კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტირის გოგა მესხის დედა „ერთი ერთშის“ ყოველი გადაცემის დროს და რაში ეხმარებოდა ის ქალად გარდასახულ გიორგი სუხიტაშვილს

პროექტი „ერთი ერთში“ ნელ-ნელა უახლოვდება ფინალურ ფაზას და, შესაბამისად, თანდათან იმატებს ტემპერატურაც. მონაწილეები ლაივიდან ლაივამდე უფრო მეტად მონდომებულები ხდებიან და ყოველ ოთხშაბათს არაჩვეულებრივი გარდასახვებით აოცებენ მაყურებელს. პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა გოგა მესხი, რომელმაც რომა რცხილაძის არჩვეულებრივი განსახიერებით პირველივე ლაივზე დაიმსახურა უმაღლესი ქულები და ლიდერი გახდა. პროექტის პარალელურად, საინტერესოდ ვითარდება გოგას პირადი ცხოვრებაც.

გოგა მესხი: იმდენად მინდოდა „ერთი ერთში“ მონაწილეობა, რომ ბოლოს ვფიქრობდი: „ჩავაწყო” თუ რა ვქნა?“ (იცინის). ძალიან საინტერესოა აქ მუშაობა, თითოეულ მუსიკოსად გარდაქმნის პროცესი. გრიმიორებით დაწყებული, მასწავლებლებით დამთავრებული, ყველა უმაღლესი კლასისაა. სიმართლე გითხრა, ცოტა შეუჩვეველი აღმოჩნდა ეს სიტუაცია. საქართველოში მაინც, არ ვართ განებირვებულები ასეთი შოუებით. რობოტივით შრომაა საჭირო. თავიდან უფრო გასართობი სიტუაცია გვეგონა, მაგრამ, ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.

– პირველივე ლაივის ლიდერი გახდი და ეს, ალბათ, ყველაზე კარგი შეგრძნება იყო, არა?

 – ძალიან მაგარი იყო. დიდი მადლობა რომას, რომ მოვიდა და ერთად შევასრულეთ უკვდავი ჰიტი. რომ შემოვიდა და მე – რომა რომ დავხვდი, შეწუხდა კაცი (იცინის). როგორია, შედიხარ ოთახში და შენს თავს ხედავ?! სანამ ჩემი ნომერი დაიწყებოდა, საპირფარეშოში შევედი მოსაწესრიგებლად; ვიღაც შემოვიდა და მეუბნება: ბატონო რომა, ძალიან მიყვარხართ, მიყვარს თქვენი შემოქმედება და იქნებ ფოტო გადავიღოთო. ცოტა ხანს ვაცადე, ილაპარაკა და მერე ვუთხარი, რომ მე გოგა ვიყავი. მართლა ძალიან ვგავდი.

ერთი მხრივ, ძალიან მაგარი იყო, მეორე მხრივ კი ლიდერობამ რაღაცეებში ხელი შემიშალა. მომდევნო ნომრებს სერიოზულად არ მივუდექი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ, მაინც გამათამამა ლიდერობამ. ვფიქრობ, რომ არცერთი შესრულება არ იყო ცუდი – რომას გარდა, ტომ ჯონსი მოვირგე კიდევ კარგად, რეი ჩარლზიც, თუმცა, ცოტა ტექნიკური პრობლემები იყო.

– ყველაზე მეტად ვისი განსახიერება გაგიჭირდა?

– ბარი ვაითის, მისი ტემბრიდან გამომდინარე. მომიწია ძველი ბარი ვაითის გაკეთება და ძალიან გასუქება, ბევრი რაღაცეების ჩაცმა და, ამ ყველაფერმა ერთად ხელი შემიშალა. ისე, ყველაზე რთული შესაგუებელი კბილებია. როცა მისი ჩასმა არ მიწევს, ბედნიერი ვარ. როცა ამ კბილებს გისვამენ, საერთოდ სხვანაირად ლაპარაკობ და, მით უმეტეს, სიმღერა ძალიან რთულია.

– ჯერჯერობით ბედი გწყალობს – ქალის განსახიერება არ მოგიწია.

– ქალი... ვაიმე! (იცინის) იქით არ ვიცი, რა არის, შეიძლება, გადავრჩე, ან, ბოლო კონცერტზე მომივიდეს. თემოს ჰქონდა უკვე. სუხიტას შეხვდა გადასარევი თინა თერნერი  და ლეგენდარული ბარბრა სტრაიზანდი – მას მეორედ შეხვდა ქალი; მგონი, ჩემი იყო და მან წაიღო. ჯიგარი ხარ, სუხიტ! (იცინის) როცა თინა თერნერს ასახიერებდა, ჩაცმის პროცესი იყო ძალიან სასაცილო – ყველაფერი, დაწყებული ბიუსტჰალტერიდან. ვეხმარებოდი, კაცო, რა მექნა, მეგობარია. მშვენიერი ქალია, ვერაფერს იტყვი! (იცინის) ხუმრობის გარეშე, სუხიტას ისეთი ფეხები აქვს, ბევრ ქალს შეშურდება (იცინის). ტემბრზე არ არის ამ დროს ლაპარაკი, რამეს იზამ, მაგრამ, ეს ბანდაჟი თუ რაღაც რომ გაცვია, ძალიან რთულია. ორი დღე ვერ დადიოდა ჩემი ძმაკაცი, რა უნდოდათ, რას ერჩოდნენ! (იცინის).

– პროექტის პარალელურად, პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– არის ერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. არ დავაკონკრეტებ სახელსა და გვარს, მაგრამ,  არის. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ყველას, ნუ შეიწუხებთ თავს ზედმეტი მიწერ-მოწერით.

– ეს, ალბათ, სხვა გოგოებს ეხება, არა?

– რა ვქნა ახლა, ნეტა ორი ვიყო (იცინის). რომ გითხრა, ძალიან მოთხოვნადი ვარ გოგონებში-მეთქი – არა, თუმცა, შეიძლება, რაღაც დოზით ვარ. რატომაც არა – ქერა, მელოტი, მხარბეჭიანი ბიჭი, კალათბურთს რომ თამაშობს და კარგად რომ მღერის, მსახიობი (იცინის)... თუ გინდათ, გადახედეთ, რაც ჩემზე დაწერილა და ნახავთ, რომ მართლა არასდროს ვლაპარაკობ პირადზე – რაღაცეებს აფუჭებდნენ და იმიტომ. რამდენჯერმე სავალალო შედეგებამდეც მივიდა საქმე. სამწუხაროდ, აქაც არიან პაპარაცები და ერთი-ორჯერ შემხვდნენ, რაც ძალიან ცუდად მახსოვს. თუმცა, ეს ადრინდელ ურთიერთობებს ეხება. ეს შენამდე იყო, ჩემო სიხარულო, არ ინერვიულო! (იცინის).

– რადგან მის ვინაობას არ აკონკრეტებ, ზოგადად მითხარი, როგორი გოგონაა?

– არის ძალიან ლამაზი გოგო, ნიჭიერი და კარგად გაზრდილი შვილი. დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ახლა სწავლობს. პროფესიით მომღერალი არ იქნება, მაგრამ, საკმაოდ კარგად მღერის. 

– დაქორწინებას თუ აპირებთ ახლო მომავალში?

– დიახ. დადგა დრო, რომ უნდა შევქმნა ოჯახი და შევქმნი კიდეც ახლო მომავალში, წელს.

– რას ნიშნავს შენთვის სიყვარული?

– ყველაფერს. ამ დროს ყველაფერს ღიმილით და დადებითად ვუყურებ. რაღაც რომ მოხდება, ვფიქრობ, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, სამაგიეროდ, მე ეს ადამიანი მყავს. შეიძლება, ცოტა რომანტიკულად გამომდის, მაგრამ, ამ დროს არანაირი წინაღობის არ მეშინია, ყველანაირ პრობლემას გადავჭრი, მოვაგვარებ და ამოვძირკვავ (იცინის). თქმა რომ იციან – „მე სიყვარული მიყვარს და მის გარეშე არ შემიძლია“ – ასე არ ვარ. რა არ შემიძლია, კაცო! ყოფილა შემთხვევა, რომ საერთოდ არ მყვარებია, მაგრამ ახლა ძალიან შეცვლილი ვარ. არ ვიცი, ასაკის ბრალია? კაი, 29 წლის ვარ (იცინის). არ მიყვარს, რომ ამბობენ, 16 წლის ბიჭი და 17 წლის გოგო გაიპარნენო. ეს ერთი წლით უფროსი გოგო მნიშვნელოვანია – ის ბიჭობს და, ხომ ხვდები? (იცინის) რა უბედურებაა, რამე გააკეთეთ, განათლება თუ არ გინდათ, იმოგზაურეთ ან იმუშავეთ. 17 წლის ასაკში რა დროს ცოლის მოყვანაა! გაიზარდე, ჩამოყალიბდი, ცხოვრება ნახე. გათხოვებას არა, ცოლის მოყვანას ვგულისხმობ; გათხოვება მოსულა მაგ ასაკში (იცინის).

– რატომ, გოგოებს არ სჭირდებათ გაზრდა, ჩამოყალიბება და ცხოვრების ნახვა?

– გოგოებს ქმარი ანახვებთ (იცინის).

–  როგორი ხარ პირად ურთიერთობაში? 

– ხანდახან, შეიძლება, ურთიერთობას მსუბუქად ვუყურებდე. სიმძიმეები სხვაგანაც გვეყოფა ცხოვრებაში და საყვარელ ადამიანთან აღარ არის საჭირო, მაგრამ, გარკვეულ მომენტებში მკაცრიც ვარ, მაგალითად, ერთს რომ ვიტყვი და არ ესმით (იცინის).

– ვინ არის შენი მთავარი გულშემატკივარი პროექტში? 

– დედა. პირველ კონცერტზე ისე ინერვიულა, რომ ავუკრძალე მოსვლა და მას მერე აღარ ყოფილა. რა გაკანკალებს ან რა გატირებს? პირველ ადგილზე ვარ – ტირის, ბოლო ადგილზე ვარ – ტირის: „მოგიკვდეს დედა!“. ამიტომ აღარ წავიყვან არცერთ კონკურსზე, კონცერტზე – კი. დედისერთა ვარ და ეგ არის მთავარი პრობლემა. ეს მარტო კონცერტს კი არ ეხება, სახლშიც აღარ შემიძლია ამდენი ყურადღების ატანა. შეიძლება, 29 წლის ბიჭს ჩაის რომ დაუსხამ, შაქარიც ჩაუყარო და მოურიო?! არ არსებობს, გავიღვიძო და საწოლთან არ დამხვდეს ხილის ასორტი. აღარ შემიძლია! (იცინის) ხომ შეიძლება, მე გავფცქვნა ეს ბანანი?! (იცინის) მოკლედ, ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში ვარ და, იმედი მაქვს, ჩემი მეუღლე არ იქნება ასეთი. იქით მივუტან ყავასაც და ყველაფერს; სარეცხსაც გავრეცხავ, თუ უნდა (იცინის). მაგრამ, არაფერიიც! ქალისთვის მე ვიცი „კუხნა-კრაოტი“, „კუხნა-კრაოტი“ (იცინის).

– „ერთი ერთშის“ გარდა, რა ხდება შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

– საკმაოდ დიდი გეგმები მაქვს. მინდა GDS-ს გადავუხადო დიდი მადლობა სერიალ „ტიფლისისთვის“. დიდი იმედი მაქვს, რომ, როგორც მსახიობს, მომიწევს მასში მონაწილეობა. ძალიან მაგარი პროექტია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ ჩემს ქვეყანაში ხდება. თეატრშიც მაქვს გეგმები; ასევე, სიმღერების ჩაწერასა და ვიდეორგოლის გადაღებას ვაპირებ და გაგაგებინებთ ექსკლუზიურად, რადგან, თბილისელი ვარ და მე მიყვარს „თბილისელები“.

скачать dle 11.3