კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, როდიდან არის რეკომენდებული ძაღლის პირველი ბანაობა?

პასუხი: ვაქცინაციის დასრულებიდან მეხუთე-მეექვსე დღეს უკვე შეიძლება, ძაღლი აბანაოთ. ის აუცილებლად სპეციალიზებული შამპუნით უნდა დაბანოთ, რადგან, ადამიანის შამპუნი ისეთ მინერალებს შეიცავს, რომლებიც ძაღლის კანისთვის არ არის სასურველი. ბანაობის შემდგომ აუცილებელია გრუმინგია, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ბანაობის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ გაიყვანოთ ძაღლი გარეთ – ამით, შეიძლება, მას სერიოზული საფრთხე შეუქმნათ, მით უმეტეს – ზამთრის პერიოდში.

კითხვა: ესაჭიროებათ თუ არა პატარა ტანის ძაღლებს პროფესიონალური გაწვრთნა და დამყოლი ხასიათი აქვთ თუ არა მათ? 

პასუხი: პატარა ტანის ძაღლებს ხშირ შემთხვევაში არ ესაჭიროებათ პროფესიონალური წვრთნა, მაგრამ, მათი აღზრდის დროს აუცილებელია სერიოზული დისციპლინა. არ არის გასაკვირი, ბევრ დადებით თვისებასთან ერთად, უარყოფითიც ჰქონდეთ მათ. ქუჩაში პატარა ძაღლთან ერთად სეირნობისას, ის, სხვა ძაღლებისგან განსხვავებით, ყოველთვის თქვენი დასაცავი იქნება. მას მუდმივად ზრუნვა, ყურადღება და დაცვა სჭირდება. ამ ძაღლების რიცხვში შედიან: ჩიხუახუა, პეკინესი, პუდელი, ამერიკული კოკერ-სპანიელი, ტაქსა, მოპსი, მექსიკური შიშველი ძაღლი, ჯეკ-რასელ-ტერიერი, ჩინური ქოჩორა ძაღლი, შიბა, ფოქსტერიერი და ასე შემდეგ.

კითხვა: მაინტერესებს ინფორმაცია ცოფთან დაკავშირებით: აცრა მხოლოდ მაშინ არის აუცილებელი, როცა ცხოველი გვიკბენს, თუ, გაკაწვრის დროსაც საჭიროა?

პასუხი: ცოფი ხელწამოსაკრავი თემა ნამდვილად არ არის. მხოლოდ კბენის შემთხვევაში კი არა, აცრის გაკეთება გაკაწრის შემთხვევაშიც საჭიროა. ადამიანები, რომლებიც უყურადღებოდ ტოვებენ ცხოველის ნაკბენს, ხშირად სავალალო შედეგს იმკიან. ამიტომ, თუ ცხოველი შემთხვევით კბილს გაგკრავთ ან გიკბენთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ შესაბამის მკურნალობას. გახსოვდეთ, ცოფი მსოფლიო მნიშვნელობის დაავადებაა, რომლის გამომწვევ წყაროდ ითვლება შინაური ან გარეული ცხოველი. კბენის დროს ვირუსი ხვდება ქსოვილში, საიდანაც პერიფერიული ნერვების საშუალებით მიგრირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. იკუბაციური პერიოდი გრძელდება 12 დღიდან და, შეიძლება, გაგრძელდეს ერთ წლამდე, მაგრამ, ძირითადი ხანგრძლივობა 4-6 კვირაა. აღნიშნული პერიოდი მცირდება ვირუსის მაღალი კონცენტრაციის, ასევე, თავზე ან კისერზე კბენის დროს. 

скачать dle 11.3