თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ, პერიოდულად გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება და გულძმარვა, ესე იგი გასტრიტი გაქვთ. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, იყოს არასწორი კვების რეჟიმი, სტრესი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, მედიკამენტები.

ეცადეთ, გასტრიტი არ გამწვავდეს და რთულ ფორმაში არ გადაიზარდოს. ამისთვის, მოერიდეთ მშრალ საკვებს, მწარე და ცხარე პროდუქტებს, ალკოჰოლს. დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვით საკვები 3-ჯერ, მცირე ულუფებით და ლუკმები კარგად დაღეჭეთ.

დილით, უზმოზე მიირთვით „ჰერკულესის” ფაფა. მისი ლორწოვანი კონსისტენცია კუჭის კედლებს იცავს მავნე ზემოქმედებისგან. თუ კუჭის არეში ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, დაიცავით დიეტა: გამორიცხეთ ალკოჰოლი, ამოიღეთ მენიუდან ხორცის ნახარში, ძეხვეული, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი, მოხარშული კვერცხი და შებოლილი ნაწარმი.

 

თუ ადვილად იღლებით, გადახედეთ თქვენს მენიუს

თუ ადვილად იღლებით, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებულია, თანაც – ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება საკვებითაც შეგიძლიათ:

ნიორი – აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

პომიდორი – ეს მცირეკალორიული ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის.

ნიგოზი – თუ ნერვები აგეშალათ, მიირთვით ნიგოზი – მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენასა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.

ბანანი – ენერგიის წყაროა. ეს ხილი ყველაზე დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და, ამიტომაც, მალე ანაყრებს. ბანანი მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნალექები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს, ხოლო მასში შემავალი კალიუმი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.

სტაფილო – მდიდარია A ვიტამინით, რომელიც უჯრედების ახალგაზრდობის წყაროა. ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე „ზრუნავს“. ასევე, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ელასტიკურს ხდის მას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს ნაწლავების კიბოს გაჩენისგან აზღვევს.

რძის ცილა – შეიცავს ბევრ ტიროზინს. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს თავის ტვინში „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამომუშავებას. რძეში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კანს წმენდს გამონაყარისგან; ასევე, ამაგრებს თავის კანს, რაც სასიკეთოდ მოქმედებს თმის ხარისხზე.

ხახვი – ამ ბოსტნეულში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შემადგენლობითა და მოქმედებით ძალიან ჰგავს ადამიანის ჰორმონებს. ის სტიმულს აძლევს ორგანიზმს და ნაადრევი დაბერებისგან იცავს მას. ეს ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ვარდისფერი ჯიშის ხახვში.

 

საკვები სქესობრივ აქტივობაზე აგებს პასუხს

საკვები რომ სქესობრივ აქტივობაზე ახდენს გავლენას, ეს უძველესი დროიდანაა ცნობილი, ანუ, ჭამასა და სექსს ბევრი აქვს საერთო.

სქესობრივ დაუკმაყოფილებლობას მარტოხელა მამაკაცები და ქალები საკვებით ინაზღაურებენ – მათთვის კარგი ვახშამი კარგ სექსს უდრის. ასეთ ადამიანებში სქესობრივ ლტოლვას დანაყრების შეგრძნება ახშობს, ორგანიზმის მთელი ენერგია კი მონელებას ხმარდება. ზოგიერთი მათგანი პარტნიორებთან არასრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობის დაუკმაყოფილებლობის განცდას ნოყიერი კერძებითა და ტკბილეულით იხშობს.

მეტისმეტად მსუქანი ან გამხდარი მამაკაცები არც ისე კარგი სქესობრივი პარტნიორები არიან. სექსი ყველაზე უკეთ მათ „გამოსდით”, ვისი წონაც ნორმას დაახლოებით ათი პროცენტით აღემატება. ვეგეტარიანელებზე კი ხორცში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების უკმარისობა სქესობრივ აქტივობაზე უარყოფითად მოქმედებს და ორგანიზმს უჭირს ერექციისთვის საჭირო რაოდენობის ჰორმონების გამომუშავება. ქალებისთვის ხორციანი კერძების გადამეტებული მიღება ცუდია, უკმარისობა კი – უარესი.

თუ კარგ ფორმაში ყოფნა გინდათ, მამაკაცებმა ცილოვანი საკვები, მაგალითად, ხაჭო, საქონლის ხორცი და ქათამი უნდა მიირთვათ, რადგან ცილა ტესტოსტერონის სინთეზისთვის არის აუცილებელი, ტესტოსტერონზე კი დამოკიდებულია მამაკაცის პოტენცია.

სრულფასოვანი სექსისა და პოტენციის ასამაღლებლად, ასევე, კარგია: ოხრახუში, ქინძი, ნიორი, ხახვი, წიწაკა. ხშირად მიირთვით ეს პროდუქტები. მართალია, მათი ეფექტი ხანმოკლეა, მაგრამ, ამ ბოსტნეულის რეგულარულად მიღება შედეგს აუცილებლად მოგცემთ.

 

რატომ გიჭირთ ღამით დაძინება და როგორ უნდა გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი

მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს, მაგრამ ძილის ნორმა მაინც ინდივიდუალურია. თუ იმაზე მეტი გძინავთ, ვიდრე საჭიროა, მაშინ ძილისთვის განკუთვნილი დრო უნდა შეამციროთ.

ძილი არაერთგვაროვანია და რამდენიმე ფაზისგან შედგება. გარდამავალ პერიოდში, ანუ პირველ სტადიაში, უჯრედების ერთ ნაწილს სძინავს, მეორეს – ჯერ კიდევ არა; ზედაპირული ძილი მეორე სტადიას განეკუთვნება; მესამე სტადიას ღრმა ძილი, ანუ დელტა-ძილი ეწოდება. ამ დროს ხედავს ადამიანი სიზმრებს. ძილის ხარისხი დამოკიდებულია აღნიშნული ფაზების სწორ თანაფარდობაზე. თავის მხრივ, რაც უფრო კარგია ძილი, მით უფრო ხანმოკლეა.

იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი, ქვემოთ მოყვანილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

ვახშამი: სისხლში ნახშირწყლებისა და ცხიმების მომატებული რაოდენობა არღვევს დელტა-ძილის ფაზის თანაფარდობას. ამიტომ, ვახშამი, ძირითადად, ცილების შემცველი საკვებისგან უნდა შედგებოდეს. მაგალითად, ასეთია უცხიმო ხაჭო, პური, შემწვარი თევზი, ბოსტნეული, კანგაცლილი შემწვარი წიწილა, ბრინჯი და ასე შემდეგ. ცილების გადამუშავება დიდ დროს მოითხოვს, ასე რომ, დაძინებამდე არ მოგშივდებათ, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია. შიმშილის გრძნობა ჩაძინების პროცესს აფერხებს და ძილი ზედაპირული ხდება.

ვიტამინები და მინერალები: კალციუმის დეფიციტი იწვევს კუნთების დაჭიმულობას, რასაც შედეგად „ცუდი ძილი“ მოჰყვება. ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობა ზრდის ძილის ხანგრძლივობას.

რკინის ნაკლებობა ახანგრძლივებს ძილის პროცესს და, ასევე, ხელს უწყობს ხშირ გამოღვიძებას.

B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც, ჩვეულებრივ, აღენიშნებათ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, მწეველებს და მათ, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს, არღვევს ძილის ნორმალურ რიტმს. გამოსავალი კი მხოლოდ ვიტამინების მიღებაა.

ვარჯიში: რეგულარული ფიზიკური დატვირთვის შედეგად მცირდება ძილის საერთო ხანგრძლივობა და ძილის მოთხოვნა.

ძილის „გრადუსი“: თუ ოთახის ტემპერატურა 24 გრადუსზე მაღალია, ძილი უარესდება და დელტა-ძილის თანაფარდობის დარღვევის გამო ხანგრძლივდება. ნორმალური ძილისთვის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 18 გრადუსია.

წყვილად ძილი: თუ ცოლ-ქმარს ერთად სძინავს, მათი დელტა-ძილის ხარისხის პერიოდი მცირდება. საქმე ისაა, რომ ყოველ ასეთ პერიოდს წინ უნდა უძღოდეს ათწუთიანი მშვიდი ძილის პერიოდი. თუ ამ პერიოდში ერთი პარტნიორი მოძრაობას იწყებს და მეორეს აღვიძებს, მაშინ ათვლა თავიდან იწყება.

აბაზანა: ღამით თბილი (და არა ცხელი) აბაზანა ნერვულ სისტემაზე არა მხოლოდ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს, რაც დაძინების პროცესს უწყობს ხელს, არამედ, ძილის სტრუქტურასაც აუმჯობესებს. განსაკუთრებით კარგია, თუ აბაზანაში წიწვოვანთა ექსტრაქტის რამდენიმე წვეთს ჩაამატებთ.

ნორმალურია, რომ დაწოლიდან ათ წუთში დაიძინოთ. თუ ასე არ ხდება, ესე იგი, ორგანიზმს ძილი არ უნდა ან რაღაც უშლის ხელს. ყველა შემთხვევაში, საუკეთესო საშუალებაა, ადგეთ და რამე საქმე წამოიწყოთ, ვიდრე ფიქრებში წახვიდეთ და ნერვული სისტემა დაიზიანოთ.

скачать dle 11.3