კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯვარსაფსკვნელები

„დავაქორწინეთ, მააშ!!!“

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ჩვენ, შესაძლოა, ითქვას, ვარსკვლავებს ვეთამაშებით: იქით – აშშ-ის სრატეგიული პარტნიორი ვართ, აქეთ – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ვაჯახეთ რატიფიკაცია; ამ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, იფიქრა რა, თხა თხაზე ნაკლებიო და, იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ მზის ქვეშ ხეირიანად გამარჯობასაც თითქმის არავინ ეუბნება, გვაცნობა, რომ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის „დუმა“ 23 იანვარს დასწერს ჯვარს.

ზემოხსენებული შეთანხმება თხის წელიწადის პირველი მერცხალი იქნება, რადგან „ამა წლის 22 იანვარს დსთ-ის საკითხთა კომიტეტი აპირებს შეთანხმების განხილვას წელს თავის პირველ საკომიტეტო სხდომაზე.“

რუსი „დუმელები“ უბნობენ, რომ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. მეტიც, თურმე, „რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებამ ხელი უნდა შეუწყოს, ასევე, აფხაზეთში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, სადაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ისვენებს (ანუ, როგორც ერთ რუსულ კლასიკურ ფილმიშია: მხოლოდაღიარებულში „ნაროდ დლია რაზვრატა სობრან“ – .“

ასეა თუ ისე, აშკარაა, ამ ჩვენს ოკუპანტ რფ-ს ისეთი გარღვევა აქვს დეფიციტში, ანუ საგარეო ურთიერთობებში, რომ აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაცია გაიჩინა საქმედ (რაც, ძირითადად, ჩვენთვის ნიშნის მოგებაზეა ორიენტირებული). ჯინაზე მოქმედების ტემპი და შემართება კი გვაფიქრებინებს, რომ არც ისაა გამორიცხული, მალე რაულსა (დაბადებით – ხაჯიმბას) და დმიტრის (დაბადებით – მედვედევს) ჯვარიც უფსკვნან, პათოსით: დავაქორწინეთ, მააშ!!!

P. S. პირადად მე პრ. პუტინის ამ საქმეში ჩართვას გამოვრიცხავ, რადგან მის გულის მურაზ ქ-ნ კაბაევასთან ამ ჩვენი სეპარატისტი რაულის კონკურენციის შანსები ნულს ქვემოთაა. – 

скачать dle 11.3