კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს მეგობრებმა ერთმანეთი 40-წლიანი დაშორების შემდეგ და სად შეხვდებიან ისინი ერთმანეთს

67 წლის სილვა ბიწაძე ეძებდა დაახლოებით 65-69 წლის მადლენა ცისკაძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს – დაახლოებით 65-69 წლის მადლენა ცისკაძეს. ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს და წლებია, მას ვეძებ. ბოლოს მადლენა დაახლოებით 70-იან წლებში ვნახე. სამწუხაროდ, მისი სურათი არ გამაჩნია, აღარც მისი ზუსტი ასაკი მახსოვს, რადგან, უკვე დიდი ხანია, რაც მასთან კავშირი დავკარგე. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში. თავად მე ჯვარში ვცხოვრობ. მადლენა კი, როგორც მახსოვს, ხარაგაულის რაიონიდან (ან თვითონ ხარაგაულიდან) იყო.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულებში“ „თბილისელების” 2014 წლის დეკემბრის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა. საბედნიეროდ, მადლენა ცისკაძე ნაპოვნია. მისი პოვნა ახალ წლამდე რამდენიმე ხნით ადრე მოხდა და დღეს მეგობრებს შორის კავშირი აღდგენილია, დანარჩენს კი მკითხველი სტატიიდან შეიტყობს.

ინტერვიუ სილვა ბიწაძესთან:

– სილვა, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი მეგობარი ვიპოვეთ?

– მადლენას წლების განმავლობაში ვეძებდი, მასთან ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი დღეებია დაკავშირებული – ერთად გავიარეთ სტუდენტობა. ერთმანეთი ბოლოს დაახლოებით 70-იან წლებში ვნახეთ, შემდგომ კი ჩვენ შორის კავშირი შეწყდა. მისი პოვნა ძალიან დიდი ხანია, მინდოდა და თქვენ, შეიძლება ითქვას, ნატვრა ამისრულეთ. მეც და მადლენაც მადლობას გიხდით ამ სასწაულისთვის. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთ მოკლე დროში მეგობარს ვიპოვიდი.

– საინტერესოა, როგორ შედგა თქვენი პირველი სატელეფონო საუბარი ამდენი წლის დაშორების შემდეგ და აპირებთ თუ არა შეხვედრას?

– როგორც კი გავიგე, რომ მადლენა ნაპოვნია, მაშინვე გადავწყვიტე მასთან დარეკვა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მან დამასწრო – სანამ მე სახლიდან გავიდოდი და მობილურზე თანხას ჩავრიცხავდი, მან დამირეკა. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი ძალიან თბილი და ემოციური იყო. ორივეს ცხოვრებაში უამრავი რამე მოხდა. ამდენი წელია, ერთმანეთი არ გვინახავს და სასაუბრო ბევრი გვქონდა. ჩვენ დიდი მადლობლები ვართ ამხელა სიხარულისთვის. მადლენა თბილისში ცხოვრობს, მაგრამ მას პოვნაში მე ვაჯობე და პირველმა მე მოგმართეთ მისი მოძებნის თხოვნით. აღმოჩნდა, რომ, წლებია, ისიც მეძებდა. ერთმანეთთან შეხვედრას აუცილებლად ვაპირებთ – ან ის ჩამოვა ჩემთან, ან მე ჩავალ თბილისში.

ინტერვიუ ნაპოვნ მადლენა ცისკაძესთან:

– რა ხერხებით ეძებდით მეგობარს და როგორი იყო თქვენი რეაქცია მის პოვნაზე?

– თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის ყოველთვის ვკითხულობ თქვენს რუბრიკას, რადგან, ძალიან მომწონს. იმ ნომრის წაკითხვა კი, რომელშიც ჩემზე იყო სტატია, ვერ მოვასწარი. სულ ვფიქრობდი, ეს ნომერი შემეძინა და წამეკითხა, მაგრამ, ამასობაში ახლობელმა დამირეკა – მადლენა, შენ გეძებენო. სიხარულისგან გავგიჟდი, როდესაც წავიკითხე, რომ სილვა მეძებს, რადგან, რამდენიმე წლის განმავლობაში მეც უშედეგოდ ვეძებდი მას. მის მოგვარეებს და ზუგდიდში წამსვლელ ადამიანებს ვაბარებდი მასზე რაიმე ინფორმაციის მოძიებას, თუმცა, უშედეგოდ. მე და სილვამ ერთმანეთი ბოლოს 70-იან წლებში ვნახეთ. შემდეგ ის გათხოვდა, მერე კი – მე და ასე დავშორდით ერთმანეთს, მანამდე კი ორივე თბილისში ვსწავლობდით. სილვა მთელი ამ წლების განმავლობაში მახსოვდა, მაგრამ, ჯერ ოჯახმა (ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე), შემდგომ კი ავადმყოფობამ შემიშალა ხელი, რომ ის აქტიურად მეძებნა. უზომოდ გამიხარდა მისი პოვნა. მან მე ჯვარში დამპატიჟა. არ ვიცი, როგორ შევძლებ ჩასვლას, მაგრამ, თუ ვერ მოვახერხე, თბილისში მაინც შევხვდებით ერთმანეთს. ჩემთვის სილვა ძალიან ძვირფასი ადამიანია. საერთოდ, რაც წლები გვემატება, უფრო და უფრო გვენატრება ახალგაზრდობის მეგობრები. როცა გავიგე, რომ სილვა მეძებდა, ბევრი ვიტირე (რა თქმა უნდა, სიხარულისგან). როგორც კი მის ფოტოს დავხედე, ემოციები შემომაწვა და ერთი სული მქონდა, მას დავკავშირებოდი. დიდებულ საქმიანობას ეწევით და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3