კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა სიახლეს სთავაზობს მომავალ წელს სვანეთი ტურისტებს და როდის გაიხსნება თეთნულდის სათხილამურო ტრასა

სვანეთი მომავალ წელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს ტურისტებს და არა მხოლოდ მათ:  მესტიიდან რამდენიმე კილომეტრში,  თეთნულდზე, ახალი სათხილამურო ტრასა იხსნება. ტრასის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, ტურისტული სეზონი კი 2016 წელს გახსნება. სასრიალო ტრასის სიგრძე 25 კილომეტრი იქნება. თეთნულდის კურორტის დასრულებამდე რამდენიმე ეტაპია დარჩენილი: მოთხილამურეებისთვის განკუთვნილი 18 სასრიალო ტრასა და 5 საბაგირო. კურორტი დამსვენებელს 7-თვიან სეზონს ჰპირდება. 

უკა კილაძე (თეთნულდ დეველოპმენტის დირექტორი): თავიდან კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა, თუ სად იქნებოდა შესაძლებელი სათხილამურო ტრასის მშენებლობა. საბოლოოდ არჩევანი თეთნულდზე შევაჩერეთ. აქ გაკეთდება  25-კილომეტრიანი სასრიალო ტრასა, თუმცა პროექტი დასრულებულ სახეს მაშინ მიიღებს, როდესაც აღნიშნულ ტრასას 144 კილომერტი დაემატება. თეთნულდი ევროპის ძალიან ბევრ კურორტს გაუწევს კონკურენციას. აქ არ იქნება ერთი ტიპის სასრიალო გზა. მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება საქართველოში. 

– რა თანხაა გამოყოფილი ამ პროექტისთვის?

– 25-კილომეტრიანი ტრასისთვის 18 მილიონი ევროა გამოყოფილი, ხოლო მთელი პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს. ეს თანხა ათვისებული იქნება 2015 წლის ბოლომდე. 

გიორგი ჩოგოვაძე (ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება თეთნულდის კურორტის სახით. ვფიქრობ, სვანეთის კურორტები თავისუფლად გაუწევს სხვა ქვეყნებს კონკურენციას, რაც პირდაპირ აისახება ტურიზმის განვითარებაზე.  ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მომდევნო წლის ზამთრის სეზონზე კიდევ ერთი კურორტი გაიხსნება.

скачать dle 11.3