კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უნდა წავიდეს რისკზე ეჭვიანი ქმრის ცოლი

ეჭვთან ბრძოლა აუცილებელია, რადგან ეჭვი, მით უმეტეს, უსაფუძვლოდ აღმოცენებული, ჯანსაღი გრძნობა არ არის. სხვათა შორის, არ არსებობს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი იქნება ეჭვისგან – ჩვენ ის დაბადებიდანვე თან დაგვყვება, ოღონდ, ყველაში ერთნაირად არ იჩენს თავს; ამასთან, მას სჭირდება მაპროვოცირებელი ფაქტორებიც. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, ავად არიან ეჭვით და მათი პრობლემაც გაცილებით ღრმა და სერიოზულია. სამწუხაროდ, ეჭვი აზიანებს ყველაზე მყარ ურთიერთობასაც კი და აფუჭებს ისეთ რამეს, რისი გამოსწორებაც შემდგომში შეუძლებელი ხდება.

გიორგი: ჩვენ სიზმრით ვიღებთ ისეთ საინტერესო ინფორმაციას, რომელსაც ამოუცნობი სამყარო ქვეცნობიერის დახმარებით გვაწვდის, მაგრამ, ზოგი სიზმარს არასერიოზულად აღიქვამს და მას ყურადღებასაც არ აქცევს. არადა, შესაძლებელია, მისი მეშვეობით მომავალზე მივიღოთ ინფორმაცია. ასევე, დიდი განსხვავებაა ზმანებასა და სიზმარს შორის და მათი გარჩევა აუცილებელია.

– როგორ გავარჩიოთ ღამით, ძილში ნანახი, სიზმარია თუ ზმანება?

– თუ ძილში ხედავთ ფერად სიზმარს მკვეთრი ფერებით და გარდაცვლილი ადამიანები გევლინებიან, რომელთა სახესა და სხეულს მკაფიოდ ხედავთ, ესე იგი, ეს სიზმარი კი არა, ზმანებაა; ხოლო, თუ ძილში შავ-თეთრ ფერებში ხედავთ მოვლენებს, ადამიანებიც მკაფიოდ არ აღიქმებიან და დილით გაღვიძებულს მისი გახსენება გიჭირთ, ესე იგი, თქვენ, უბრალოდ, სიზმარი ნახეთ. თუმცა, ზმანებასაც და სიზმარსაც ერთნაირი ყურადღება უნდა მიაქციოთ. საერთოდ, ისინი, ვინც შემოქმედებითი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, ხშირად ხედავენ სიზმარს, რომელიც შემოქმედებით მუშაობაში ეხმარებათ. არაერთი მეცნიერი აღიარებდა, რომ მათი ყველაზე დიდი გამოგონება სწორედ ძილში „მოვიდა“ და შემდეგ ის რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანეს. ასეთი მინიშნება ღამით ყველა ადამიანს მიეწოდება და, ამიტომ ვამბობ, რომ უმნიშვნელო დეტალსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. 

– უფროსებისგან გამიგია, რომ, როდესაც გარდაცვლილი გვესიზმრება, ეს ერთგვარი გაფრთხილებაა. ამიტომ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რას გვეუბნებიან და რაზე გვარიგებენ ისინი, რომ შესაძლო საფრთხეს თავი ავარიდოთ. ამაზე რას გვეტყვით?

– გააჩნია, როგორ გაქვთ დაცდილი გარდაცვლილის დასიზმრება, რამდენად მკაფიოდ ხედავთ მას, ან, გასაგებად გესმით თუ არა მისი საუბარი. თუ გარდაცვლილი მშობელი, დედმამიშვილი ან შვილი დაგესიზმრათ, მათ რჩევას ყური უნდა დაუგდოთ, რადგან ისინი აუცილებლად გაგაფრთხილებენ იმის შესახებ, რაც უახლოეს მომავალში გელით. მაგრამ, თუ ისინი თქვენ კი არა, სხვის სახელს ახსენებენ სიზმარში, მისთვის ხორციან კერძს ამზადებენ, სუფრას შლიან და მის ბინაში არიან, იმ ადამიანისთვის ეს ძალიან ცუდია; თქვენ კი მისი ცუდი მომავალი წინასწარ მოგაწოდათ გარდაცვლილმა ახლობელმა სიზმარში. ზოგადად, სიზმარი გაფრთხილებაა როგორც მომავალზე, ისე აწმყოზე. შესაძლოა, სიზმარი გაღვიძებისთანავე აგიხდეთ, ან, ერთი კვირის, ერთი თვის და ერთი წლის შემდეგაც კი. მაგალითად, თუ სიზმარში ხედავთ, რომ მღვრიე წყალში დგახართ, ეს ძალიან ცუდია და გაფრთხილებთ თქვენი მოსალოდნელი ავადმყოფობის შესახებ. თუ სიზმარში ხორცს ჭამთ, ესეც ძალიან ცუდია. მაგრამ, თუ თოვლში დგახართ ან კამკამა მდინარეში ბანაობთ, ეს ძალიან კარგია თქვენი მომავლისთვის. სიზმარში თოვლი ახალი, სასიამოვნო ამბის მომასწავებელია, კამკამა წყალი კი სიახლეა პირად ცხოვრებაში. ხშირად ადამიანები მომავალ საბედოსაც კი ხედავენ სიზმრად და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში, მას მართლაც ხვდებიან, მაგრამ, ამ მხრივ კონკრეტული დღეებია, როცა მსგავს სიზმარს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

– კერძოდ, რომელია ასეთი საყურადღებო დღეები?

– ასეთი საყურადღებო დღეებია: მთელი იანვარი, თებერვლის ბოლო კვირა, მაისის მეორე ნახევარი, დეკემბრის შუა რიცხვები – აი, სწორედ ეს დღეებია სიზმრის თვალსაზრისით გასათვალისწინებელი, რადგან, მართლაც დიდი შანსია, ნახოთ მომავალი მეუღლე თუ პარტნიორი. ასევე, თუ სიზმარში საკუთარ თავს შიშველს ნახავთ, ესეც ცუდის მაუწყებელია – ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან, არ არის გამორიცხული, ღალატის მსხვერპლი გახდეთ ან სასიყვარულო პარტნიორს სკანდალით დაშორდეთ. ასევე, ცუდია, როცა გარდაცვლილს ხედავთ და ის ძალიან კარგად გამოიყურება. ამ შემთხვევაში ამბობენ, ის იმქვეყნად ამქვეყნიდან ელოდება ახლობელსო; ხოლო, თუ გარდაცვლილი  ცუდად გამოიყურება სიზმარში, სანერვიულო არაფერია – უბრალოდ, ყური უგდეთ, რას გეუბნებათ ის და რაზე მიგანიშნებთ. შესაძლოა, სიზმარში ნანახმა პიროვნებამ პირდაპირ არ მიგანიშნოთ რამეზე, მაგრამ, იმის უნარი უნდა გქონდეთ, რომ, გაღვიძებულმა თავად გააანალიზოთ, რა იგულისხმებოდა  მისი სიტყვების მიღმა. სხვათა შორის, ძველად თითქმის ყველამ იცოდა სიზმრის ახსნა და დღისით ყოველთვის ითვალისწინებდნენ იმას, რასაც ღამით ნახავდნენ. ასევე, ასაკში შესული ადამიანებისგან ხშირად მსმენია ზმანების შესახებ, რომელმაც მათი სიცოცხლე იხსნა. 

– ასაკოვანი ადამიანები იმასაც ამბობენ, თუ სიზმარში შავი ფერის ფეხსაცმელი ნახე, რომელსაც გჩუქნიან ან იცვამ, აუცილებლად გათხოვდები ან ცოლს მოიყვანო. ესეც სიმართლეა?

– დიახ, ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში სასიკეთო ძვრები მოხდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, უნდა დააკვირდეთ, რა ფერის ფეხსაცმელს ხედავთ. თუ გასათხოვარი ქალი მამაკაცის შავ ფეხსაცმელს ნახავს, ოღონდ, საკუთარ სახლში, ესე იგი, მასთან უახლოეს მომავალში აუცილებლად მოვა ის პიროვნება, ვინც მისი მეუღლე გახდება.

– ბატონო გიორგი, ეზოთერიკოსებს თუ დავუჯერებთ, შესაძლებელია ადამიანის სულის მეორედ მოსვლა და მისი ბედისწერაც წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერება. ეს მოსაზრება რამდენად საგულისხმოა?

– გეტყვით, რომ ყველა ჩვენი აზრი სამყაროში ხარისხდება ცუდ და კარგ კატეგორიებად და იწერება ჩვენი ცხოვრების ფურცელზე. სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის ენერგეტიკული ველი ორმოცი დღის განმავლობაში რჩება დედამიწაზე, აგროვებს ინფორმაციას გარშემო მყოფი ახლობლების შესახებ და ამის შემდეგ ტოვებს დედამიწას. ამიტომ ამბობენ ეზოთერიკოსები, რომ სულის მეორედ მოსვლის შემდეგ ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერებაო. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა, იმის სამაგიეროს მიიღებს მეორედ მოსვლის დროს. სიკვდილის დროს ხდება ენერგეტიკული კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ყველა ჩვენგანის კოდი სამყაროსთანაა კავშირში, ანუ, სამყაროში ამ კოდით გვცნობენ. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი კოდი არსებობას განაგრძობს, მაგრამ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ვერ ვამჩნევთ.  ენერგეტიკული კოდი გარდასახვას იმქვეყნად გაცილებით ადრე იწყებს, ვიდრე ადამიანის გარდაცვალება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, ის, ფაქტობრივად, უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას და ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. სწორედ ეს იწვევს გარდაცვლილი ადამიანის ხილვას სიზმარში. ასე რომ, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, როგორი ტიპის სიზმარს ნახავთ, ვინ გესიზმრებათ და რაზე მიგანიშნებთ – ეს ერთგვარი მომავლის ხილვაა ძილში და ამის იგნორირება საკუთარი მომავლის უარყოფას ნიშნავს.

скачать dle 11.3