კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უნგრევს რწმენას ზოგიერთ ცოლს და როგორ იგებენ ისინი ქმრის ღალატის შესახებ

ღალატის თემა მარადიულია, ის არასოდეს კარგავს აქტუალურობას და საკმაოდ მწვავედ ავლენს თავს. ან ქალებს ღალატობენ უფრო ხშირად, ან ქალები უფრო ხშირად ლაპარაკობენ ამაზე. სამწუხაროდ, როცა მამაკაცი ცოლს ღალატობს, ის დარწმუნებულია, რომ ამ საიდუმლოს კარგად დამალავს. თვითონ ყველანაირად ცდილობს, სიმართლე არ გამჟღავნდეს, მაგრამ, ვერ ითვალისწინებს მთავარ ფაქტორს – საყვარელს! ხშირად კი სწორედ ისინი არიან მთავარი ინფორმატორები და ზოგჯერ ამას მიზანმიმართულად, ოჯახის დანგრევის მიზნით აკეთებენ...

მარიკა (34 წლის): როგორ ვნატრობ, ჩემი ცხოვრება ძველ კალაპორტში დაბრუნდეს: თვალები დავხუჭო, გავახილო და ყველაფერი ძველებურად იყოს – ისევ მქონდეს ნდობა ჩემი ქმრის მიმართ. დღეს ჩემი ცხოვრება კოშმარს უფრო ჰგავს. სასიხარულო აღარაფერი მაქვს, მხოლოდ ვნერვიულობ და ვტირი, მაგრამ პრობლემას ვერ ვშველი. ერთმა ზარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მთლიანად უარესობისკენ შეცვალა. მეხი რომ დაგეცემა თავზე, ზუსტად ასე იყო. მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი, შეიძლება, ნაძირალა ყოფილიყო.

– ანუ, ქმართან ნორმალური ურთიერთობა გქონდათ? მანამდე არაფერი შეგიმჩნევიათ?

– არა, საერთოდ არაფერი. არ გამომეპარებოდა უმცირესი ცვლილებაც კი მის ხასიათში,  იმიტომ რომ, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. შეიძლება, თქვენ ფიქრობთ, ცოლ-ქმარი ახლოს რომ უნდა იყოს ერთმანეთთან, ამას რატომ სჭირდება დაკონკრეტება, რა არის განსაკუთრებულიო, მაგრამ მე განსაკუთრებულ სიახლოვეზე ვლაპარაკობ. უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ვერ ვიტყვი, რომ არ ვკამათობდით, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ჯანსაღი კამათი, აგრესიის გარეშე. ყველაფერს ვაკეთებდით ერთად და ჩვენი პატარა, ბედნიერი მიკროსამყარო შევიქმენით... ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს მთელი შვიდი წლის განმავლობაში და, უცებ – ეს ზარი...

– ტელეფონზე დაგირეკეს, ქმარი გღალატობსო?

– დიახ. ისე კარგად მახსოვს ის დღე... დარეკა ტელეფონმა. უცხო ქალი მომესალმა, სახელით მომმართა და მითხრა, თქვენი ქმრის თაობაზე გირეკავთო. დავიბენი, ცოტათი შემეშინდა, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და ვკითხე კიდეც, მან კი გაიცინა – შეიძლება ასეც ითქვასო... მე ჩემს სახელს გეტყოდით, მაგრამ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი ის არის, რომ მე და თქვენი მეუღლე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან... თქვენ, რა თქმა უნდა, ეს არ იცით და მშვიდად გძინავთო. პირი დავაღე. ჯერ გამეცინა... როცა გავიცინე, ქალს ხმა შეეცვალა და ცოტათი უფრო ანჩხლად მომმართა: ტყუილად იცინით, ეტყობა, თქვენი ქმარი ანგელოზი გგონიათ. შემხვდით და გიამბობთ, როგორ გატყუებთ ორი წლის განმავლობაშიო.

– რატომ არ გაუთიშეთ ტელეფონი?

– ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი, რაღაცამ შემაჩერა, გავშეშდი. გეშინიათ, სიმართლეს თვალებში შეხედოთ და შემხვდეთო? არ მეშინია, შეგხვდებით-მეთქი, – ანგარიშმიუცემლად, მექანიკურად წამომცდა. კარგი, კაფეში დაგელოდებით ხვალ დილითო და კაფე დამისახელა.

– როგორ მოიქეცით, წახვედით?

– იცით, რაშია საქმე? როგორც გითხარით, რაღაც წარმოუდგენელი დამემართა – რობოტივით ვმოქმედებდი, ავტომატურად... მიჭირდა აზრის კონცენტრაცია და მობილიზაცია. ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რამდენად შესაძლებელი იყო, ჩემს ქმარს ეღალატა ჩემთვის. ორი წლის განმავლობაში ჰყოლოდა საყვარელი და, მე, როგორც უკანასკნელი სულელი, ვერაფერს მივმხვდარიყავი. გონებას ძალა დავატანე და მხოლოდ ის გამახსენდა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვეულებრივზე გვიან მოდიოდა ხოლმე სახლში. ერთი-ორჯერ, როცა ჩემი უკმაყოფილება გამოვხატე – ბავშვთან დიდ დროს ვეღარ ატარებ-მეთქი, თავი გაიმართლა – რა ვქნა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში, ვიღლები და დროც აღარ მრჩებაო. მეც ვიჯერებდი. როგორ ვისულელებდი თავს! მერე დავფიქრდი: რა უნდოდა ამ ქალს ჩემგან? თუ ის ჩემი ქმრის საყვარელი იყო, მე რას მერჩოდა? რატომ ჩამაყენა საქმის კურსში? რა იყო ეს და, საერთოდ, რა ჰქვია ამ ტიპის გულახდილობას – სიბრალული, სიბრიყვე თუ მიზანმიმართული ბოროტება? მერე დავფიქრდი ამაზე და მივხვდი, რომ ბოროტება იყო ეს ქალიც და ყველაფერი, რაც მისგან მოდიოდა. ოღონდ, სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი. 

– ანუ, წახვედით შეხვედრაზე?

– მანამდე ჩემი ქმარი დაბრუნდა სახლში. მსახიობი არ ვარ, ვერ ვითამაშებდი, რომ არაფერი მომხდარა. ადამიანს აღარ ვგავდი... მყისიერი რეაქცია მქონდა მის დანახვაზე, ეგრევე ვეცი – როგორ მოხდა, ადრე რომ დაბრუნდი, პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა: ვერაფერი გავიგე – ხან გინდა, რომ  ადრე დავბრუნდე; ხან მსაყვედურობ, რომ ვაგვიანებ... რა გჭირსო. ამას რომ ამბობდა, საკმაოდ მშვიდად იყო. აგრესიულად არ მოუმართავს, მაგრამ ჩემთვის ეს შვება არ ყოფილა – საღად აზროვნების უნარი არ მქონდა. ისიც ვიგრძენი, რომ, ცოტაც და, საკუთარ თავზე კონტროლს დავკარგავდი. თავი ვაიძულე, გავჩუმებულიყავი. გადავწყვიტე, შევხვედროდი იმ ქალს და თან ჩემს ქმარს დავკვირვებოდი. ბევრი ვინერვიულე იმ საღამოს. აბაზანაში შევიკეტე და იქ ვტიროდი. ჩემი ქმარი ისე იქცეოდა, როგორც ადამიანი, რომელსაც სინდისი სუფთა აქვს. 

– ალბათ, ზოგჯერ უსიტყვო ნდობაა საჭირო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გიყვარს.

– ასე მარტივადაც არ არის საქმე... ნდობა კარგია, მაგრამ, თუ ერთხელ ჩაგავლო ეჭვმა კლანჭები, მერე უკვე ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება. ვერაფრით ვერ დავრჩებოდი სახლში. წავედი იმ ქალის შესახვედრად. ალბათ, ცოლების უმრავლესობა სწორედ ასე მოიქცეოდა. რკინის უნდა იყო და ფეხებზე გეკიდოს ყველაფერი, მშვიდად რომ იყო და რეაქცია არ გქონდეს. მოვიდა ვიღაც უცხო ქალი... გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს – იმ წუთში მასზე საზიზღარი და მახინჯი არსება ჩემთვის არ არსებობდა. უტიფრად მიყურებდა. თქვენ შესახებ ბევრი ვიცი: ვიცი, როგორ ანებივრებთ ქმარს გემრიელი კერძებით და, ისიც ვიცი, თქვენს საძინებელში როგორი საწოლი გიდგათო... არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ რაღაც არ ჩავარტყი. ფეხი ფეხზე შემოდებული, მშვიდად აბოლებდა სიგარეტს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რადგან ამ „ნაშასთან“ მიღალატა ქმარმა, ესე იგი, საერთოდ არაფერში ვჭირდები-მეთქი. ვკითხე, ჩემგან რა უნდოდა. გაიცინა – რომ მოვინდომო, ქმარს წაგართმევო. ცოცხალ-მკვდარი ვუსმენდი. ჩემს ქმარზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ნივთზე... მთლიანად ფლობდა სიტუაციას. როგორც მივხვდი, მადლობელი უნდა ვყოფილიყავი, რომ გადაწყვიტა, ჩემი ქმრის „დასათრევად“ არ ებრძოლა. ამას ეჭვიც აღარ ერქვა, ვიღუპებოდი აშკარად...

თქვენს ადგილას, მოვინდომებდი, მცოდნოდა, ჩემი ქმარი სად მიდის და რას აკეთებს, როცა სახლიდან გამოდისო... შვილი გყავთ, ცოტა მეტი უნდა იფიქროთ ოჯახის შენარჩუნებაზეო... მიწა შემერყა ფეხქვეშ. ძალიან დიდსულოვანი ბრძანდებით, ჩემზე და ჩემს ოჯახზე ასე რომ ზრუნავთ-მეთქი, ვუთხარი – და წამოვედი. გზაში ვფიქრობდი არა შურისძიებაზე ან რამე გამოსავლის პოვნაზე, არამედ იმაზე, სად მეპოვნა ხავსი, რომელსაც მოვეჭიდებოდი.... ჩემი ქმარი სახლში დამხვდა. სად ხარ ამდენ ხანს, მობილურზეც არ მპასუხობო, – მისაყვედურა.  ახლავე ჩაალაგე შენი ნივთები და წადი სახლიდან-მეთქი.. ველოდებოდი იმას, რომ ყველაფრის უარყოფას დაიწყებდა. არაფერი არ თქვა, ისე წადი და აღარ დაბრუნდე-მეთქი, – გავუმეორე. გაგიჟდა! ვინ რა გითხრა, ვინ გაგაგიჟა და გადაგრია, მე ვარ შენი ქმარი და ჩემი უფრო უნდა გჯეროდეს, ვიდრე ვიღაც ბოროტი ადამიანისო. ვუსმენდი, მაგრამ, დამშვიდების მაგივრად ნერვები უფრო მეტად მეშლებოდა. მისი ყველა სიტყვა აბსოლუტურად სიცრუე იყო ჩემთვის. წადი, შენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი, – მარტო ამას ვამბობდი. ხელი ჩაიქნია და ხმა აღარ გაუცია ჩემთვის, დილით კი სამსახურში წავიდა. ვგრძნობდი, ძალიან მიდოდა ჩემი ქმრისთვის დამეჯერებინა, შინაგანი ხმა ამისკენ მიბიძგებდა და ალბათ, ეს იყო ნუგეში ჩემს ტკივილზე. მერე ვიფიქრე, ხომ არ მეეშმაკა და ჩემი ქმრის იმ ქალთან შეხვედრა ხომ არ მომეწყო. რეაქციაზე მივხვდებოდი, ხდებოდა მათ შორის რამე თუ არა. რამდენიმე დღე ქმარს საერთოდ არ დავლაპარაკებივარ და ისიც არ იჩენდა ინიციატივას. მივხვდი, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდებოდი და დავიწყე ქექვა. ეს საშინელება იყო – ჯაშუშივით, მაძებარი ძაღლივით ვიქექებოდი. ვუჩხრეკდი ჯიბეებს, მობილურს, რამდენჯერმე სამსახურშიც მივაკითხე რაღაც მიზეზით, მაგრამ, ვერ გამოვიჭირე. მხოლოდ ახლახან გაიხსნა კვანძი...

– და, მთელი ეს პერიოდი ცხოვრობდით ეჭვით, რომ ქმარმა გიღალატათ?

– დიახ. ბოლოს კი კვანძი გაიხსნა: ის ქალი არ იყო ჩემი ქმრის საყვარელი; ის მომიგზავნა მეორე ქალმა, რომელსაც ჩემს მეუღლესთან აქტიური ფლირტი ჰქონდა, მაგრამ, რომანი არ გამოუვიდა – ამაში ჩემი ქმარი თვითონ გამომიტყდა, – არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ბოლო წუთს თავი შევიკავე და ვცდილობ კიდეც ამ ამბის დავიწყებასო. თან, ქმარიც ჰყავდა და მივხვდი, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდაო. წარმოგიდგენიათ?! იმან კი ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო და იერიში ჩემზე მოიტანა. რა ვუწოდო ასეთ ქალს? მოკლედ, კაცები სულელები არიან, მათი საყვარლები კი – ბოროტი, გულღრძო ადამიანები...

скачать dle 11.3