კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩემი მუზების მასაზრდოებლები

ანუ ბროწეულის ოყნები

თუკი აქამომდე ჩემი ანცი მუზების საზრდო რუსული „ელ დე პე ერი“ იყო, ვინაიდან, სწორედ ამ პარტიის წევრთა თავში მომწიფებული იდეები მაცოცხლებდა, მათ რიგებს აწ უკვე „ედინაია როსიაც“ მიუერთდა. სახელდობრ, ძველით ახალ წელს ამ ჩვენი მეზობელი რუსეთის „დუმაში“ „ელდეპეერელმა,“ ვინმე მიხაილ დეგტიარევმა და „ედინაია როსიელმა,“ ვინმე ანდრეი კრასოვმა, კანონპროექტი შეიტანეს, რათა დაწესდეს რუსეთის საბრძოლო დიდების კიდევ ერთი დღე – არც მეტი, არც ნაკლები, 1812  წლის ომის დასრულებისა და პარიზის აღებისადმი მიძღვნილი. 

ამ ახალი დღესასწაულის აღნიშვნისთვის ინიციატორებმა 31 მარტი შეარჩიეს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი ნათქვამია, რომ ახალი საბრძოლო დიდების დღის დაწესება განპირობებულია იმ აუცილებლობით, რომ, დროა, დიდ რუსეთში აღორძინდეს ისტორიული ტრადიცია – 1812 წლის ომში გამარჯვების ზეიმი, რათა სულ ახსოვდეთ, თუ როგორ ვერაგულად შეიჭრა საზიზღარი ნაპოლეონ ბონაპარტი რუსეთის იმპერიაში (ანუ, ბროწეულის ოყნების აუცილებლობა აშკარაა).

თუმცა, საბოლოოდ, გაირკვა, რომ რფ-ის მთავრობაში აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერენ, მოტივით – ეს დამატებით ხარჯებს მოითხოვსო და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი უთქვამთ – ეს არაკორექტულიცაა და არც ისტორიულ ფაქტებს შეესაბამებაო.

თუ გავიხსენებთ, რომ „ელ დე პე ერი“ კრემლის რუპორია, „ედინაია როსია“ კი, საერთოდაც – მმართველი პარტია, უნდა ვივარაუდოთ, რომ რფ-მ საფრანგეთი შეახურა, მოტივით – შენ რომ ჩემთვის „მისტრალი“ არ მოგიტანიაო?! – 

скачать dle 11.3