კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ,  რას ნიშნავს სამოქალაქო ტერმინი „რეკლამაცია“.

პასუხი: ტერმინი „რეკლამაცია“  შინაარსობრივად იგივე პრეტენზიაა, რაც გამოიყენება გადაზიდვებთან დაკავშირებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში. რეკლამაცია გულისხმობს, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში. ამასთან, აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს; ხოლო, გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია ტვირთის გადაზიდვებიდან წარმოშობილი სამოქალაქო დავების ხანდაზმულობის ვადა? 

პასუხი: გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის 1 წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს 3 წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება: ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას – მისი გამოგზავნის დღიდან; ტვირთის მთლიანად დაკარგვისას – გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის 30-ე დღიდან, ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული – გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მე-60 დღეს;  ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

კითხვა:  გთხოვთ მაცნობოთ, სანაძლეოს მოგების  შემთხვევაში წარმოიშობა თუ არა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთბა და თუ წარმოიშობა, რა უფლებები აქვს სანაძლეოს მომგებს?

პასუხი: სანაძლეოს მოგება მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზეც, რომელიც განზრახ მიეცა სანაძლეოსთვის; ასევე, საბირჟო ან ამის მსგავს გარიგებებზე საქონლის ან საბირჟო ქაღალდების მიწოდების შესახებ, რომელსაც სანაძლეოს ხასიათი აქვს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სანაძლეოს საფუძველზე უკვე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვნა არ შეიძლება.   

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, იცნობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ტერმინს „სამისდღეშიო რჩენას“ და, თუ იცნობს, რას ნიშნავს ის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ „სამისდღეშიო რჩენა“ გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. „სამისდღეშიო რჩენაში“ იგულისხმება, რომ, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (ანუ, მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს ის სარჩოს მიმღებს (ანუ სარჩენს) მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით: ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით.

скачать dle 11.3