კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მოკვდი მტერო, იხარე ჭერო“!

„თუ სიკვდილი არ გინდოდა, ბურუნდიში რა გინდოდა“?!

ბურუნდი, ოფიციალურად კი – რესპუბლიკა ბურუნდი – აფრიკის კონტინენტზეა. აღმოსავლეთ აფრიკის არცთუ დიდ ფართობზე 8 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა ამ ცოდვილ მზისქვეშეთში.

შესაძლოა, ცხოვრება ისე გაგვევლო, რომ ბურუნდი არც არასდროს მოხვედრილიყო ჩვენი მახვილი მზერის ქვეშ, რომ არა ერთი „მაგრამ:” გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ მოსკოვი ბურუნდისთან ფრიად მჭიდრო ურთიერთობასა და რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლებიც „ხელს შეუწყობს ამ ორი ქვეყნის ხალხების ინტერესების განხორციელებას.“

ამ მიზნით, ნომერ პირველი რფ-ელი დიპლომატი თავის ბურუნდიელ კოლეგას, ლორან კავაკურეს შეხვდა (რფ-ის გულში!), რომელსაც, თავის მხრივ, აღუნიშნავს: „ვაფასებთ ჩვენი ურთიერთობის ტრადიციულ მეგობრულ ხასიათს და რუსეთსა და ბურუნდის შორის თანამშრომლობას მეტად პერსპექტიულად მივიჩნევთ (მოკვდი მტერო, იხარე რუსულ-ბურუნდიულო ჭერო!).“

ბ-ნმა კავაკურემ მხურვალე მადლობა გადაუხადა მთელ რუს ხალხს და პირადად ბ-ნ ლავროვს, რამეთუ ეს უკანასკნელი მუხლჩაუხრელად იღვწის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის მტკიცე თოკების გასაბმელად. იქვე თავისი ბურუნდიელი პრეზიდენტის მხურვალე მისალმებაც გადასცა.

ჩვენ არ ვიცით, რა დაჰკარგვიათ აფრიკის უდაბნოში ამ ჩვენს ოკუპანტებს, თუმცა სავარაუდოა, რომ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიასთვის“ კიდევ ერთ ამღიარებელს ეძებენ (ბურუნდი გაეროს წევრია), თუმცა, თუ გავითვლისწინებთ, რომ ბურუნდის მოსახლეობა რვა მილიონს აჭარბებს (მიუხედავად თავისი სიღარიბისა), მათი აღიარების ყიდვა ჩვენს ოკუპანტებს არც ისე იაფი დაუჯდებათ, როგორც ნაურუსი. ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ამისთვის ხელის შეშლას ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორიც ეცდება (არაღიარების სანაცვლოდ, ბურუნდის, შესაძლოა, რფ-ის მიერ შეთავაზებულზე მეტი შეაძლიონ), ჩვენ, ფაქტობრივად, მეცენატები გამოვდივართ (რომ არა ჩვენი ტერიტორიული რღვევა, ბურუნდი ვის გაახსენდებოდა?!)  – 

скачать dle 11.3