კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინკებმა გარდაცვლილ მეთერთმეტე იმპერატორთან ერთად ათასი ადამიანი დამარხეს

ევროპელთა ჩასვლამდე (ზოგან კი – მათი ჩასვლის შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში) ადამიანთა მსხვერპლშეწირვები თითქმის მთელი ამერიკის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა. ისინი, აცტეკებისგან განსხვავებით, ყოველდღიურ მსხვერპლშეწირვებს არ აწყობდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი სისხლისღვრით აღნიშნავდნენ ისეთ ღირსშესანიშნავ მოვლენებს, როგორებიცაა, მაგალითად, მმართველის დაკრძალვა ან ახალი დიდი ინკის ტახტზე ასვლა. ესპანელი ისტორიკოს-მისიონერი ხოსე დე აკოსტა წერდა, რომ ქვეყანაში კონკისტადორების მოსვლამდე, როდესაც მეთერთმეტე იმპერატორი უაინა კაპაკი გარდაიცვალა, მასთან ერთად ათასი ადამიანი დამარხეს და მათ შორის იყვნენ: მიცვალებულის ფავორიტი კაცები და ფავორიტი ქალები, მისი საყვარლები, მსახურები, სამეფო კარის პირები და მრავალი ბავშვი.

ხშირად ინკები ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ მოსალოდნელი ხიფათი. მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიკოსი ანტონიო დე გერერა წერდა, რომ, თუ ავად ხდებოდა დიდებული პირი და ქურუმები მას სიკვდილს უწინასწარმეტყველებდნენ, ის, ჩვეულებრივ, ღმერთებს მსხვერპლად საკუთარ ვაჟს სწირავდა, რათა ისინი აეძულებინა, უარი ეთქვათ მამაზე, ესე იგი – მასზე.

ოთხ წელიწადში ერთხელ ინკები ბავშვების მასობრივ მსხვერპლშეწირვას ახორციელებდნენ; მთელ ქვეყანაში ეძებდნენ ათი წლის გოგო-ბიჭებს, რომლებიც ფიზიკურად უნაკლონი უნდა ყოფილიყვნენ. ხანდახან, მაგალითად, თუ მძიმე უბედურების შემთხვევაში საღმრთო ძალების მხარდაჭერას საჭიროებდა რომელიმე ოლქი, სამსხვერპლო ბავშვებს ამ ოლქში არჩევდნენ. შერჩეულთა რიცხვში მოხვედრა დიდ პატივად ითვლებოდა როგორც თვით სამსხვერპლოების, ისე მათი მშობლებისთვისაც – ასეთი ოჯახი დიდი პატივით სარგებლობდა რამდენიმე თაობის განმავლობაში. 

ცნობილია შემთხვევა, როდესაც აიაკუჩის ახლომდებარე სოფელ ოკროსის თავმა დედაქალაქში თავისი ათი წლის ქალიშვილი გაგზავნა მსხვერპლად შესაწირად, მაგრამ, იმის გამო, რომ გოგონას მამამ სარწყავი არხის გაყვანის ორგანიზება განახორციელა, ბავშვი კუსკოში დიდი პატივით მიიღეს, მერე კი უკან დააბრუნეს სამშობლოში. ამის შემდეგ ოკროსის მოსახლეობამ მთის წვერზე მოაწყო აკლდამა, რომელშიც ბავშვი რიტუალურ ჭურჭელთან და სამკაულებთან ერთად ამოქოლეს. რის შემდეგაც ის ადგილობრივ ღვთაებად იქცა, რომლის პატივსაცემად სასოფლო-სამეურნეო სეზონის დაწყებისა და დამთავრებისას ცერემონიებს ატარებდნენ. მისი უმცროსი ძმები დის ქურუმები გახდნენ, ამასთანავე, მათ ეს თანამდებობა მემკვიდრეობით შეუნარჩუნდათ, ხოლო „ღვთაების“ მამა თანამდებობით დააწინაურეს.

***

1552 წელს პორტუგალიელთა სამსახურში მოღვაწე ჰანს შტადენი ბრაზილიის სანაპიროსა და ამაზონის წვიმიან ტყეებში მცხოვრებმა ტუპინამბას ტომის ინდიელებმა აიყვანეს ტყვედ. შტადენს კანიბალური კულტის მსხვერპლის ხვედრი ელოდა, მაგრამ, მან რაღაცნაირად გაიგო, რომ კბილმტკივანი ადამიანის ამ მიზნით გამოყენება მათი წესებით იკრძალებოდა, ხოლო კბილის ტკივილის სიმულირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. სანამდე ინდიელები მის გამოჯანმრთელებას ელოდებოდნენ, მან რამდენიმე წარმატებული წინასწარმეტყველების გაკეთება მოახერხა და მოკლე ხანში ამ ტომის ოფიციალური ორაკულის (ორაკული – წინასწარმეტყველი ქურუმი) ტიტული მოიპოვა.

შტადენმა ამ საპატიო თანამდებობაზე სამი წელი გაატარა ინდიელებს შორის, სანამ გაქცევის საშუალება მიეცემოდა, რათა ევროპაში დაბრუნებულიყო. მან აქ დაწერა წიგნი, სათაურით – „ამერიკის ახალი სამყაროს ველური, შიშველი, პირქუში, კაციჭამია ადამიანების ქვეყნის აღწერა და უტყუარი ისტორია“, რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა, გადაითარგმნა ლათინურ და რამდენიმე ევროპულ ენაზე და 76 გამოცემას გაუძლო. 

შტადენი ყვება, რომ მსხვერპლად შესაწირი და შემდეგ შესაჭმელი ტყვეები ტუპინამბას ინდიელებს სოფელში მიჰყავდათ, წინასწარ პარსავდნენ შუბლსა და წარბებს, სხეულზე ფისს ან თაფლს უსვამდნენ და ფრინველის ფრთებს აკრავდნენ. ტომის მეთაურს ის თავისი წინაპრების საფლავთან მიჰყავდა და მის თავს მიცვალებულებს უძღვნიდა. შემდგომში ტყვეს სწორედ აქ უნდა დაესრულებინა სიცოცხლე, მაგრამ, მანამდე, შეიძლება დიდ დროს გაევლო, ზოგჯერ რამდენიმე წელსაც. მსხვერპლად შეწირულის ცხოვრება არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა: პატრონს უნდა ეზრუნა მასზე, ეკვება და დაექორწინებინა თავის ქალიშვილზე ან თავისი ცოლებიდან ყველაზე ნაკლებად საყვარელზე. ტყვეს გამოეყოფოდა მიწის ნაკვეთი, ხოლო ცოლს თავის დროებით ქმარზე ისე უნდა ეზრუნა, როგორც სხვა ცოლები ზრუნავდნენ თავიანთ ქმრებზე. მაგრამ ადრე თუ გვიან, ტყვეს რიტუალური სიკვდილი ელოდა და თავის სიცოცხლეს აუცილებლად კანიბალთა კუჭებში ამთავრებდა. მისი ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვებიც, ასევე, სასიკვდილოდ იყვნენ განწირული. შტადენი წერს იმაზე, თუ როგორ გაუმასპინძლდნენ ერთხელ ინდიელები წვნიანით და როგორ შეასწრო შემდეგ თვალი ბავშვთა თავის ქალებს იმ ქვაბის ძირში, რომლიდანაც წვნიანს იღებდნენ.

ხივაროს ტომის ინდიელებმა, რომლებიც პერუს ჩრდილოეთით და ეკვადორის აღმოსავლეთით სახლობდნენ, დიდად გაითქვეს სახელი როგორც თავებზე მონადირეებმა. მტრისთვის მოჭრილ თავებს ისინი განსაკუთრებული წესით ამუშავებდნენ და ჩოგბურთის ბურთის ზომაზე დაჰყავდათ, რომელსაც, ამასთანავე, მსხვერპლის სახის ხაზები უნარჩუნდებოდა. ოდესღაც ამ საქმიანობას რიტუალური სახე ჰქონდა: ითვლებოდა, რომ გამომხმარი თავი – ტსანტსა მკვლელს თავის სასიცოცხლო ენერგიას გადასცემდა. დღეს კანონით აკრძალული ეს რიტუალი წარსულს ჩაბარდა, მით უმეტეს, რომ ინდიელთა უმეტესობა დღეს ქრისტიანობის აღმსარებელია. მაგრამ, რადგან ახლაც მოიძებნებიან კოლექციონერები, რომლებიც მზად არიან, ტსანტსაში დიდი თანხა გადაიხადონ, თავებზე მონადირეთა პროფესია დღემდე არსებობს.

скачать dle 11.3