კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პირობებს დააწესებს ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ და რატომ ვერ შეძლებს ამით სარგებლობას განურჩევლად ყველა საქართველოს მოქალაქე

გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საშუალება მოგვეცემა. შესაბამისად, იმედიც ჩაგვესახა, რომ 2015 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებს გზა ფართოდ გაეხსნებათ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს მოქალაქეები, თუკი ადრე 37 მანეთად მოსკოვში დაფრინავდნენ, ახლა იგინივე 300 ევროდ ევროკავშირის დედაქალაქებში იფრენენ და იქნება თუ არა საკმარისი მხოლოდ სურვილი ევროკავშირის ტერიტორიის დასალაშქრად? – თემას დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძესთან ერთად განვიხილავთ. 

– უვიზო მიმოსვლა ნიშნავს, რომ ერთ დღესაც გაიხსნება საზღვარი და ყველა მსურველი გადავ-გადმოვა თუ მაინც რაღაც პროცედურების გავლა მოგვიწევს ევროკავშირის უვიზოდ მოსანახულებლად?

– ასოცირების ხელშეკრულებას მოჰყვება გარკვეული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა პირობებით შეძლებს საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლას. შეიძლება, ყველა მსურველი ერთდროულად არც გაუშვან. თავისუფალი შესვლის უფლება შესაძლოა, მიენიჭოთ ბიზნესმენთა თუ მეცნიერთა ჯგუფებს, სტუდენტებს –  სწავლის მიზნით. იმიტომ რომ მიგრაცია მრავალფეროვანია: სასწავლო, შრომითი და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, შრომითი მიგრაცია რომ დაუშვან საქართველოდან? ევროპაში ისედაც არსებობს დასაქმების პრობლემა და ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას. ძალიან კარგად იცის ეს ევროკავშირმა და საქართველომაც და ამიტომ დარეგულირდება ეს საკითხი. მით უმეტეს, რომ აქედან წამსვლელს არ დახვდება იქ მზა სამსახური. ამას გარდა, სოციალური დაცვის საკითხებიც ჩნდება, დაზღვევის პრობლემებიც იქნება მოსაგვარებელი და სხვა. საკმაოდ შრომატევადი საქმეა და უვიზო მიმოსვლის დაშვების შემდეგ უამრავი სამუშაო იქნება ჩასატარებელი.

– მოლდოვას აქვს უკვე უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, თუმცა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არ შეუძლიათ თავისუფლად შესვლა.

– მოლდოვას არ აქვს ისე კარგად საქმე, როგორც ჩვენ გვგონია: მას თავისუფალი მიმოსვლა აქვს რუმინეთთან. მათ ისედაც ჰქონდათ კავშირი, ლაპარაკი იყო შეერთებაზეც, მაგრამ ჩვენ მოლდოვასგან განსხვავებული სურათი გვაქვს. 

– იმის თქმა გინდათ, რომ ჩვენ მოლდოვას მაგალითი არ გამოგვადგება?

– არ გამოგვადგება, რადგან ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, სხვა პრობლემები, რასაც ევროკავშირი გაითვალისწინებს.

– როგორც მივხვდი, როგორც დღესაა გამარტივებული სავიზო პოლიტიკა გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის: პოლიტიკოსებისთვის, ბიზნესმენებისთვის, სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, უვიზო მიმოსვლის შემთხვევაშიც ანალოგიური სქემა იმუშავებს?

– დიახ. ანალოგიური იქნება. ვთქვათ, აქვს ცნობა, რომ სწავლობს ევროკავშირის ქვეყნის რომელიღაც სასწავლო დაწესებულებაში, უკვე ექნება საშუალება, უვიზოდ წავიდეს, ან, მაგალითად, აქვს მიწვევა სამუშაოდ, შეუძლია, წავიდეს თავისუფლად.

– ისევე, როგორც, თუ მიწვევა მაქვს, შემიძლია, წავიდე სტუმრად უვიზოდ?

– დიახ, მაგრამ ისე არ მოხდება, რომ ყველა მსურველი წავიდეს თავისუფლად და ერთდროულად. მით უმეტეს, რომ საქართველოში მაღალი მიგრაციული ნაკადებია. აქ ერთი რამაა გასათვალისწინებელი, მაინცდამაინც ბევრი მსურველი არ იქნება, იმიტომ რომ ნელ-ნელა იწურება საქართველოს რესურსი.

– უკვე არავინ არ დარჩა, ვინც წავიდოდა?

– როგორ არა?! მაგრამ, თუ ადრე წამსვლელი იყო 50 პროცენტი, ახლა 20 პროცენტია და ისიც საკითხავია, იმ 20 პროცენტიდან რამდენს ექნება წასვლის საშუალება. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში, ბოლო 25 წელიწადში, ისე დავბერდით, რომ ვერც კი გავიგეთ და ეს პრობლემები ნიშნავს, რომ 50 წელს გადაცილებული მოსახლეობა მიგრაციაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ჩაიდოს ასაკობრივი ზღვარიც: გარკვეულ ასაკობრივ შუალედზე დაწესდეს შეზღუდვა. გასაგებია, რომ ახალგაზრდებს მიანიჭებენ უპირატესობას. ერთი სიტყვით, არსებობს მიგრაციის დარეგულირების სხვადასხვა მექანიზმი, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ ევროკავშირის ქვეყნები.

– რუსი პოლიტოლოგები გვაშინებენ, რომ საკმარისია, გაიხსნას საზღვრები ევროკავშირთან, რომ საქართველოში არ დარჩება მოსახლეობა. არის ეს საფრთხე საფუძვლიანი?

–  ამის საშიშროება არ არის. მიგრაციულ პროცესებს აქვს თავისებურებები. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაგვეხმარება, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება, გახდნენ კვალიფიციური სპეციალისტები. შესაბამისად, განათლების მაღალი დონე დასაქმებას შეუწყობს ხელს, ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამო ყველა გაიქცევა. სად გაიქცევა?! მაინც უკან დაბრუნდება. ეს რუსეთში არის ისეთი ბაზარი, რომ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი სამუშაოს პოვნა, მაგრამ რუსეთისა და ევროპის სამუშაო ბაზარი განსხვავებულია. დასავლეთში უფრო მაღალკვალიფიციური შრომა სჭირდებათ, ვიდრე რუსეთში. კარგი განათლების გარეშე ევროპაში წასვლა დასაქმებისთვის დიდი პრობლემა იქნება. ევროკავშირის მიზანია, რომ მიგრაციულმა პროცესებმა ქვეყანას მოუტანოს მეტი სამუშაო ადგილი და მოგება. ბიზნესიდეების ურთიერთგაცვლა, სტუდენტების მომზადებას შეუწყოს ხელი, თორემ დაბალკვალიფიცური სამუშაო ძალა ისედაც შედის ევროპაში ჩვენგან და ამას არ სჭირდება უვიზო მიმოსვლა.

– სასაცილო კითხვაა, მაგრამ აქტუალური: უვიზო მიმოსვლა მისცემს საშუალებას მსურველს, რომ გაფრინდეს დილით და საღამოს დაბრუნდეს?

– ვერ გეტყვით ამას... ადრე ნამდვილად იყო, რომ მოსკოვში დილით გადაფრინდებოდი და საღამოს უკან ჩამოფრინდებოდი. დღეს ეს პიროვნების ჯიბეზეა დამოკიდებული. ამის შესაძლებლობა ვისაც აქვს, იმას არც უვიზო მიმოსვლა სჭირდება, ისედაც ახერხებს. ჩვენ ვლაპარაკობთ საშუალო ფენაზე, რომ მათ მიეცეთ საშუალება, წავიდნენ ევროპაში და კვალიფიკაცია აიმაღლონ. მდიდრები ბოლოს და ბოლოს აქ მოიწყობენ კურორტებს და სულ არ სჭირდებათ ევროკავშირის ქვეყნები. პირიქით, აქ უნდა ჩაიდოს ინვესტიციები, თუ ასეთი კატეგორიის მოსახლეობა გვყავს და აქ გაკეთდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

– საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველომ გაამკაცრა სავიზო პოლიტიკა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლდება, რა მექანიზმები არსებობს, რომ საქართველო არ გახდეს ტერორისტებისა თუ დაავადებების გამტარი ევროკავშირისკენ?

– ეს უკვე სახელმწიფო უშიშროების საკითხია. ევროპელები მოითხოვენ ამას თვითონ და თავადვე აგვაწყობინებენ ამ სისტემას, რადგან მათ შესანიშნავად იციან, რომ საქართველო გამტარია. რომ აქ შეიძლება, ჩამოვიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, მიიღოს მოქალაქეობა და უფრო იოლად წავიდეს ევროპაში. მაგრამ აქაც შეზღუდვები დაწესდება: მაგალითად, ვერ წავა უვიზოდ ევროკავშირში, თუ 5 წელი მაინც არ არის საქართველოს მოქალაქე და ასე შემდეგ. ამას გარდა, ინტერპოლის სისტემაც კარგად მუშაობს, თუ არ ჩავთვლით მიხეილ სააკაშვილის შემთხვევას, და საკმაოდ კარგად აკონტროლებს საეჭვო ადამიანთა გადაადგილებებს.

– ამბობთ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გამოიწვევს ქვეყნის დაცლასო, მაგრამ ჩვენს მოსახალეობაში დიდი წილი უჭირავს 50-ს გადაცილებულებს. სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზარდა და ბევრია საპენსიო ასაკის.

– არც ისე მნიშვნელოვნად გაიზარდა: მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ისევ 68 წელია, ქალების გაიზარდა –  76 წლამდე. მაგრამ საქმე ის არის, რომ ევროპა უკვე დაბერებულია. საერთოდ, ოცდამეერთე საუკუნის სენია დაბერებული მოსახლეობა. გამოსავალი ის არის, რომ საბოლოოდ, მაინც თავისით მივა საზოგადოება იქამდე, რომ ერის გადასარჩენად უნდა გამრავლდეს. აღარ იქნება საჭირო მოწოდებები, თვითონ საზოგადოება უნდა მივიდეს ამ აზრამდე, თუმცა, იმავდროულად, უნდა ჰქონდეს გარანტიები, რომ ბავშვი სიღარიბეში არ გაიზრდება. თან, ჩვენ ევროპული დემოგრაფიული ტიპი გვაქვს: ქორწინების, განქორწინების, შობადობის…

– იმის კითხვა მინდოდა, რომ დაბერებული მოსახლეობა ისედაც არსად წავა, ეს ახალგაზრდები კი, რაც გვყავს, თუ გავიდა ქვეყნიდან, ისედაც ცოტა გვყავს?

– დაბერებული და კვალიფიციური სპეციალისტი მირჩევნია იმ დაბალკვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც ევროპაში შეიძლება, წავიდეს.  როგორც ვაჟა ამბობს: „განა ყველა რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია“?! რატომ გვიწუნებთ?!

– არ გიწუნებთ, სხვა რამ გკითხეთ, თორემ არც მე ვარ 18 წლის?

– თუ ნახა თავისთვის რაღაც ხელმოსაჭიდი და თავისი ნიჭის გასაქანი, დარჩება, მაგრამ, თუ ვერაფერი გააკეთა, დაბრუნდება. მუქთახორობა აქაც შეუძლია და იქაც. თუ რამის გამკეთებელია, ისწავლის და დაბრუნდება და მოხდება ჰარმონიული განვითარება. კანონზომიერი პროცესია თაობათა ცვლა და ნელ-ნელა მივა საზოგადოება ამასთან.

– თუ თავისი ნიჭის რეალიზება მოახდინა ახალგაზრდამ, ის დარჩებაო, ანუ ჩვენ ვკარგავთ ჩვენი სახელმწიფოს ადამიანურ რესურსს?

– მაგრამ ყველა გია დვალი ხომ არ არის?! ვიღაცას ხომ შეუწყობენ ხელს, შეუქმნიან პირობებს, რომ ჩამოვიდეს აქ და იმუშაოს?! იგივე მომენტი იყო მეცხრამეტე საუკუნეში თერგდალეულებისადმი: წავლენ და აღარ ჩამოვლენო, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ და ქვეყანა ააშენეს. ამიტომ, რაც მეტი წავა და რაც უფრო კარგად გაიაზრებს დასავლურ ფასეულობებს, მით უფრო სწორი გაგებით შემოვა დასავლური ღირებულებები.

– დემოგრაფიაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ისევ მძიმედ ვართ?

– მიგრაციული პროცესი, რომელიც სააკაშვილის დროს მაღალი იყო, შემცირდა, შობადობა იმავე დონეზე დარჩა, მაგრამ ის უზრუნველყოფს მოსახლეობის ახწარმოებას, მოკვდავობის ზრდაც მნიშვნელოვანი არ არის. ზოგადად თუ განვიხილავთ ამ საკითხებს: ჩვენთან დემოგრაფიული სტრუქტურა ისეთია, რომ ახალგაზრდული ქორწინებები იზრდება, მაგრამ ორ-სამ წელიწადში შემცირდება, რადგან რეპროდუქციულ ასაკში შევა გასული საუკუნის 90-ან წლებში დაბადებული მცირერიცხოვანი მოსახლეობა და ამიტომ შემცირდება შობადობა. ამდენად, ეს პერიოდი უნდა გამოგვეყენებინა და მომზადებულები შევხვედროდით დეპოპულაციას.

– ობიექტურ მიზეზთა გამო შემცირდა 90-ანებში შობადობა, მაგრამ როგორ უნდა მოვმზადებულიყავით?

– მომზადებული იმას ნიშნავს, რომ მაღალმთიან რაიონებზე აგვეღო პატრონაჟი. მესამე შვილის წახალისება რომ მიდის და ამ დროს მაღალმთიან რეგიონებში პირველი შვილი რომ არ იბადება, რადგან იქ ახალგაზრდობა არ არის?! ამას გააზრებული დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა და არა –  პოპულისტური. გაკეთდა რამე დემოგრაფიული პოლიტიკის შესამუშავებლად?! არაფერი! ერთადერთი ჯანდაცვის კუთხითაა უკეთესი მდგომარეობა. ახლა ჩვენი ხალხი თვითონ აკეთებს დემოგრაფიულ თვითრეალიზაციას. პატრიარქის მოწოდებით აჩენს მოსახლეობა მესამე და მეოთხე ბავშვებს, მაგრამ ასეთი დემოგრაფიული პოლიტიკით, ჩვენ მალე დავკარგავთ მეორე ბავშვს. ჯერ დააბრუნე ახალგაზრდობა მაღალმთიანეთში და შემდეგ გაატარე ეს პოლიტიკა. დემოგრაფიული პრობლემები მოწოდებების დონეზე არ იჭრება, ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ყველა ლაპარაკობს დემოგრაფიულ პრობლემაზე, ყველა გენიოსია ჩვენ გარდა. ჩვენ აქ არავის ვჭირდებით, ალბათ, ჩვენც უცხოეთში წავალთ, თუ გაიხსნა საზღვარი, იმიტომ რომ აქ არავის ვჭირდებით.

– ახლა რეპროდუქციულ ასაკში შევა 90-ანების თაობა, მაგრამ შემდგომ წლებში ხომ უფრო მეტი დაიბადა, შესაბამისად, ეს არ დააკომპენსირებს ამ კლებას მომავალში?

– ახლა რეპროდუქციულ ასაკში შედის 90-ან წლებში დაბადებული თაობა, გადაითვალეთ 15 წელი, თითქოს ოდნავ უნდა გაუმჯობესდეს დემოგრაფიული ვითარება, მაგრამ, სანამ პატრიარქი მოუწოდებდა მესამე და შემდეგი შვილის გაჩენას, დეპოპულაცია იყო საქართველოში: მეტი იხოცებოდა, ცოტა იბადებოდა. პატრიარქმა დეპოპულაციისგან გვიხსნა მესამე ბავშვის გაჩენის მოწოდებით, რადგან გაიზარდა მესამე ბავშვის ხვედრითი წილი. არადა, გვაქვს იმის გათვლის საშუალება, როგორი იქნება მოსახლეობის სტრუქტურა, მაგრამ მე ვერ ვნახე ვერავინ ქვეყანაში, ვისაც ეს აინტერესებს. შექმნეს დემოგრაფიული ფონდი, მაგრამ რას აკეთებს?! მაგალითად, მიიღეს მარტოხელა მშობლის კანონი. მარტოხელა მშობელი არის ქალი, რომელმაც შვა და გაზარდა 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ვეკითხები ავტორებს, 18 წლის შემდეგ ის ვინ არის: არის დედა?! პასუხი არ აქვთ. ვიმეორებ, დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მიზანმიმართული დემოგრაფიული პოლიტიკა.

скачать dle 11.3