კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუცველობის უსაზღვრობა

დაუცველობის უსაზღვრობა

ისე მოხდა, რომ გასულ კვირას აღარავის ახსოვდა ჩვენი რჩეულის, აკაკი ბობოხიძის მიერ პირდაპირ ეთერში შეგინება, ვინაიდან ტერორისტებმა საფრანგეთის გულში სატირული ჟურნალის რედაქცია თითქმის მთლიანად ამოხოცეს, რადგან წინასწარმეტყველ მუჰამედზე გამოქვეყნებული კარიკატურა არ მოეწონათ.

მოვლენა იმდენად შემზარავია, რომ პროტესტი სრულიად ცივილიზებულმა მსოფლიომ გამოთქვა, ხოლო საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა და ხალხმრავალი მანიფესტაციაც ჩატარდა.

საფრანგეთის ჟანდარმერიაც გააქტიურდა (რომელსაც ამ ფაქტით თავს ლაფი დაესხა – რადგან ორი შეიარაღებული ტერორისტი პარიზის გულში შეეპარა) და ფრანგი პოლიტიკოსებიც (ქულების დაწერის მიზნით – ბოლოს და ბოლოს, 2017-ში არჩვენებია!).

„ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა, საერთოდაც, სიკვდილით დასჯის აღდგენა მოითხოვა და იმდენიც მოახერხა ემიგრანტთა კრიტიკით (გვაიძულებენ, შევიკედლოთ მიგრანტებიო), რომ ელისეის სასახლეში თვით ოლანდმაც კი მიიწვია.

მეორე მხრივ, თუ დასავლეთის რეაქციით ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ აღმოსავლეთი აღმოსავლეთად დარჩა, დასავლეთი – დასავლეთად და ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთის ბუნება ვერა და ვერ შეისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ორთაბრძოლის გეოგრაფიული საზღვარი კვლავ ჩვენზე გადის, ევროპას კი თავი ვერ დაუცავს, ადვილი წარმოსადგენია, ჩვენი დაუცველობის უსაზღვრობა. – 

скачать dle 11.3