კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ბიძაშვილმა მეზობელთან გააფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც იკისრა ვალდებულება, უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ ერჩინა ის. ბიძაშვილი გარდაიცვალა, მას დარჩა ორი კანონისმიერი მემკვიდრე, რომლებიც უარს აცხადებენ რჩენის ვალდებულებაზე. რამდენად სწორია ეს?

პასუხი:  როგორც კითხვა გავიგე, თქვენი ბიძაშვილია მარჩენალი პირი, რომელიც გარდაიცვალა და დარჩა მემკვიდრეები, რომლებიც თავის მხრივ, უარს აცხადებენ რჩენის ვალდებულების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მარჩენალის გარდაცვალებისას რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ეს ქონება უბრუნდება სარჩენს და ამ დროს ხელშეკრულება წყდება. კანონი კატეგორიულად არ ავალდებულებს მემკვიდრეებს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ უზრუნველყონ მამკვიდრებლის ვალდებულებების შესრულება სარჩენი პირის მიმართ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შეწყდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და სარჩენ პირს დაუბრუნდება მარჩენალისთვის გადაცემული ქონება.

კითხვა: შეუძლია თუ არა მოქმედმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ შეცვალოს მუშაობის პროფილი, მაგალითად: კერავდა ტანსაცმელს და დაიწყოს მშენებლობა, თუ ახალი შპს-ს გახსნაა საჭირო?

პასუხი: ზოგადად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებით, შესაბამისად, თუ საზოგადოების წესდებაში მითითებულია, რომ კომპანიას შეუძლია, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც აკრძალული არ არის კანონით, მას უფლება აქვს, ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა განახორციელოს წესდებაში ცვლილების შეტანის გარეშე. თუ მსგავსი მითითება წესდებაში არაა, მაშინ პროფილის შეცლისთვის აუცილებელია, არა ახალი შპს-ს გახსნა, არამედ წესდებაში კანონით გათვალისწინებული წესით ცვლილების შეტანა.

კითხვა: თუ კანონით განსაზღვრული არ არის ვადა, დროის რა პერიოდში უნდა განხორციელდეს გადასახადის გადახდა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

კითხვა: ნათესავი გარდამეცვალა. სამკვიდროს მიღება მოითხოვეს შვილმა პირველი ქორწინებიდან და მეუღლემ მეორე ქორწინებიდან. შვილი აცხადებს, რომ მამამისმა 5 წლის წინ შეწყვიტა ქორწინება თავის მეუღლესთან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მეუღლემ კი განაცხადა, რომ მოდავის დედასთან ქორწინება საერთოდ ბათილადაა ცნობილი, როგორ უნდა გადაწყდეს დავა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება, მემკვიდრეები იყვნენ ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, თუ მართლაც დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაცვალების დროს არ იმყოფებოდა კანონიერ ქორწინებაში, მოცემულ შემთხვევაში, ერთადერთ მემკვიდრედ ჩაითვლება შვილი, თუნდაც მის დედასთან ქორწინება ბათილად იყოს ცნობილი.

скачать dle 11.3