კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო შორდებოდა დათო ოქიტაშვილი ცოლს და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანს ქვეყნის დღევანდელ თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ყევლანაირად ცდილობს, თბილისელები არ იყვნენ მოკლებული საინტერესო ღონისძიებებს. ამისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავს შოუ-ბიზნესის გამორჩეული წარმომადგენლები საინტერესო, ლამაზი შოუ-პროგრამით.  ზოგჯერ მხოლოდ ეს დიდი შრომის კი არა, დიდი რისკის ფასადაც უჯდება. ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ ასევე, მისი დამსახურებით, უკვე მრავალი წელია, ჩვენს ცნობილ და ძვირფასს საზოგადოებას, მსახიობებს, მომღელებს, კომპოზიტორებს სწორედ ის უხსნის ვარსკვლავს. მასთან ამ ხალხს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ლანძღავენ კი ისინი, ვისთვისაც ეს ყველაფერი ღირებული არ არის და ხელოვნებასთან არაფერი აქვთ საერთო. მოკლედ, დათო ოქიტაშვილი თავისი საინტერესო ცხოვრებისეული, ძველი და ახალი, ჯერაც გაუხმაურებელი ამბებით.         

– დათო, გვიამბე როგორ დაიწყე ამ სფეროში მუშაობა, როგორ აღმოჩნდი ამდენი ცნობილი ადამიანის გვერდით, რომლებიც შემდგომ შენი მეგობრები გახდნენ.                  

– ჩემთვის ეს სფერო, რომელშიც დღეს ვარ, უცხო ნამდვილად არ ყოფილა. დედა მოცეკვავე იყო და ჩვენთან ოჯახში სულ იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები. მაგრამ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მომავალში ამ კუთხით მომიწევდა მუშაობა. ამაში დიდი როლი ითამაშა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, ზურაბ ჟვანიამ. როდესაც ის ჩვენთან, ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და გაიცნო ჩვენი ოჯახი – მე, დედა, დედას სამეგობრო წრე, მითხრა: მინდა,  კულტურის ხაზით იმუშაოო. ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ისეთ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი, ნინო რამიშვილი… ზურამ მომცა საშუალება, რომ ამ ხალხს უფრო დავმეგობრებოდი. არასოდეს დამავიწყდება, მედეა ჩახავა რომ იღვიძებდა, პირველი ჩვენთან რეკავადა სახლში და გვეკითხებოდა, როგორ ხართო.   

– მაგრამ, ალბათ, ბარიერებიც ახლდა ამ ყველაფერს.  

– ბარიერები ახლაც ახლავს. ამხელა სფეროში რომ ტრიალებ, წინააღმდეგობები ყოველთვის არის. იყო ბევრი მტრობა, ლანძღვა. ერთხელ სოფიკომ მითხრა: შენ ხარ შტერი. როცა არ გლანძღავენ და გაგინებენ, ესე იგი, უინტერესო ხარო. აქედან გამომდინარე, აღარ ვაქცევ ყურადღებას. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ბედნიერი ვარ რომ აი, ამ სიბინძურეში, რასაც პოლიტიკა ჰქვია, არ ვერევი. შეიძლება, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვხატო რაღაცაზე. ჟვანიამ რომ 1993 წელს შემომთავაზა კონცერტების გაკეთება, შემეშინდა. პირველი ევროპული ღონისძიებები რომ გაკეთდა, სოსო პავლიაშვილან ერთად მოვიარეთ მთელი საქართველო. მართლა რთული პერიოდი იყო. ყვავილების ნაცვლად, ჩემთვის და სოსოსთვის ჩურჩხელები, მურაბები მოჰქონდათ. იმიტომ რომ, ეს ყველაფერი არ იყო ასე დალაგებული, როგორც დღეს არის. ახლა მეცინება, როცა ვიღაც შოუ-ბიზნესსა და საერთოდ, რაღაც მატერიებზე ლაპარაკობს. ყველაფერი წარმავალია. წარსული არ უნდა დაივიწყო. ვიღაცისთვის შეიძლება, ეს ადვილი ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის არ ყოფილა იოლი.  

– ზურაბ ჟვანია, შენი უახლოესი მეგობარი იყო. შეიძლება ითქვას, ის იყო შენი ზურგი და მისი გარდაცვალების შემდეგაც, იგრძენი, თუ რა ძალიან დაგაკლდა...   

– ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მას მერე, რაც ზურა მოკლეს. დიახ, მოკლეს და არა გარდაიცვალა, როგორც ამბობენ. მე გამომაგდეს მერიიდან, მერე გამომაგდეს კულტურის სამინისტროდან, მერე მომიგონეს ათასი სიბინძურე…

– ეს ამბავი ზურაზე გაკეთებულ შენს მკვეთრ განცხადებებს უკავშირდებოდა, როგორც მახსოვს... 

– კი, იმიტომ რომ, ის ვერსია, რასაც ეგენი ამბობდენ, ახლაც არ მჯერა და არც არასდროს დავიჯერებ. ზურა იყო მარხვაზე. ჩვენ საღამოს შევხვდით, საქმეებზე ვისაუბრეთ და მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ. დილით ვიღვიძებ და ამ საშინელ ამბავს ვისმენ. შოკში ვიყავი. ეს იყო აბსოლუტურად დადგმული სპექტკალი. ზურა, იცი, როგორ ეწეოდა სიგარეტს? ერთ ღერს რომ მოწევდა, ჩააქრობდა, მერე მეორეს უკიდედა.  თუ გახსოვს, მაგიდაზე რომ დადეს კონიაკი, საერთოდ არ სვამდა ეგეთ რაღაცეებს. მერე, იქ არ იყო სიგარეტი. მით უმეტეს, თუ ადამიანი სვამს, უფრო მეტს ეწევა, ხომ? ეს რომ ვთქვი, მერე დადეს სიგარეტი, მაგრამ არა ის, რომელსაც ზურა ეწეოდა. ზამთარ-ზაფხულ მის ოთხაში ოდნავ მაინც იყო ფანჯარა ღია. როდესაც ეწეოდა, პირდაპირ მიდიოდა და უნიტაზში რეცხავდა. კვამლის სუნზე ღიზიანდებოდა და როგორ, გაზმა გაჟონა და ზურამ ეს ვერ იგრძნო? ზუსტად იმ კორპუსის წინ ცხოვრობს ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი, რომელმაც თქვა: ორი, სამი დღე ჩვენთან გაზი არ ყოფილაო. ყველამ კარგად დაინახა, რა და როგორ შეიტანეს იმ სახლში. 

– შენს გარშემო სულ რაღაცას იგებს კაცი. მახსოვს, „რივერდანსის” ჯგუფი რომ ჩამოიყვანე, იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ ვითომ, ეს ნამდვილი „რივერდანსი” არ იყო...  

– ჰო, მერე მომიგონეს, ვითომ მე არ ჩამომიყვანია ეს მოცეკვავეთა ჯგუფი. ეს არ იყო სრული ჯგუფი, იმ ჯგუფიდან ჩამოვიდა 25 კაცი, ისევე როგორც, მაგალითად, „სუხიშვილებიდან” საგასტროლოდ შეიძლება, ნაწილი წავიდეს. ამაში არაფერია გასაკვირი. მაგრამ, საბაბი ხომ უნდა ჰქონოდათ. ის ჰონორარი თვითონ კულტურის სამინისტრომ გადაიხადა, ხელშეკრულებაც მათ ჰქონდათ დადებული, ჩვენ ვიყავით შემსრულებელი მხარე. მე აღარ გამიღვივებია ეს თემა, იქიდან გამომდინარე, რომ აზრი არ ჰქონდა მათთან საუბარს. მე ვარ დღეს ბედნიერი, რომ მათ სამსახურიდან გამომაგდეს.  

– ესე იგი, რეალური მიზეზი ის იყო, რაც ვთქვი?  

– კი, ეს იყო რეალური მიზეზი, აბა, ხომ არ იტყოდნენ, ეს დათო ოქიტაშვილი ოცდაოთხი საათი იმას გაიძახის, ჟვანია მოკლულიაო. იმდენად დაეცნენ და მდაბიოები იყვნენ, ვარსკვლავიც წამართვეს. ჩემს მერე პირველი ვარსკვლავის გახსნა რომ დააპირეს, რამდენიმე დღით ადრე ის მოცეკვავე, ვისაც უხსნიდნენ, გარდაიცვალა. ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ არ შეიძლება, დაანგრიო და ხელი ახლო იმას, რაც შენ არ გეკუთვნის. ოქტომბერში დამირეკა გურამ ოდიშარიამ და მითხრა, რომ აღადგინა სამართლიანობა და ვარსკვლავი  დამიბრუნდა. ისინი ცდილობდნენ, მე არაფერი გამეკეთებინა, უნდოდათ იზოლაციაში მოვქცეულიყავი, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არასდროს გავჩერებულვარ. დღესაც, ჩემი საქმე გამოსაძიებელია. ღამის 11 საათზე დამხვდნენ, ავტოფარეხში ჩამკეტეს და მცემეს. ღმერთმა გადამარჩინა, შემთხვევით გამოვიქეცი. ვიდრე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანდნენ „სოდი,” „კუდი,” ტელევიზია მისულან და კითხულობდნენ, ოქიტაშვილი არ მოუყვანიათო. აი, ასეთი ამბები გადავიტანე. მერე შვილების გატაცებით მემუქრებოდნენ და რაღაც, არ მინდა, იმ სიტყვის გამეორება, რაც შემომითვალეს. პირველი ოქტომბერი რომ არ მოსულიყო, მე და ჩემი ოჯახი აქედან მივდიოდით. რაღაც პერიოდი მე ჩემს ოჯახთან ერთად ვიმალებოდი. გავუძელით  ყველანაირ დარტყმას და წნეხს, ძალიან ცუდი რაღაცეები მახსენდება. 

– სად აპირებდი წასვლას ოჯახთან ერთად? 

– აზერბაიჯანში. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მის ოჯახთან. იქ ასევე მყავს მეგობარი ქალბატონი თარანა ხანუმ, რომელიც მზად იყო მივეღე ოჯახით. სამსახურიც ჰქონდა ჩემთვის მონახული. 

– დიდიუბის პანთეონში დადიხარ, როგორც ვიცი, ზურაბ ჟვანიას საფლავზე...     

– კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც მივდივარ და ვცდილობ, მარტო მივიდე. ერთხელ მივედი, დაცვა დამხვდა და არ შემიშვა – აქ რა გინდაო. ჩემს გულში ვთქვი, მიცვალებულისაც გეშინოდეთ-მეთქი. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ზურას საფლავზე მივდივარ, ვჯდები და ვესაუბრები. მგონია, ყველაფერი ესმის. დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ჩვენ სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით და ზუსტად ამიტომ მოიშორეს. 

ოქიტას მეძახდა, მერე დამარქვა შავი მარგალიტი. მეც და ზურაც, ერთ დღეს ვართ დაბადებულები – 9 დეკემბერს. ვერასდროს ვიყოფდით სტუმრებს, ერთი სამეგობრო გვყავდა. ამიტომ, ზოგჯერ ზურა იხდიდა წყნეთში, ზოგჯერ – მე. დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა, როცა ლაპარაკობდა, ბევრ რამეს ვიწერდი. არასდროს ადამიანს ზემოდან არ შეხედო და დასცინო, ყველაფერი წარმავალიაო, – ამბობდა. ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ ეს ასეა. ჩემთვის არანაირ თანამდებობას, ქონებას მნიშვნელობა არ აქვს. მე ბედნიერი ვარ, რომ ქუჩაში თავაწეული დავდივარ. ყველას არ ვუყვარვარ, ზოგი მაგინებს, ზოგი მლანძღავს. მართალია,  მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. ყოველთვის უნდა გყავდეს მტერი, ასეთები ძალას გმატებენ და დაგაფიქრებენ იმაზე, რომ მეორედ ეს ნაბიჯი არ გადადგა.

– შენ ასევე, ხარ ქველმოქმედი, რაც ბევრმა არ იცის.

– მე ვეხმარები ორმოცამდე ძალიან ცნობილ ადამიანს, რომელთაც არ შეუძლიათ თავის აქტიურობით იდგნენ სცენაზე, მაგრამ არასოდეს მივცემ თავს უფლებას, ეს ტელევიზიებს გავაგებინო: დღეს ამა და ამ  ადამიანთან მივდივარ, პროდუქტი ან თანხა მიმაქვს და დამჭირდებით-მეთქი. თუ სიკეთეს აკეთებ, გააკეთე და ქვეყანას ნუ შეყრი. ამით პიარი არ უნდა გაიკეთო. 

– მინდა, ის პერიოდიც გაიხსენო, როცა არ მუშაობდი. რას აკეთებდი, როგორ ცხოვრობდი?      

– სახლში ვიყავი, არაფერსაც არ ვაკეთებდი. მაშინ გავიცანი ყველა – ვინ არის ჩემი მეგობარი, ვინ მტერი, ვინ მოყვარე. ჩემი ტელეფონი, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში რეკავდა, გაჩუმდა.  აღარავინ არ მირეკავდა. ჩემშიც მოხდა გადახარისხება. დღეს ამ ადამიანებს შეიძლება, ვესალმები, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ არ შეცვლილა. როცა ისევ დავიწყე მუშაობა, ისევ დაიწყეს ჩემთან რეკვა. რურუამ თქვა: პირველმა ოქტომბერმა მოუსწრო ოქიტაშვილს, თორემ ამ გაუგებარ ადამიანს რატომ უნდა ეკეთებინა ვარსკვლავიო. როცა ვმუშაობდი, მაშინაც შეეძლო, ეს პირდაპირ ეთქვა. სულ ვფიქრობ, ბოროტება როდის უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ადრე ვიწყებდი ხოლმე თავის მართლებას, მერე მივხვდი, რომ თავი არ უნდა იმართლო. უნდა თქვა: დრო მოვა და ყველა ყველაფერს მიხვდება. ტალახი მესროლოს მან, ვინც ჩემზე სუფთაა. უცოდველი ამქვეყნად არავინაა. იყო დრო, როცა მთელი ჯგუფი მუშაობდა, დათო ოქიტაშვილი როგორ მოესპოთ. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ მე თანამდებობისკენ ვილტვი. კიდევ ერთხელ ვამბობ: თანამდებობაზე დაბრუნება არ მინდა. რომ მდომოდა ვიქნებოდი. მე ისედაც ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს. როცა მინდა ვდგები, როცა მინდა ვწვები, სადაც მინდა – მივდივარ. მაგიდაზეც ავდივარ და ვცეკვავ, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. 

– გამომდინარე იქიდან, რომ ცნობილ ხალხთან ახლო ურთიერთდამოკიდებულება გაქვს, მათზე ბევრი ინფორმაცია გექნება, რაც არ არის ცნობილი. საიდუმლოს გიმხელენ ხოლმე?   

– მე ხეზე რომ ჩამომკიდო, დამსერო და მარილი დამაყარო, არასოდეს ვიტყვი იმ საიდუმლოს, რაც უთქვამთ. ადამიანი საიდუმლოს რომ განდობს და შენ პირს გააღებ, ეს არის არაკაცობა. ვერავინ იტყვის, დათო ოქიტაშვილს ეს ვუთხარი და წინ დამხვდაო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ვიცი და ყოველთვის ვხუმრობ: მე რომ პირი გავაღო, შეიძლება, ნახევარი შოუ-ბიზნესი აქედან გაიქცეს და არამარტო შოუ-ბიზნესი-მეთქი. მაგრამ, ამის უფლებას ჩემს თავს არ მივცემ.   

– შარშან მანქანიდან დიდი თანხა მოგპარეს. როგორ ჩაიარა ამ ამბავმა?      

– ვინც მომპარა, ვიცი, მაგრამ იმას დღემდე ჰგონია, არ ვიცი. მანქანაში მქონდა ფული, უნდა მიმეტანა ერთ-ერთი ანსამბლის ხელმძღვანელთან. ვაღებ „ბარდაჩოკს” და ფული აღარ  არის. იმ დროს მანქანაში რამდენიმე მეგობარი მეჯდა. აუ, დაიწყეს: მე არ ამიღია, გეფიცები და რაღაც ეგეთები. ვუთხარი – კი მაგრამ, მე გეუბნებით, რომ თქვენ აიღეთ, მორჩა, დამთავრდა ეს თემა-მეთქი. იმ ოთხიდან ხომ უნდა გამოგეცნო, ეს ვინ გააკეთა. დრო გავიდა და მივხვდი. საბედნიეროდ, გვერდით მყავს ისეთი ადამიანები, ვინც ეს თანხა მომცა და გადავიხადე. 

– შენს მეუღლეზეც მინდა გკითხო. გიდგას თუ არა გვერდით, აინტერესებს ის საქმე, რასაც შენ აკეთებ?   

– უბედნიერესი ადამიანი ვარ ამ მხრივ, რომ მყავს მეუღლე, რომელიც ჩემს საქმიანობაში არ ერევა. სხვების ცოლებისგან განსხვავებით, არ მოდის ჩემთან სამსახურში, არ მიზის მაგიდასთან და სვამს ყავას. ერთადერთხელ იყო, მერიაში რომ დავიწყე მუშაობა, ჩემსვე უახლორეს მეგობარს გაუწია რეკომენდაცია, არც ვიცოდი ის თუ არ მუშაობდა. ამის გამო, ერთი თვე არ ველაპარკებოდი, რასაკვირველია, ის ავიყვანე სამსახურში, მაგრამ ჩვენ ისე ვიჩხუბეთ, კინაღამ ერთმანეთს დავშორდით. მის რჩევებს კი ვითვალისწინებ, მაგრამ ცოლს უფლება არ აქვს, ჩაერიოს ჩემს საქმეებში. ისეთ სფეროში ვმუშაობ, ჩემი ცოლი შეიძლებოდა, გაგიჟებულიყო. ბედნიერი ვარ, რომ გამიგო.                                 

скачать dle 11.3