კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უნდა წავიდეს რისკზე ეჭვიანი ქმრის ცოლი

როდის არ უნდა წავიდეს რისეჭვთან ბრძოლა აუცილებელია, რადგან ეჭვი, მით უმეტეს, უსაფუძვლოდ აღმოცენებული, ჯანსაღი გრძნობა არ არის. სხვათა შორის, არ არსებობს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი იქნება ეჭვისგან – ჩვენ ის დაბადებიდანვე თან დაგვყვება, ოღონდ, ყველაში ერთნაირად არ იჩენს თავს; ამასთან, მას სჭირდება მაპროვოცირებელი ფაქტორებიც. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, ავად არიან ეჭვით და მათი პრობლემაც გაცილებით ღრმა და სერიოზულია. სამწუხაროდ, ეჭვი აზიანებს ყველაზე მყარ ურთიერთობასაც კი და აფუჭებს ისეთ რამეს, რისი გამოსწორებაც შემდგომში შეუძლებელი ხდება.კზე ეჭვიანი ქმრის ცოლი

ირინა (31 წლის): არ ვიცი, მაქვს თუ არა რაიმე შანსი იმისა, რომ ისევ ვიცხოვრებ ადამიანურად, თუმცა, უცხო თვალი ვერ შეამჩნევს იმას, რაც მე მჭირს. არავის ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას. როცა ვთხოვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ, ისეთი სიყვარული, როგორიც მე, უფრო სწორად – ჩვენ გვქონდა, არ ღირსებია არცერთ ადამიანს.

– ეს მარტო თქვენი განცდა იყო თუ იცოდით, რომ თქვენი მეუღლეც ამასვე გრძნობდა?

– არა, არ ყოფილა მარტო ჩემი განცდა, არ მომიტყუებია თავი ილუზიებით. ჩვენ ორივე ვლაპარაკობდით ამაზე, ერთმანეთს ვეტრაბახებოდით და ვახარბებდით ამ სიყვარულს. ხუთი წელი ვიყავით შეყვარებულები და ეს არ არის ცოტა დრო. ხუთ წელიწადში კი არა, ორ წელიწადში იყრება ცოლ-ქმარი, შორდებიან და ერთმანეთის მტრებად იქცევიან ხოლმე. ჩვენ კი ხუთი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოგვსვლია კონფლიქტი. ამიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩვენი გრძნობა და ურთიერთობა მარადიული იქნებოდა.

– ანუ, იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ერთმანეთს ხვდებოდით, საერთოდ არ შეგიმჩნევიათ ქმრისთვის ეჭვიანობა?

– არა. ვიცოდი, რომ მეტ-ნაკლებად ეჭვიანი ყველა ვართ, რომ სიყვარული ეჭვიანობის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ძალიან ვენდობოდით ერთმანეთს. ეს მაშინ მიხაროდა.

– ისიც გენდობოდათ...

– რა თქმა უნდა. პრინციპში, სულ ერთად ვიყავით. ვშორდებოდით ერთმანეთს მხოლოდ მაშინ, როცა სახლებში მივდიოდით. თუ ერთად არ ვიყავით, ყოველ ნახევარ საათში ვრეკავდით ერთმანეთთან და ორ სიტყვას ვამბობდით: „მიყვარხარ, მენატრები“! შეიძლება, გაგეცინოთ და იფიქროთ, რომ ასეთი უზომო გამოვლინება გრძნობისა ზედმეტია და ცოტათი უხერხულიც. გეთანხმებით, მაგრამ მაშინ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდით.  ვერც იმას ვიტყვი, რომ მაშინ გრძნობა ილუზია იყო და არა რეალური განცდა ან მდგომარეობა; სწორედაც რომ რეალური მდგომარეობა იყო! სამწუხაროდ, ჩვენ მისი შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, რაშიც მე საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ. სიყვარული არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩემი ქმრისთვის ბოლომდე გამეგო. მისმა ეჭვიანობამ, რომელმაც პრობლემები შემიქმნა, თავად ჩემს ქმარზეც ძალიან უარყოფითად იმოქმედა. საშიში გახდა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

– უცებ, სრულიად მოულოდნელად გახდა ეჭვიანი? მოწმენდილ ცაზე?

– არა, ასე ვერ ვიტყვი. ჩემი ბრალიც არის-მეთქი, ხომ გითხარით? მე დიდი ბედნიერება მეწვია. ისეთი სიყვარული გამომიგზავნა ღმერთმა, როგორზეც მხოლოდ ოცნებობენ. სამწუხაროდ, ვერ გავიაზრე პასუხისმგებლობა, რომელსაც ის მაკისრებდა და ახლა ნანგრევების შეკოწიწებას ვცდილობ.

– პასუხისმგებლობაში რას გულისხმობთ?

– იმას, რომ მეტი უნდა მემუშავა საკუთარ თავზე; ჩემი ქმარი უკეთესად უნდა გამეცნო და შემესწავლა და მაშინ აღარ დავუშვებდი საბედისწერო შეცდომას ქორწინების სამი წლის თავზე. არ შეიძლება, ყველას ერთი საზომით მიუდგე და ერთი რეცეპტით „უმკურნალო“ ყველაფერს. მე ავყევი მცდარ სტერეოტიპს, თუ რა დავარქვა იმას, რაც ბრძნულ რჩევად მივიღე...

– ვინმემ გირჩიათ რამე ისეთი, რასაც ცუდი შედეგი მოჰყვა?

– შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ, კონკრეტულ ადამიანს არ მოუცია რჩევა. მე მოვიქეცი სულელურად და არაადეკვატურად, რადგან, მეშინოდა, ჩემი დიდი სიყვარული არ დამეკარგა. დავიწყე ქექვა და რაღაც რჩევების ამოკითხვა – ფსიქოლოგების მოსაზრებებს ვეცნობოდი და ავყევი: სიყვარული რომ არ განელდეს და გაქრეს, მას მუდმივი კვება სჭირდება; არ შეიძლება, მოდუნდე, სულ ცოტა ეჭვი ურთიერთობისთვის ძალიან სასარგებლოაო... გადავწყვიტე და ეს იყო ყველაზე საშინელი, კოშმარული და უგუნური გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია, რომ ქმარს ჩემზე ეეჭვიანა. ის საერთოდ არ ეჭვიანობდა ჩემზე – არც შეყვარებულობის პერიოდში და არც მერე მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ცოტა შევფიქრიანდი. შავით თეთრზე, გარკვევით ეწერა, რომ შეუძლებელია სიყვარული ეჭვიანობის გარეშე. რად მინდოდა ეს ყველაფერი, რატომ ავიტეხე შარი? ვცხოვრობდი მშვიდად, მინიმალური პრობლემებით... აბსოლუტური ბედნიერება არ არსებობს და მე ეს ვიცოდი, თუმცა, მაინც ვფიქრობდი, რომ აბსოლუტურად ბედნიერი ვარ-მეთქი. ეჭვიანი არ ვარ, არაფერი მსგავსი არ შემინიშნავს საკუთარი თავისთვის და ამიტომაც დავფიქრდი – ეტყობა, რაღაც ისე არ არის-მეთქი. 

– ეს უკვე ეჭვია.

– ჰო, ახლა ვიცი, რომ ეჭვმა ამიტანა და სწორედ ამან ჩამადენინა სისულელე. რა მინდოდა, რას ვერჩოდი ჩემს ქმარს? მაგრამ, მართლა ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ეჭვიანი იქნებოდა. თურმე, უკეთესად იცოდა თავისი ამბავი და ყველა საშუალებით ჰქონდა თავისი ხასიათის ეს მიმართულება დათრგუნული,  მე კი პროვოცირება მოვახდინე და გავუღვიძე. სულელური და წამგებიანი თამაში წამოვიწყე. მინდოდა, ქმარი შემენარჩუნებინა, სინამდვილეში კი რა გავაკეთე? – უარესობისკენ შევცვალე ის.

– მეუღლე შეცვალეთ უარესობისკენ?

– რა თქმა უნდა. ის ახლა სხვა კაცია და ეს მარტო ჩემთან ურთიერთობაში არ გამოიხატება. ძალიან ბევრ რამეში შეიცვალა, ბევრ რამეშიც ეშლება ხელი და ამის მიზეზი მე ვარ, სამწუხაროდ...

– მაინც, რა მოიმოქმედეთ ასეთი?

– ბავშვური სისულელე – უნიჭოდ ვითამაშე სპექტაკლი. ვითომ ვიღაცას მოვეწონე და ჩემდამი ყურადღებას იჩენდა. იყო ერთი მამაკაცი, რომელიც... ვერ ვიტყვი, რომ ირეოდა ჩემზე, მაგრამ, რაღაც ელემენტარულ სიმპათიებს ავლენდა და ეს გამოვიყენე. მე გავააქტიურე – ვუღიმოდი, თვალებით ვეფლირტავებოდი... გადავრიე ადამიანი და, ეტყობა, იფიქრა, ამ ქალს აშკარად მოვწონვარო... კაცებს ხომ ჭკუა არა აქვთ – მაგათ ერთი გაუღიმე და ყველაფრისთვის მზად არიან... ამიკლო რეკვით და მესიჯებით. ჩემი ქმარი არ აქცევდა ყურადღებას ჩემი მობილურის წკრიალს. ცოტათი გავღიზიანდი. ასე უნდა-მეთქი?! ჰოდა, მორიგი მესიჯი რომ მომივიდა, ჩემი მეუღლის გვერდით მჯდარი, უცებ წამოვხტი, ტუალეტში გავიქეცი და კარი შიგნიდან ჩავკეტე. ეს იყო „ასაფეთქებელი მოწყობილობა“, რომელიც „ამუშავდა“... როცა გამოვედი, ჩემს ქმარს თვალები უელავდა და ისე მიყურებდა, ცოტა თითქოს შემეშინდა. მაინც ვერ ვიფიქრე, რომ ჩემი ეს „თამაში“ ასეთ სერიოზულ სახეს მიიღებდა. მეცა, მობილური გამომგლიჯა და მესიჯების კითხვა დაიწყო. მერე, სულ რომ არ ველოდი, მობილური კედელს მიანარცხა და ისეთი სიტყვებით დაიწყო გინება, მისგან კი არა, საერთოდ არავისგან რომ არ მქონდა გაგონილი. გავშეშდი. შიშმა გამყინა და სუნთქვა შემიკრა. სახეც კი შეეცვალა. ასეთი არასოდეს მინახავს – მკვლელის გამომეტყველება ჰქონდა. თურმე, ერთ ნაბიჯზეც არ ყოფილხარ სანდო, აი, თურმე, რითი ხარ დაკავებულიო... 

ახლა საშინელ რეჟიმში ვცხოვრობ. ცეცხლი, რომელიც ჩემი სისულელით გავაჩაღე, საშიში ხდება ყველასთვის. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა უარესობისკენ. ახლა ყველაფრის მეშინია, გვერდზე გახედვისაც კი. საუბარი აღარ არის მესიჯებზე და სატელეფონო საუბრებზე. რატომ უკეთესად არ გავიცანი ჩემი ქმარი ან ასეთ რისკზე როგორ წავედი?! რა უნდა ვქნა, როგორ უნდა გამოვასწორო სიტუაცია, რანაირად მოვახერხებ, რომ ქმარში გაღვიძებული ეჭვები ჩაცხრეს? ამას უკვე ვეღარ შევძლებ. სულ შეცვლილია, მთლიანად... სხვა კაცის გვერდით ვცხოვრობ, რომლისაც მეშინია. ნებისმიერ წუთს ნებისმიერ ცუდ სიურპრიზს უნდა ველოდე მისგან...

скачать dle 11.3