კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ ირწმუნეს მამაკაცებმა თმის გადანერგვის ეფექტურობა და რა ტენდენციას ამკვიდრებენ კლინიკა „ჰეალაინის” ცნობილი პაციენტები

მომსახურების მაღალი დონე,  პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, მუდმივი სწრაფვა სრულყოფისკენ – ასე იცნობენ კლინიკა „ჰეალაინს.” მრავალი ცნობილი სახე, პოლიტიკოსი თუ მსახიობი ანდობს თავის იმიჯს ამ  კლინიკას. „მე თმა ჰეალაინში გადავინერგე“— კარგა ხანია, ტენდენციად და ყველასათვის ნაცნობ ფრაზად იქცა.

 

– ბატონო ალექსი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს თქვენი კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლი.“ მოდიან, ინერგავენ თმას და მერე ყველა ვხედავთ არაჩვეულებრივ შედეგს მათ თავზე. ეს თითქმის ტენდენციაა.

ალექსი მახარაშვილი („ჰეალაინ ინტერნეიშნლის“ ხელმძღვანელი, პროფესორი): კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“ გახლავთ თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრი, სადაც მოღვაწეობს ორი პროფესორი და ერთი მედიცინის დოქტორი. ვართ არაერთი სამეცნიერო, ორიგინალური კვლევის ავტორები. ჩვენი კლინიკის ბაზაზე დაწერილია მონოგრაფია და დაცულია დისერტაცია. „ჰეალაინში” მუშაობს მაღალი კვალიფიკაციის ექიმ-პროფესიონალთა გუნდი, რომელიც პრაქტიკაში ნერგავს ღრმა მეცნიერული კვლევების შედეგად მიღებულ ცოდნასა და სიახლეებს. 

მიხარია, რომ საქართველოში ტენდენციად იქცა საკუთარ იმიჯზე ზრუნვა. სულ უფრო მეტი მამაკაცი, ვისაც აწუხებს სიმელოტე, მოდის და ინერგავს თმას „ჰეალაინში“, ასევე, მკურნალობს თმის ცვენას და მათი რიცხვი ყოველწლიურად  იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში პაციენტების რაოდენობამ  მართლაც  საგრძნობლად იმატა. მათ შორის ის ადამიანებიც არიან, ვისაც საზოგადოება კარგად იცნობს და,  ამიტომ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს „ჰეალაინში“  მხოლოდ ცნობილი ადამიანების ნაკადი მოედინება (იღიმება). ნაკადი ნამდვილად მოედინება, ოღონდ, საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესების მოსურნე პაციენტების და, რა თქმა უნდა მათ შორის არიან „ფეისებიც”. ხალხმა დაიჯერა ამ მეთოდის ეფექტურობა და, შესაბამისად, მომართვიანობაც მაღალია. 

– მეთოდის ეფექტურობა ირწმუნა ხალხმაო. ეს ალბათ რთული იყო. 

– ამას, ალბათ, იმანაც შეუწყო ხელი, რომ „ჰეალაინში “ გამოიყენება უახლესი, უსაფრთხო და მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები როგორც თმის გადანერგვის, ასევე, თმის ცვენის მკურნალობისას, რომლებიც საუკეთესო შედეგებს იძლევა. ხოლო, როცა შედეგი გარანტირებულია, პაციენტიც კმაყოფილია. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ „ჰეალაინი“ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. თუმცა, პაციენტის კმაყოფილებისთვის საჭიროა, მისი მოლოდინებიც დაემთხვას იმ შედეგს, რასაც გადანერგვისა თუ მკურნალობის შემდეგ ვიღებთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ, არსად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მკურნალობენ ალოპეციას უკეთესად, ვიდრე „ჰეალაინში”. ამით იმისი თქმა არ მინდა, რომ ჩვენ ერთადერთები და პირველები ვართ ამ დარგში; არა, უბრალოდ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამაზე უკეთესი ნამდვილად არ არსებობს. ყველა უახლესი მეთოდი თუ ტექნოლოგია, რაც კი ამ სფეროშია, დანერგილია და აპრობირებულია „ჰეალაინში“. 

– მე ვიცი, რომ ერთადერთი დისერტაცია მსოფლიოში, ნაწიბურებში თმის გადანერგვის მეთოდებსა და მის ეფექტურობაზე, ეკუთვნის „ჰეალაინის“ ექიმს.

– მართალი ბრძანდებით. საერთოდაც თმის ტრანსპლანტაციის თემაზე მთელ მსოფლიოში სულ ორი დისერტაციაა დაცული და აქედან ერთი – ნაწიბურებში თმის გადანერგვის შესახებ – ეკუთვნის ჩვენს პლასტიკურ ქირურგს, მედიცინის დოქტორს, დეა პაპასკირს. საკუთარ გამოცდილებაზე და იმ პაციენტთა შედეგებზე დაყრდნობით, რომლებსაც თავადვე გაუკეთა ოპერაცია ჩვენსავე კლინიკებში, ქალბატონმა დეამ მეცნიერულად დაასაბუთა, რომ ნაწიბურებში თმის გადანერგვა ეფექტურია და ამით გააქარწყლა მითი ნაწიბურებში თმის გადანერგვის არაეფექტურობის შესახებ, როგორც ეს დღესაც მიაჩნია ზოგიერთ ქირურგს. ნაწიბურში გადანერგილი თმის ფოლიკულის სიცოცხლისუნარიანობა საკმაოდ მაღალია და 92-94 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. 

– ანუ, დღეს მელოტი მამაკაცისთვის პრობლემა  სრულად მოგვარებადია. 

– როგორც უკვე გითხარით, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ხედავს პაციენტი პრობლემის მოგვარებას, ანუ, როდის მიიჩნევს ის პრობლემას მოგვარებულად. ესთეტიკურ მედიცინას, მით  უფრო – თმის ტრანსპლანტაციას, როცა საქმე  პაციენტის კმაყოფილებას ეხება, შეფასების სამი კრიტერიუმი აქვს. სამედიცინო თვალსაზრისით, უნაკლოდ შესრულებულმა ოპერაციამაც კი, შეიძლება, კმაყოფილი არ დატოვოს პაციენტი, თუკი მისი მოლოდინები არ დაემთხვევა შედეგებს. პაციენტის შეფასება ყოველთვის სუბიექტურია და ეფუძნება მის შეგრძნებებს. მიმიხვდით, ხომ, რისი თქმაც მინდა? ზოგჯერ პაციენტის მოთხოვნა სცილდება რეალობასა და პრაქტიკული მედიცინის ფარგლებს. კიდევ, არსებობს გარემოცვის შეფასება, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ სიმელოტის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დღეისთვის მხოლოდ თმის გადანერგვაა, პაციენტს აუცილებლად სჭირდება იმის ახსნა, თუ რა შედეგს მიიღებს ის ოპერაციის შემდეგ; მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა დროს მიმართავს პაციენტი ექიმს. დროულად მომართვიანობის შემთხვევაში, კვალიფიციური კონსულტაციით, სწორად დასმული დიაგნოზისა და სწორად დაგეგმილი მკურნალობის შედეგად პრობლემა მოგვარებადია. უნდა სწორად განსაზღვრო, რა სურს პაციენტს, რისი მოლოდინი აქვს მას და რა შესაძლებლობები – შენ,  მისი ამ მოლოდინის გასამართლებლად. არ უნდა შეპირდე პაციენტს იმაზე მეტს, რისი გაკეთების შესაძლებლობაც რეალურად არსებობს. სამწუხაროდ, მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება  და აბსოლუტურ გარანტიებზე  ლაპარაკი არ შეიძლება. მაგალითად, თმის ბუდობრივი ცვენის მექანიზმი და მისი გამომწვევი კონკრეტული მიზეზები დღემდე დაუდგენელია და, შესაბამისად, ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარებული არ არის.  თუმცა, ანდროგენული ალოპეციის მკურნალობის დროს, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ გადანერგილი თმა მუდმივად იზრდება და აღარასდროს ცვივა (იღიმება). 

–კლინიკა „ჰეალაინი“ არის ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც განსაკუთრებით ზრუნავენ პაციენტზე და სადაც პროფესორთან კონსულტაცია ყოველთვის უფასოა.

– ჩემთვის ყოველთვის უხერხულია ფინანსებზე ლაპარაკი. ჩვენს კლინიკაში, „ჰეალაინში“, თმის გადანერგვაზე კონსულტაცია ყოველთვის იყო უფასო და ასეც დარჩება. არანაკლები ძალისხმევით შრომობენ ჩვენი ექიმი-კონსულტანტები და, თუ მათი შრომა არ არის ანაზღაურებადი, ჩემი რატომ უნდა იყოს? მე ჩემს შრომას სხვის შრომაზე მაღლა ვერ დავაყენებ, ამიტომ, ჩემი კონსულტაციაც ყოველთვის უფასო იქნება. აქვე ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა „ჰეალაინი“, არის კერძო სტრუქტურა და ვერ იფუნქციონირებს ბიზნესმენეჯმენტის გარეშე, პრიორიტეტი კლინიკისა მაინც არის სამედიცინო საქმე. ამიტომ, პაციენტებს ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობაზე მორგებულ ფასებს და, ასევე, საკმაოდ კომფორტულ შეთავაზებებს. წელიწადში ერთხელ მაინც, ყველა წარმატებული კომპანია თავის მოსახლეობას საჩუქარს უნდა უკეთებდეს. ჩვენ გვაქვს გრანდიოზული საახალწლო შეთავაზება – თმის გადანერგვის ყველა მეთოდზე 25-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლება; ასევე, პაციენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ, თმა უპროცენტო განვადებით გადაინერგონ.  ჩავერთეთ პროგრამაში – „გადაიხადე სამი თვის შემდეგ“ – ანუ,  გადაინერგე თმა დღეს, უპროცენტო განვადების გადახდას კი იწყებ ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ. ასე რომ... 

ასე რომ, დარეკეთ დღესვე, ნომერზე – 230-00-30; „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“.

скачать dle 11.3