კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ძალიან მტკივნეული...

 

შეიძლება, ეს სულაც არ ხდება მართებულად და სამართლიანად, მაგრამ, ჩვენი საყვარელი ადამიანების განაწყენება საკმაოდ ძვირად გვიჯდება ხოლმე. საქმე ისაა, რომ სულაც არ გვინდა, გული ვატკინოთ იმას, ვინც ძვირფასია და ახლობელია, მაგრამ ეს თავისით, ბუნებრივად ხდება, ხშირად – ჩვენგან დამოუკიდებლად. ფიზიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ, როცა რაღაც გვწყინს, იმატებს არტერიული წნევა, სისხლში კი სტრესის ჰორმონი; გვაწუხებს უძილობა და ირღვევა საჭმლის მონელების სისტემის ფუნქციონირების რიტმი.

რაც შეეხება ნეგატიურ ფიქრებს, რომელთა აბსოლუტურ ტყვეობაშიც ვექცევით, მათგან თავის დაღწევაც არანაკლებ რთულია. ისინი ნორმალურ ცხოვრებაში გვიშლიან ხელს და სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ჩვენს შრომის ნაყოფიერებას.

გაგეცინებათ, მაგრამ, რაც მალე აპატიებთ მას, ვინც გაწყენინათ, მით მალე იგრძნობთ შვებას თავადაც, აღიდგენთ სულიერ წონასწორობას და დაიცავთ საკუთარ ჯანმრთელობას. მიუხედავად იმ მოტივისა, რა ამოძრავებდა ადამიანს, რომელმაც ასე გატკინა გული, საჭიროა, საღად ავწონ-დავწონოთ შექმნილი მდგომარეობა და ისევ და ისევ საკუთარი თავის სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღოთ. რატომ გტკენთ გულს ადამიანი, რომელსაც თითქოსდა უყვარხართ? შეიძლება, ეს იყოს არასწორი აღზრდის შედეგი. ის ვერც მიხვდება, ისე გადააბიჯებს „წითელ ხაზს“ და მტკივნეულად შემოიჭრება თქვენს პირად სივრცეში.

ზოგჯერ ბავშვურად ვიქცევით და ვერ ვაანალიზებთ ნათქვამი სიტყვის ან ჩადენილი ქმედების შედეგებს. გასაგებია, რომ გული ძალიან, ძალიან გტკივათ, მაგრამ, იფიქრეთ იმაზე, რომ არც ის არის უკეთეს დღეში და მაშინ პატიებაც გაგიადვილდებათ...

 

დაპროგრამებული სასწაული

 

დაიჯერე შენი ოცნების შესრულების და ის აუცილებლად ახდება! – ეს ფრაზა საფუძველს მოკლებული არ არის. ვინც რომანტიკული და ბუნებით ოპტიმისტია, ის ახალი წლის ღამეს აუცილებლად ჩაიფიქრებს სურვილს, თუმცა, მათგან ყველამ როდი იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს სურვილი შეუსრულდეს. ალბათობა იმისა, რომ ოცნება თუ ნატვრა ხორცს შეისხამს, ძალიან დიდია. თუ გამოუსწორებელი სკეპტიკოსი ხართ და საერთოდ არაფრის გჯერათ, მაშინ, სურვილის ჩაფიქრებაც აზრს კარგავს. რადგან, თუ საკუთარი თავი სასწაულზე არ დააპროგრამე, ის არასდროს მოხდება. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა ის, რომ ფიქრები და სიტყვები მატერიალისტურია. რაც უფრო ხშირად ვილაპარაკებთ (თუნდაც ფიქრებში) ჩვენს ოცნებაზე, მით მეტი შანსია, ის ახდეს. მთავარია, ფიქრშიც და ლაპარაკშიც რწმენა იგრძნობოდეს. ჩვენ თავად ვაკეთებთ ჩვენი ხვალინდელი დღის დაპროგრამებას – ტვინს ვაძლევთ საჭირო დავალებას და, თუ ის სწორი მიმართულებით იმუშავებს, სასურველ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.

მთავარი პირობაა – უნდა ჩაიფიქროთ, ოღონდ, ზუსტად ის, რაც მართლა ძალიან გინდათ; და, კიდევ: გეშინოდეთ თქვენი ნეგატიური ფიქრებისა და წინასწარგანწყობის – ისინიც შეიძლება ახდეს. არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც ბევრ პრობლემას შეგიქმნით. შეეცადეთ, იფიქროთ და განეწყოთ მხოლოდ პოზიტიურად. თუ რაღაც არ გამოვა, უბრალოდ, გადაშალეთ ფურცელი და დაიწყეთ ყველაფერი თავიდან...

 

ითხოვე პატიება!

 

შეცდომა ყველას მოსდის... შეუძლებელია, ურთიერთობა შეცდომების გარეშე. უპირველესად, უნდა ვისწავლოთ პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა. ზოგჯერ უაზრო სიჯიუტე საყვარელ ადამიანებს გვაკარგვინებს.

* ითხოვეთ პატიება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტად გრძნობთ საკუთარ დანაშაულს. არ გააკეთოთ ეს იმიტომ, რომ მისი დაკარგვის გეშინიათ – ასეთი საქციელი ამცირებს თქვენს პიროვნებას და დაუსჯელობის სინდრომს უჩენს თქვენს პარტნიორს.

* ბოდიშის მოხდას შესაფერისი მომენტი უნდა შეურჩიოთ. როგორც კი ენაზე მოგადგებათ ან, როცა მიხვდებით, რომ სიტუაცია დაგეძაბათ, მაშინვე ნუ წამოისვრით – მაპატიეო. თუ ხედავთ, რომ ის, ვისაც აწყენინეთ, ცუდ გუნებაზეა, ნუ ეცდებით, დაელაპარაკოთ და უარესად გააღიზიანოთ. ადროვეთ, „გაცივდეს” ემოციები და ბოდიში მერე მოუხადეთ.

* ვერ უხდით ბოდიშს და დალაპარაკებაც კი გიჭირთ მასთან? ვერ პოულობთ საჭირო სიტყვებს? მაშინ, მესიჯი მისწერეთ – თუ მაშინვე არ შემოირიგებთ, ყინულს ცოტათი მაინც გაალღობთ.

* პატიება ითხოვეთ და არა მოითხოვოთ. ნუ ეცდებით, ადამიანს მომენტალურად შეაცვლევინოთ აზრი და მაშინვე გაპატიოთ. თუ აწყენინეთ, ბუნებრივია, რომ მაშინვე არ მოუბრუნდება გული; შეიძლება, რამდენიმე მცდელობაც კი დაგჭირდეთ.

* არ ითხოვოთ პატიება იმ შემთხვევაში, თუკი უსიამოვნება თქვენგან დამოუკიდებლად მოხდება. არც დაუსრულებელი თავის მართლებაა საჭირო მაშინ, როცა რაღაც შემთხვევა ორივეს დაგაზარალებთ.

 

არავის ვაწყენინოთ

 

არ არსებობს ნორმალური ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, რომ გარკვეული ვალდებულებები ეკისრება გარშემო მყოფების მიმართ. გვინდა-არგვინდა, თითქმის სულ თან გვდევს ფიქრი იმაზე, რომ არავის ვაწყენინოთ. ისინი ჩვენგან ყურადღებას, სითბოს, მზრუნველობას ელიან. ზოგჯერ გვინდა, გვქონდეს განსაკუთრებული, ორიგინალური დღე, ყველაფრისგან თავისუფალი, მხოლოდ ჩვენი და ჩვენს სურვილებზე ეგოისტურად მორგებული. მაგრამ, ხშირად ვახერხებთ ამას?! – თითქმის ვერასდროს, რადგან, ისევ და ისევ ხელს გვიშლის განცდა იმისა, რომ, შეიძლება, ვიღაცას ვაწყენინოთ...

დღესასწაულიც ამიტომ არის კარგიც და ცუდიც. როცა ვექცევით ტრადიციების ტყვეობაში, ძირითადად ვმოქმედებთ სხვათა კარნახითა და მითითებებით. სამწუხაროდ, არ ვართ თავისუფლები, როცა გვაქვს პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანების მიმართ და ამას ვერ შევცვლით, მაგრამ, შეგვიძლია, შევცვალოთ მიდგომები – ზოგჯერ მათაც რომ გაგვიგონ და მოგვცენ საშუალება, ერთი დღე მაინც გავატაროთ ისე, როგორც თავად გვსურს... აუცილებელია, ვმართოთ დროც, ანუ, ვისწავლოთ მისი ისე განაწილება, რომ ცოტა საკუთარი თავისთვისაც მოვიტოვოთ. მსუბუქი შანტაჟით სარგებლის მიღებაც არ არის ცუდი, მაგრამ, უნდა იცოდეთ, როგორ გააკეთოთ ეს, რომ აგრესიულ შანტაჟისტად არ ჩამოყალიბდეთ. მოკლედ, ჭეშმარიტება მარტივია – როცა დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ არავის აწყენინოთ, ნუ დაგავიწყდებათ, „არავინში“ საკუთარი თავიც იგულისხმოთ.

 

მინდა და მოხდება!

 

ახალი წელიწადი დაიწყო! უსურვეთ საკუთარ თავს ყველაფერი საუკეთესო და, რაც მთავარია, ის, რისი ხორცშესხმაც გინდათ ამ თორმეტი თვის განმავლობაში. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ნატვრა აუცილებლად აგისრულდებათ.

უპირველესად, ხშირად გაიმეორეთ:  „ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა.” ასევე, მთავარია, თქვენი სურვილი ზედმიწევნით ზუსტად გქონდეთ ჩამოყალიბებული. ჭკვიანი ადამიანები თავის სურვილებსა და ნატვრებს ჩაიწერენ ხოლმე და ეტაპობრივად მიჰყვებიან... მიზნების ჩამოყალიბებაც უნდა ისწავლოთ, მაგალითად – „ორი თვის შემდეგ მე ამ პროექტს განვახორციელებ!,“ ან – „ნახევარ წელიწადში გავთხოვდები“... მოკლედ, ხვდებით, რაზეა საუბარი...

ელაპარაკეთ საკუთარ თავს მტკიცებით ფორმაში. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება მაშინ, როცა კონკრეტული ნატვრა აგიხდებათ და მიზანიც შეგისრულდებათ – ამგვარად შექმნით „მატრიცას“, რაც მერე ხორცს შეისხამს.

იყავით გაბედული ოცნებებში, არავითარი ეჭვი და ყოყმანი! ჯერ თავად უნდა დაიჯეროთ, რომ, რაც გინდათ, ის აუცილებლად მოხდება და, მაშინ მართლაც მოხდება ის, რასაც ნატრობდით და ელოდით...

გახსოვდეთ: თქვენი ნატვრა თუ მიზანი კეთილი უნდა იყოს და არა სხვა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული და, მაშინ, რაც მართლა გინდათ, ის აუცილებლად მოხდება!

скачать dle 11.3