კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ვერ გამოდიოდა გიორგი ხაჭაპურიძე მოსკოვში სახლიდან ორი კვირის განმავლობაში და დათანხმდება თუ არა ის ფოტოაპარატის წინ გაშიშვლებაზე

გიორგი ხაჭაპურიძის სახელი შეიძლება ბევრს არ გეცნობათ, თუმცა, ბოლო პერიოდია, პრესა მის წარმატებასა და, შეიძლება ითქვას, უიღბლობაზე აქტიურად წერს. ის ორი წლის განმავლობაში  იმყოფებოდა მოსკოვში და ამ მცირე დროში თავის დამკვიდრება ნამდვილად არ გასჭირვებია. დამწყებმა დიზაინერმა თავისი ესკიზებით დიმა ბილანი შემოსა. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა გიორგის კარიერა, რომ არა ერთი ბიზნესმენი, რომლის „წყალობითაც” მას მოსკოვის დატოვება მოუწია.  გიორგიმაც ამ თემით ისურვა ინტერვიუს დაწყება: კარალევაში ჩემს მეგობართან, ნანუკა მაისურაძესთან ვცხოვრობდი, ისიც დიზაინერია. ჩვენი სამკერვალო გავხსენით და ქართული საღამო მოვაწყვეთ ქართულ რესტორანში. მაშინ პირველად ვნახე ეს ადამიანი. იმ პერიოდში, დიმა ბილანის ესკიზებთან დაკავშირებით, საქართველოში ჩემზე ბევრს წერდნენ. ჩემმა მეგობარმა გამაცნო ეს პიროვნება და უთხრა, რომ სულ არაფრისგან მოსკოვში წარმატებას მივაღწიე. მასაც გაუხარდა და დაინტერესდა. თურმე, ის ეძებდა, რა შეიძლებოდა, ჩემგან გაეკეთებინა.  რომ შევზარხოშდით, მოვიდა და მითხრა, თუ რუსეთის მოქალაქე გავხდებოდი, საცხოვრებლით უზრუნველმყოფდა და ბიზნესის განვითარებაში მომეხმარებოდა. თავად რუსეთის მოქალაქეა და „მოსკოვურ თბილისობაზეც“  მშვენივრად ჩანდა. 

– ამ ყველაფერს რის სანაცვლოდ გთავაზობდა?

– არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ბოლომდე არ მომისმენია. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი რომ ვუთხარი, გაბრაზდა. იმ მიწა-წყალზე, სადაც ცოცხალი წმინდანი, ჩვენი პატრიარქი დააბიჯებს, უარს როგორ ვიტყოდი. აქედან დაიწყო ჩვენ შორის უთანხმოება. ეს მოხდა რესტორანში. ნანუკამ მითხრა, რომ უნდა გავსულიყავი. გამაპარეს რესტორნის უკანა კარიდან. ორი კვირის განმავლობაში ჩემი სახლის წინ მუდმივად იდგა მანქანა, აივანზეც კი ვერ გავდიოდი.  ბოლოს, ნანუკამ დაიჭირა მომენტი, მანქანა წასული რომ იყო და მეც გამოვედი. ამ დროის განმავლობაში ჩემოდნები ჩალაგებული მქონდა და ველოდებოდი მომენტს, როდესაც ეს მანქანა წავიდოდა. როგორც იქნა, გადავედი მეორე მეგობრის სახლში – არ მინდოდა, ახლად დაწყებული საქმიანობა მიმეტოვებინა და წამოვსულიყავი საქართველოში. მაშინ, ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება, რამდენჯერაც არ უნდა გამოიცვალო მისამართი, მაინც გიპოვიო. აეროპორტიდანაც ვერ გავფრინდებოდი. გაჩერება აღარ ღირდა, ტაქსით, ჩუმად გადმოვედი ბელორუსიაში და იქიდან გადმოვფრინდი საქართველოში. აქამდე რომ საღსალამათი ჩამოვედი, ცოტა მიკვირს.

– რატომ გადაწყვიტე რუსეთში წასვლა?

– წავედი როგორც ტურისტი. ხუთი წელი თავდაცვაში  ვმუშაობდი, საკმაოდ დიდი ბრიგადის უმცროსი ლეიტენანტი ვიყავი. მაინტერესებდა ქვეყანა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგინებდი. პოლიტიკური მდგომარეობა ვიცოდი, მაგრამ, ხალხის გაცნობა მინდოდა. შემთხვევით გავიცანი ნანუკა და დავიწყეთ ერთად მუშაობა. ბავშვობიდან ვხატავდი, მთელი ოჯახი ხატავს ჩემთან, პროფესიით დიზაინერი ვარ, მაგრამ, ამ კუთხით არასდროს მიმუშავია.

– ორი წელი ცხოვრობდი რუსეთში და, ალბათ, ნეგატივის გარდა, კარგიც იქნებოდა...

– ბევრი რამ იყო კარგი: დავუმეგობრდი იქაურებს, ქართველი მეგობრებიც შევიძინე. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, იყო რუსების საუბარი – არ არსებობს, ვინმეს „შენობით” მიმართონ, ყველას „თქვენობით” ესაუბრებიან – ამას არ ველოდი. 

– დიმა ბილანთან როგორ აღმოჩნდა შენი ესკიზები?

– ესკიზები ყოველთვის ჩანთით დამაქვს. ნანუკამ მითხრა, რომ დამეტოვებინა რამდენიმე ესკიზი, თავად კი ქალაქის დასათვალიერებლად წავედი. მაშინ მოხვდა დიმა ბილანის იმიჯმეიკერებთან ჩემი ესკიზები.  უთქვამთ, სამი ესკიზი მოგვეცით და კოსტიუმებს თავად შევუკერავთო. ეს ამბავი რომ გავიგე, მეც უარი არ მითქვამს. მზა კოსტიუმები ვნახე და ძალიან მომეწონა, კარგი ხარისხის მატერიისგანაა შეკერილი. თანხა არ ამიღია – შემომთავაზეს, მაგრამ, უარი ვუთხარი. შემდეგ ფული გამომიგზავნეს და უკანვე დავუბრუნე. როგორც ნანუკამ მითხრა, 15 000 დოლარი იყო.

– რატომ  დააბრუნე თანხა?

– არ მინდოდა, ამეღო. ამ ეტაპზე ვაჩუქე. აი, მეორედ რომ მომცემს შეკვეთას, შემდეგ გადავახდევინებ ფულს (იცინის).

– თანხა რომ დააბრუნე, რა პასუხი გაგცეს?

– არაფერი, გაუკვირდათ. 

– „ფეისბუქზე“  შენი ფოტოები ვნახე. მოდელი ხარ?

– არა, არ ვარ. მოდელს  სხვა პარამეტრები სჭირდება.  ჩემი ფოტოები სკანდალურად ჩათვალეს, თუმცა, არა მგონია, მასში რამე სენსაციური იყოს – ტრუსიანი ბიჭი ვის არ უნახავს. თუ საჭირო იქნება, გავიხდი კიდეც (იცინის).

– ანუ, შემოთავაზება რომ მიიღო ფოტოგრაფისგან, გაიხდი?

– კი, რა პრობლემაა. არ ყოფილა დღემდე შემოთავაზება, თორემ, გავიხდიდი. შიშველი მამაკაცი მგონი არავის უკვირს.

– იანვარში მამაკაცების „ვიქტორია სეკრეტისეული“ ჩვენების გამართვას გეგმავდი. იყო უკვე?

– არა, არ ჩატარებულა, სამომავლოდ გადაიდო. სასულიერო პირმა დამირეკა და მთხოვა, რომ არ გამეკეთებინა.

– ანუ, საცვლებში, ქუსლიანი ფეხსაცმელებით ბიჭებს აღარ გამოიყვან?

– კი, მაგრამ, ცოტა მოგვიანებით, რაღაც ცვლილებები შემაქვს ჯერ. დაახლოებით ვიცი, როგორი ესკიზები იქნება. ცოტა სახეშეცვლილი იქნება ჩვენება.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– არ მყავს შეყვარებული, არც არავინ მომწონს. მოკლედ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. 

– წარსულშიც არაფერი იყო მნიშვნელოვანი?

– კი, როგორ არა. მყავდა საცოლე, რომელსაც დავშორდი და რამდენიმე დღის წინ გათხოვდა (იცინის). გულით ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ.

– ასე რატომ დამთავრდა თქვენი „ლავ სთორი“?

– სიმართლე გითხრა, არც მე ვიცი, რა მოხდა. ერთი წელი ვიყავით ერთად. ძალიან კარგი გოგოა. უბრალოდ, ერთ დღესაც, გაიღვიძა და მიხვდა, რომ აღარ ვუყვარდი. ჩვენი ურთიერთობა ჩემს გამგზავრებამდე დასრულდა. 

скачать dle 11.3