კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

„დუმა“ „უდარში“

მაშინ, როდესაც ტერორისტები ევროპას უტევენ, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთის დასაპყრობად აწყობს გეგმებს, ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდებს, ვინაიდან, რუსი „ელდეპეერელის“ აზრით, 2015 წელს აშშ და ევროპა რუსეთთან ფართომასშტაბიან ომს გეგმავენ.

უფრო ადრე მანვე შემოგვთავაზა, თუმცა, ჩვენ რაღა, რუსეთის მთავრობას ყირიმისთვის სახელის გადარქმევა და მისი თავრიდად ხმობა შესთავაზა. იმ მიზეზით, რომ სახელწოდება „ყირიმი“ სუფთა ყირიმულ-თათრულია, რადგან, რაკი ევპატორია სევასტოპოლი და ფეოდოსია ბერძნულია, ყირიმიც ბერძნულად უნდა აჟღერდეს.

მეტიც, არა ვოლგოგრადი, არამედ – ცარიცინი; არა კიროვი, არამედ – ვიატკა; არა ულიანოვსკი, არამედ – სიმბირსკი. თუმცა ჯერჯერობით „ელდეპეერი“ აპირებს, დარაზმოს რუსეთის „დუმა“, რათა ამ უკანასკნელმა შეიმუშაოს მიმართვა რფ-ის მთავრობისადმი ყირიმისთვის თავრიდის დარქმევის შესახებ.

ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, გაიზიარებენ თუ არა, თავდაპირველად – „დუმელები“, მოგვიანებით კი – ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მთავრობა ამ ინციიატივას და არც ის, მობილიზდება თუ არა სრულიად რუსეთის მოსახლეობა აშშ-სთან და ევროპასთან ფართომასშტაბიან ომში საბრძოლველად, თუმცა, თუ ამ ფაქტს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ზოგად კონტექსტში განვიხილავთ, ერთი დიდი ფსიქიატრიული ამ ჩვენს მრგვალ დედამიწას ნამდვილად არ აწყენდა. – 

скачать dle 11.3