კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შიში ორგანულ დაავადებებსაც იწვევს, უპირველესად კი, თირკმელებს უტევს!

ექიმი-პარაფსიქოლოგის, დალი ავაგუმაშვილის მისაღებში, რომელიც არატრადიციული მეთოდებით კურნავს ხალხს, ყოველთვის ცოცხალი რიგია. მასთან დახმარების სათხოვნელად უცხოეთიდანაც კი ჩამოდიან. ქალბატონი დალი ასუფთავებს დაბინძურებულ აურას ნეგატიური მუხტისგან, ხსნის დაღლილობის სინდრომს, სტრესს, დეპრესიას, შიშებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ხელმოცარულ ბიზნესმენებსა და ოჯახური კონფლიქტებით თავმობეზრებულ ადამიანებსაც ეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

– ქალბატონო დალი, თქვენზე ლეგენდები დადის... ამბობენ, რაც კი წინასწარ უთხარით პაციენტებს პირად პრობლემებთან დაკავშირებით, ყველაფერი აუხდათ...

– ხშირად ვიკავებ ხოლმე თავს, რადგანაც ზოგიერთებს მკითხავი ვგონივარ, არადა, ამ უნარს მარჩიელობასთან საერთო არაფერი აქვს. ინფორმაციას სპონტანურად ვიღებ, საჭიროებისამებრ, როცა უფალს ვინმეს გაფრთხილება სურს და არა შეკვეთით.

– ვიცი, რომ არაჩვეულებრივი შედეგები გაქვთ სტრესის, დეპრესიის, ნევროზების მკურნალობაში, უამრავი ადამიანი გემადლიერებათ, როგორ ახერხებთ მათ გამოჯანმრთელებას?

– ლოცვის ძალა სასწაულებს ახდენს. დაბინძურებული აურის გასუფთავებით ადამიანს უამრავ პრობლემასთან გამკლავება შეუძლია. გახსოვდეთ, გადატანილი სტრესი უკვალოდ არ ქრება, არადა ბევრს ჰგონია, რომ უსიამოვნებამ უკვე ჩაიარა და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. სინამდვილეში ის აურას ნეგატიური ენერგიით აბინძურებს, რაც დროთა განმავლობაში უთუოდ იჩენს ხოლმე თავს.

– რა სახით?

– ეს არის წარუმატებლობა კარიერასა და პირად ცხოვრებაში, ბიზნესში, შინაგან ორგანოთა დაავადებები, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, აკვიატებული შიშები, დეპრესია, ნევროზი და ასე შემდეგ.

– როგორც ვიცი, შიშს უამრავი დაავადების გამოწვევა შეუძლია...

– თანამედროვე ადამიანის ყოფა და მომავალი ჩვენში იმდენად არასტაბილურია, რომ ხალხს უამრავი რამის ეშინია – უფულობის, უპერსპექტივობის და ასე შემდეგ. გამოუვალი ვითარების გამო იმდენად ითრგუნებიან, რომ თუ დროულად ვერ დააღწევენ თავს ამ მდგომარეობას, შიში ორგანულ დაავადებებს გამოიწვევს, უპირველესად კი, თირკმელებს „ურტყამს!..” ზოგ შემთხვევაში, ორგანიზმს ისე ფიტავს და ასუსტებს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ვითარდება.

– ბიზნესმენებს რით ეხმარებით?

– წარუმატებლობის მიზეზი ბიზნესშიც, ხშირად, უფლის მცნებათა დარღვევის შედეგია. ამას წინათ ერთი ახალგაზრდა კაცი დამიკავშირდა კიევიდან. კინაღამ გაკოტრდა იმის გამო, რომ საკუთარ სიხარბესა და ამპარტავნებას ვერ სძლია. ამ თვისებათა წყალობით, დაშვებულმა შეცდომებმა მისი ბიზნესი ჩიხში შეიყვანა, მაგრამ ჩემი რჩევები გაითვალისწინა, აურა გავუსუფთავე და წარმატებამაც არ დააყოვნა – ვალები გაისტუმრა და გაკოტრებას გადარჩა. რამდენიმე დღის წინ დამირეკა გახარებულმა, ახალი მაღაზია გავხსენიო. საერთოდ, წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზი ჩვენშია. კიეველმა ბიზნესმენმა საკუთარი ამპარტავნება დაამარცხა, თავდაჯერებულობასა და სიჯიუტეზე უარი თქვა, პარტნიორების აზრი გაითვალისწინა, ანუ პიროვნულად შეიცვალა – აღმოფხვრა წარუმატებლობის მიზეზი და შედეგიც მიიღო.

– ოჯახურ კონფლიქტებს როგორ აგვარებთ?

– როგორც უკვე გითხარით, საჭიროების შემთხვევაში, სპონტანურად ვიღებ ინფორმაციას და ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზას ვპოულობ უფლის ნებით. ამასთან აუცილებელია დაბინძურებული აურის გასუფთავება ლოცვის ძალით, რომელიც მართლა სასწაულებს ახდენს!..

დალი ავაგუმაშვილის ყოფილი პაციენტები:

თეონა მ-ძე: ჩემმა საქმრომ, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვხვდებოდი, სრულიად მოულოდნელად, სხვა შეირთო ცოლად. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი.

– რატომ მიგატოვათ?

– არ ვიცი, უსამართლოდ მომექცა... ძლიერმა სტრესმა ლოგინად ჩამაგდო. გიჟივით ვიქცეოდი, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა, აგრესიას ვეღარ ვაკონტროლებდი, გავბოროტდი.

– როგორ მოხვდით ქალბატონ დალისთან?

– დაქალმა მითხრა, დალის მეტი ვერავინ გიშველისო. არ მოვყვებოდი, სიცოცხლე მქონდა მობეზრებული, მაგრამ ისე ტაქტიანად  მომიდგა, რომ დამითანხმა.

– რით დაგეხმარათ ქალბატონი დალი?

– ჯერ აურა გამისუფთავა, ენერგეტიკულად გამაძლიერა და ამიხსნა, რომ სიყვარულის მოკვლა არ შეიძლება, გაბოროტება და აგრესია მორალურად დამანგრევდა და პირად ცხოვრებაში კარგს არაფერს მომიტანდა. მირჩია, ეს გრძნობა სხვაზე გადამეტანა, ყოფილი საქმროსთვის კი ბედნიერება მესურვებინა. თუ მართლა გიყვარს, ვერ გაბოროტდები, გაუშვი ის კაცი შენი ცხოვრებიდან და ბედს ეწევიო, მითხრა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც მოხდა! დღეს ღმერთს მადლობას ვწირავ, მაშინ რომ არ გავთხოვდი, რადგანაც ვეღარ შევხვდებოდი ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლეა.

ნელი ვ-შვილი: ქმარს ადრევე გავშორდი. ერთადერთი შვილი დამრჩა ამ ქორწინებიდან. მეორედ აღარ გავთხოვილვარ. ბიჭს მარტო ვზრდიდი, დამხმარე არავინ მყავდა. ორ ადგილას ვმუშაობდი, რის გამოც შვილისთვის დრო აღარ მრჩებოდა. უყურადღებოდ დარჩენილი მოზარდი ცუდ წრეში მოხვდა.

– ძნელია უმამოდ ბიჭის გაზრდა...

– სწავლაზე გული აიყარა, სკოლაში იშვიათად მიდიოდა, ხშირად ჩხუბობდა. ერთხელაც მძიმედ დაჭრილი მომიყვანეს სახლში მეზობლებმა. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოვჩნდი. ამქვეყნად სრულიად მარტო დავრჩი, ცხოვრებამ აზრი დაკარგა.

– ვინ მიგიყვანათ ქალბატონ დალისთან?

– კარის მეზობელმა, რომელიც ჩემი ტანჯვა-წამების მოწმე იყო. ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი, სიცოცხლის ყოველი წამი აუტანელი გახდა.

– ახლა როგორ გრძნობთ თავს?

– ქალბატონი დალის ლოცვის ძალამ ფეხზე წამომაყენა, ენერგეტიკულად გამაძლიერა. მან მე სიყვარულის ჭეშმარიტი არსი დამანახვა და რწმენაში შემიყვანა. ახლა უკვე მწამს, რომ ჩემს ბიჭს უთუოდ შევხვდები, დღედაღამ ვლოცულობ მისი სულის გადასარჩენად და ვგრძნობ, რომ გვერდით მყავს.

ნოდარ ჩ-ვა: სამსახურის დაკარგვამ თითქოს სტიმული მომცა და საკუთარი საქმე წამოვიწყე. მშობლების ბინა გავყიდე, ორი მეგობარი წილში ჩავსვი და მათი კაპიტალიც სარფიანად დავაბანდე. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ წლების მერე, სერიოზული პრობლემები შემექმნა და ქალბატონ დალისთან მივედი დახმარების სათხოვნელად.

– შეძლო ქალბატონმა დალიმ თქვენი დახმარება?

– არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ ისეთ კონკრეტულ რჩევებს იძლევა, თუ დაიჯერებ და ყველაფერს სათანადოდ გააკეთებ, გამოსავალს უთუოდ იპოვი. მე ჭკუა მეყო და გავითვალისწინე, რაც მითხრა... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე ვმეგობრობთ. უკვე წესად მაქვს, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ, ჯერ დალისთან მოვდივარ კონსულტაციისთვის. იმდენად მჯერა მისი, რომ, რასაც არ მირჩევს, არასდროს ვაკეთებ.

 

P. S. ქალბატონი დალი წინასწარ ჩაწერის გარეშე არავის იღებს. ჩაწერა ხდება ტელეფონით ყოველდღე, დილის 9 საათიდან 16 საათამდე (უფრო გვიან ნუ დარეკავთ), კვირის გარდა. 

საკონტაქტო ტელეფონები: 2-96-79-00, 599-10-73-06, 551-40-20-80, 599-05-75-00, 593-17-51-17.

скачать dle 11.3