კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული კომპანია S-Cad Group Georgia დასაქმების მსურველებს

აირჩიე ახალი პროფესია და დასაქმდი ჩვენთან!

ქართულ-ამერიკული კომპანია S-Cad Group Georgia თბილისში  სამი  წელია,  ფუნქციონირებს.  მისი დამფუძნებელია ქართველი ამერიკელი მიშა  ცინაძე, რომელსაც  საინტერესო ემიგრანტული ისტორია აქვს.  ის  90-იან წლებში  წავიდა ამერიკაში, სადაც რამდენიმე წელიწადში საინჟინრო-დიზაინერული კომპანიის ბოსი გახდა. წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა მიშა ცინაძემ, ამერიკაში წარმატებული ბიზნესის ქართულ რეალობასთან შერწყმით, თბილისში მაღალი სტანდარტების კომპანია დააფუძნა, სადაც დასაქმების მსურველებს საინტერესო და  მაღალანაზღაურებად პროექტებს სთავაზობს.   

– ბატონო მიშა, ამერიკაში წარმატებული ბიზნესის  მფლობელმა, რატომ გადაწყვიტეთ  საქართველოში გადმოსვლა და თქვენი საქმიანობის აქ გაგრძელება?

– ამერიკაში 90-იან წლებში წავედი, მაშინ თბილისში ძალიან რთული პერიოდი იყო. ემიგრანტის ხვედრი იოლი არსადაა, მეც საკმაოდ რთული გზა გავიარე. თუმცა, გავიდა წლები და  ბევრი შრომისა და წინააღმდეგობების გადალახვის ფასად, შევძელი, გამეკეთებინა საკუთარი წარმატებული კომპანია. თბილისში პირველად 14 წლის შემდეგ დავბრუნდი, როდესაც ვნახე, რომ საქართველოში ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და ადამიანების მთავარი საზრუნავი სამუშაო ადგილები გახლდათ, მივიღე გადაწყვეტილება,  ჩემი კომპანიის ქართული  ფილიალი შემექმნა. რატომაც არა! – ვუთხარი საკუთარ თავს. რაც არ უნდა წარმატებული იყო სხვა ქვეყანაში, რასაც არ უნდა მიაღწიო, ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, რომ ეს წარმატება საკუთარ ხალხთან ერთად გაიზიაროს. შენს ქვეყანაში წარმატებას მაინც სხვა ფასი აქვს.

–  რას საქმიანობს  კომპანია, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?  

– S-Cad Group Georgia არის საინჟინრო-მხაზველობითი კომპანია, რომელიც მთლიანად მუშაობს ამერიკულ შეკვეთებზე, ასევე გვაქვს შეკვეთები კანადიდან, გერმანიიდან. ვმუშაობთ კერძო სახლების, კომერციული ფართების, დიდი ჰოსპიტლების დაპროექტებაზე, ინტერიერის დიზაინზე. სამწუხაროდ, ამ სფეროში, ჩვენი დიდი ტრადიციის მიუხედავად, დღეს  საქართველოში კვალიფიცირებული კადრების მწვავე  ნაკლებობაა. ამიტომაც, ჩვენი კომპანიის ბაზაზე გავაკეთეთ სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს ვასწვალით   უნიკალურ კომპიუტერულ პროგრამას,   რომლის გარეშეც, დღეს წარმოუდგენელია სამშენებლო, საპროექტო, საინჟინრო, არქიტექტურული და მანქანათმშენებელი ფირმების საქმიანობა.

 – რას სთავაზობს კომპანია კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების მსურველებს? 

–  2015 წლიდან კომპანია აგრძელებს იმ პროექტებს, რაც დავიწყეთ გასულ წელს და  რომელშიც დასაქმდებიან პროგრამა AutoCAD-ის მცოდნე   კვალიფიკაციური კადრები.  კომპანია ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის, მზარდი ანაზღაურებით იწვევს მაღალი კვალიფიკაციის მხაზველებს, ინჟინრებს, ტექნიკური სფეროთი დაინტერესებულ პირებს.  სასურველია, ადამიანს ჰქონდეს კარგი ტექნიკური განათლება,  დაპროექტების გამოცდილება, ზოგადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.  მათ, ვინც იცის პროგრამა AutoCAD და აქვს საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება, ექნებათ კომპანიაში  დასაქმების შანსი.  მათ კი, ვისაც აქვს სურვილი შეისწავლოს ახალი პროფესია, რომელსაც  ეფექტურად გამოიყენებს მომავალში, ავიყვანთ  სასწავლო ცენტრში, სადაც უკვე დავიწყეთ მიღება.  გვაქვს პედაგოგების ვაკანსიაც მათთვის, ვინც საფუძვლიანად ეუფლება AutoCAD-ს და ფლობს პედაგოგიურ უნარ-ჩვევებს.  მათ ვინც გადაწყვეტს, შეისწავლონ  AutoCAD  ჩვენ ვაძლევთ   საშუალებას არა მხოლოდ შეიძინონ ახალი პროფესია, არამედ რეალურად გახდნენ  ჩვენი გუნდის წევრი – მათ აქვთ შანსი, S-Cad Group Georgia-ში  არსებული ვაკანსიების დასაკავებლად. ჩვენ მზად ვართ, სამსახურში ავიყვანოთ ასი კვალიფიცირებული კადრი.     

P.S. საკუთარი ცხოვრების შემოქმედი თავად ხართ!  არ გაგიმართლათ პროფესიულ კარიერაში ან ჯერ კიდევ ვერ მოძებნეთ  თქვენი ადგილი შრომით ბაზარზე? მიმართეთ ქართულ-ამერიკულ კომპანიას, რომლის მეშვეობითაც ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებთ. ეს გვიანი არასდროსაა – ეს უკვე ბევრმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე!    

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ  ტელეფონებზე: 2 93 55 51;  5 74 61 44 55. 

მისამართი: თბილისი, რეზო თაბუკაშვილის #46.

რუსთაველის გამზირი #14.

დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“:

ვებ-გვერდი: s-cadgroup.com

скачать dle 11.3