კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლიბერალი რადიკალები

ანუ აირია რამსები

რაკი, როგორც ამ ქალაქში იტყოდნენ, „რამსები აირია“ და ამ ჩვენმა უფლებადამცველის მანტიამოსხმულებმა ვეღარ გაარკვიეს, რომელია გამოხატვის თავისუფლება და რა – შეურაცხყოფა, პატრიარქის ეპისტოლეს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ თავკაცი ბ-ნი ვაჭარაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

მე არ შევუდგები მისი ნააზრევის ანალიზსა და ადეკვატურობის გარჩევას, ოდენ რამდენიმე ციტატას (გნებავთ, მარგალიტს) მოვიხმობ მის აზრთა მდინარებიდან: „ქალის მთავარი ფუნქცია შვილის ყოლაა“, თქვა ილია მეორემ. … რა გამოდის? ა) მონაზონი არაა ქალი ან, ბ) ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა…“

„მე რომ ქალი ვიყო, საპატრიარქო კრიტიკის ქარცეცხლში მეყოლებოდა ახლა გახვეული. პარალელურად აქცია მექნებოდა დაანონსებული ამ დაწესებულებასთან. ეს ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს, ამართლებს და იდეოლოგიურად აყალიბებს ჩემი მოკვლის სისტემას (აქ ცოტა გაუგებარია, ვინ იგულისხმება „მოკლულში“ – ქალი თუ კაცი, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ პრობლემა აზრის გადმოცემის ხარვეზია – ).

მეტიც, ბ-ნი ვაჭარაძე გვამუნათებს (აი, ქალი თუ იქნებოდა), რომ უკვე ბარიკადებზე იდგებოდა, რაც ბუნებრივად ბადებს კონტრაზრს: კაცი, კარგა ხანია, ბარიკადებზე უნდა იდგეს, ცხადია, ამ ქვეყნის რუკის შემხედვარე.

როგორც უნდა იყოს, რაკი, სახელდობრ, მე არაფერი დამინახავს ჩემი მკვლელობისკენ წაქეზებისა (დანამდვილებით ქალი ვარ, ზედაც, ემანსიპირებული და თვით მამალი ფემინისტიც – ), რომ იტყვიან, კაცია და გუნება (გნებავთ, კაცია თუ ქალი).

ხოლო, რადგან ყველა ვერ დაიკვეხნის მშვიდი ნერვული სისტემით, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ბ-ნ ვაჭარაძეს აგრესიით უპასუხეს (ღვთის შეწევნით, სიტყვიერით), რის პასუხადაც ახლა უკვე „იდენტობამ“ გაავრცელა განცხადება და პოლიციას დახმარება სთხოვა. აქტი სავსებით ბუნებრივია, თუმცა გამართლებაა ცოტა არაადეკვატური. კერძოდ, „იდენტობის“ ხელმძღვანელი, ვინმე ანა რეხვიაშვილი უბნობს შემდეგს: „ირაკლი ვაჭარაძის კომენტარს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, სადაც ის სამართლიანად აფასებს ეპისტოლეს შინაარსს ქალთა უფლებების წინააღმდეგ მიმართულ განაცხადად, ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი წერილები მოჰყვა (ვითომ კრიტიკაა, თანაც, „სავსებით სამართლიანი“, მონაზვნების დაორსულებას თუ მოუწოდებ?!).”

ასეა თუ ისე, იმედია, პოლიცია დაიცავს ბ-ნი ვაჭარაძის უსაფრთხოებას, ხოლო ჩვენი დანარჩენი თანამემამულეები თავს დაიოკებენ, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ფსევდოლიბერალიზმსაც ფანატიზმის სუნი დაჰკრავს, რაც ზუსტად ისეთივე მანკიერია, როგორც რელიგიური ფანატიზმი. ამიტომაც ოპტიმალური გამოსავალი, ვგონებ, რადიკალი ლიბერალების სრული იგნორია. – 

скачать dle 11.3