კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უკიდურესობაში ვარდება ის ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, ეკლესიაში დადის, საეკლესიო წესებს იცავს და როდის ინგრევა თავიდან ბოლომდე მისი სულიერი წყობა

ცოტა ხნის წინ მართლმადიდებლურმა სამყარომ მაცხოვრის შობის დღესასწაული იზეიმა. როგორც წესი, შობის ლიტურგიას ქრისტიანების დიდი ნაწილი ესწრება, თუმცა, შობის შემდეგ ისინი კვლავ ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდებიან და რამდენიმე დღეში კარგავენ თითქმის თვენახევრიანი მარხვის დროს მიღებულ მადლს. 

ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): ადამიანი ეჩვევა იმას, რომ, თითქოს იცის, რა არის შობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობით ის სცილდება ჭეშმარიტებას და მისი საზეიმო განწყობა მხოლოდ და მხოლოდ ბაგეებით, გარეგნული ხდება. ჩვენი ცნობიერება, გული უნდა გასცდეს შობის მხოლოდ გარეგნული დიდებით აღნიშვნას და რწმენით უნდა ვიზეიმოთ ქრისტეს შობა – მაშინ უფრო მეტი სიხარულითა და მოლოდინით აღივსება ჩვენი გული და სული. უნდა შევინახოთ მარხვა, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ, განვიწმინდოთ, რომ ჩვენი გული და ცნობიერებაც განიწმინდოს და ღირსეულად შეხვდეს მესიის შობას, რომ კიდევ ერთხელ არ გვამხილოს, თუ როგორ არის იმ ბაგასავით დაბინძურებული ჩვენი გული და ცნობიერება. ბევრი ფიქრობს, რომ სწავლება ღმერთზე – წინა საუკუნეების გადმონაშთია, მოძველდა რელიგია; დღეს აშკარად არა‚ მაგრამ შეფარულად უკვე არის ამის ნიშნები. იესო ქრისტე გუშინ, დღეს, ხვალ და ყოველთვის ერთი და იგივეა. თუ ის საჭირო იყო პირველ საუკუნეებში, შუა საუკუნეებში, გასულ საუკუნეებში, ასევე საჭირო იქნება მომავალ საუკუნეებშიც, სანამ უფლის ნებით არსებული სამყარო არ შეწყვეტს არსებობას. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ვამხილოთ ის ცრუ სწავლება, ცრუ იდეოლოგია, რომელიც‚ სამწუხაროდ‚ შემოსულია თანამედროვე რეალობაში. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს: დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ გულის მომქავებელ სწავლებასო. ეს არის პირველ საუკუნეში ნათქვამი და, ბუნებრივია‚ ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება. როცა თანამედროვე „დიდებულ“ ადამიანებს ვესაუბრებით და ვეუბნებით, რომ საჭიროა მარხვის შენახვა, აღსარება-ზიარება, ისინი მხრებს იჩეჩავენ და აცხადებენ, რომ მათ ეს არ სჭირდებათ, ეს მასების საქმეა; რომ მათ ისედაც კარგად იციან საეკლესიო და სასულიერო სწავლებანი. ეს‚ რა თქმა უნდა‚ მცდარი შეხედულებაა. ერთ-ერთი მოაზროვნე ამბობს ასეთ სიტყვებს: ათიათასჯერ რომ დაიბადოს იესო ქრისტე ბეთლემში, თუ ის ჩვენს გულსა და სულში არ დაიბადება, მაშინ ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნება. 

– ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში დადიან, ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი იციან. 

– როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, ის ვერაფერს მიიღებს ღმერთისგან. შესაბამისად‚ მან საკუთარი გონება ნულ ჯგუფში უნდა ჩააყენოს და თქვას: მე ვარ უმეცარი, არარაობა, დაცემული, ცოდვილი, განშორებული უფლის წიაღიდან და მჭირდება უფლისგან მიღება. ანუ, ადამიანი გლახაკი უნდა იყოს სულით; მაგრამ‚ თუ მას ჰგონია, რომ ის ადამიანური სიბრძნითაა განმსჭვალული და ბევრი იცის, როგორც ეს ზოგ თანამედროვე მოაზროვნესაც ეგონა და ჰგონია, ბუნებრივია‚ ის დარჩება თეოფანიის გარეშე. თქვენ გინახავთ, როგორ ზეიმობენ ზოგიერთები შობას და შემდეგ ისევ წარმართულ ცხოვრებას განაგრძობენ, ანუ, მაცხოვარი შობიდანვე მიტოვებულია, ის ადამიანებისგან განიდევნება. თუ შენ კიდევ ეძებ ვინმე გადამრჩენელს, მესიას, ლიდერს, ბელადს, ბუნებრივია‚ ყოველთვის იქნები იმედგაცრუებული –  სხვადასხვა ბელადით შეიცვლება ჩვენი სასოება და ოცნება. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: თუ ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტება, ის იქნება ცრუ სწავლებით შეპყრობილი. 

–  დავდივართ ეკლესიაში, თითქოს სულის გადარჩენაზეც ვზრუნავთ, შობის ღამისთევის ლიტურგიას ვესწრებით,  მაგრამ, ტაძრიდან გამოსულები მაშინვე ცოდვილ მდგომარეობას ვუბრუნდებით... 

– სხვისი დაცემა კი არ გვწყინს, არამედ, გვიხარია; ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა, სათნოება, განკითხვა და მხილება. ადამიანის შეფასებისას არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, რადგან, უფალი გვეუბნება: რა საზომითაც განიკითხავთ, იმავე საზომით განიკითხებითო. არასდროს არ უნდა განვრისხდეთ, როდესაც, პირიქით, ჩვენ გვამხილებენ. ბიბლია გვასწავლის: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს; ამხილე ბრძენი და – შეიძენ მეგობარსო. თუ გვინდა, რომ მრისხანების ცოდვას შევებრძოლოთ, უნდა ვიყოთ თავმდაბლები; ყოველგვარ წყენას, გულისწყრომას თავმდაბლობით უნდა შევხვდეთ, სიმშვიდითა და სიმდაბლით უნდა მივიღოთ; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ უგუნურ და, მით უმეტეს, უხამს სიტყვას, მოჰყვება მთელი რიგი ცუდი შედეგებისა. ეს სიტყვა შემდგომში იქცევა საქმედ. როდესაც ადამიანი საკუთარ უსჯულოებას უყურადღებოდ ტოვებს, ის მაშინვე იწყებს მოყვასის ცოდვების თვალთვალს, ამას შედეგად ის მოჰყვება, რომ მასზე ცუდს ამბობს, განიკითხავს და ამცირებს, ბოლოს კი თვითონ ვარდება ასეთსავე ცოდვებში. არადა, არაფერი ისე არ განაშორებს ღმერთს, არაფერი ისე არ განძარცვავს და არ განაშორებს ადამიანს ღვთის მფარველობას, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და დამცირება მოყვასისა. თუმცა‚ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განკითხვა სხვა რამეა და დამცირება – სხვა. დამცირება ის მდგომარეობაა, როდესაც არა მხოლოდ განიკითხავენ მოყვასს, არამედ, კიდეც სძულთ და ზიზღით ზურგს აქცევენ. ეს ცოდვა განკითხვაზე უფრო დამღუპველია. სიძულვილი, ზიზღი, დამცირება, განკითხვა – ეშმაკის საქმეა და, თუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ესე იგი, მისი თანამზრახველი ვხდებით და საკუთარ თავს, სულსაც ვაგინებთ. განკითხვა აღემატება სხვა ცოდვებს, ამ დროს იგმობა ადამიანის სულიერი წყობა. შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ ნათლისღების საიდუმლოს დროს აღსრულდება ორი საიდუმლო: პირველი – ნათლისღება წყალში, წმიდა სამების სახელზე და, მეორე – როცა ემბაზიდან ამოიყვანს ადამიანს მოძღვარი, ამბობს: „ბეჭედი სარწმუნოებისა მირონი” – და სცხებს მას შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირზე, ყურებზე, ხელებზე, ფეხებზე და ასე შემდეგ. ამ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანზე მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გადმოდის სულიწმიდის მადლი და მას უხილავად მიენიჭება ესა თუ ის ნიჭი სულისა წმიდისა. ყველამ საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოს, თუ რა ნიჭით არის დაჯილდოებული. ჩვენ, ქართველებს, მაინცდამაინც გვინდა, რომ განსაკუთრებული ნიჭით ვიყოთ დაჯილდოებულები. ეკლესიაში მკაცრი განაჩენი, უკიდურესი ფორმაა ანათემა, როდესაც ადამიანი შეგნებულად გმობს წმიდა სამებას, ნათლისღების საიდუმლოს; გმობს სულიწმიდას, იკლავს თავს. იმ შემთხვევაში გმობს ის სულიწმიდას, როცა არ ცხოვრობს ეკლესიურად; გაჭირვებაში ჩავარნილი, იმდენად ამპარტავანია, რომ არ მიდის უფალთან, მოძღვართან, ეკლესიაში. ასეთი ადამიანები დეპრესიაში ვარდებიან, ნევროზი ემართებათ; ღმერთმა ყველა დაიფაროს და, ისინი ცდილობენ საკუთარი თავის განადგურებას – სწორედ ეს არის სულიწმიდის გმობა და ამიტომაც ეკლესია არ ლოცულობს მათთვის. თუ გინდა გადმოვიდეს შენზე სულიწმიდა, შენზე უნდა აღსრულდეს მირონცხება. საქართველოში 475 წლიდან, ვახტანგ გორგასლის დროიდან ეკურთხება მირონი; ჩვენი ეკლესია ავტოკეფალიურია და უკვე 16 საუკუნეა, რაც ჩვენთან არის მირონი. ცრუ სწავლება იყო, უმეცრებით ამბობენ, რომ თითქოს  მირონი ჩვენთან სომხური ეკლესიიდან შემოდის და შემოდიოდა. არასდროს არ ყოფილა ასე, მანამდე ანტიოქიიდან კეთილსურნელოვანი საშუალებები შემოგვქონდა და მცხეთაში იხარშებოდა მირონი. მირონის კურთხევა კი დადგინდა მოციქულების მიერ, რომლებიც მირონცხებით აღასრულებდნენ სულიწმიდის მადლის მინიჭებას. ერთხელ, როდესაც ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ბერ პაისთან ათონის მთაზე მომლოცველთა ჯგუფი მისულა, ბერს მათთვის უთხოვია დალოცვა. მომლოცველებს გაჰკვირვებიათ: მამაო, თქვენ უნდა გვლოცავდეთ და ჩვენგან ითხოვთ დალოცვასო?! მან კი უპასუხა: შვილო, განა არ იცით? ვინც მონათლულია წმიდა სამების სახელით და მირონცხებული, მას უფლება აქვს, დალოცოს სხვა ადამიანი. 

скачать dle 11.3