კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ ორსული. სიარულის და ჯდომის დროს დამეწყო ფეხების დაბუჟება. იქნებ, მირჩიოთ რამე.

პასუხი: ჩივილი კიდურებში სისხლის მიმოქცევის უკმარისობით არის გამოწვეული. სასურველია, კონსულტაცია ჩაგიტაროთ ანგიოლოგმა. საჭირო იქნება კოაგულოგრამა და სისხლში კალციუმის დონის კონტროლი.

კითხვა: მყავს 3,5 წლის გოგონა, თითქმის ორ თვეში ერთხელ სტკიოდა ყელი და ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, თუ არ ჩავთვლით ზაფხულის სამ თვეს. ამ შემოდგომით კი დაეწყო გაუთავებელი მშრალი ხველა. მაინტერესებს, შესაძლოა თუ არა, ხველა გამოწვეული იყოს ყელიდან, ვინაიდან, ძილის დროს უმეტესად პირით სუნთქავს (ხვრინავს) და, აუცილებელია თუ არა ასეთ შემთხვევაში გლანდების ამოკვეთა?

პასუხი: ის, რომ ბავშვი ცხვირით ვერ სუნთქავს და პირღია სძინავს, არის ამ მდგომარეობის მაპროვოცირებელი; 1,5-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, როცა ორგანიზმი პირველად იწყებს დამოუკიდებლად ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ, ნუშურა ჯირკვლები იწყებს გადიდებას მიკრობების წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის გამო. სწორედ ამ ასაკში, ბავშვებში ფიზიოლოგიურად დიდდება ყველა ჯირკვლოვანი ქსოვილი ყელ-ყურის არეში, რაც ხშირად ვლინდება კისრის ლიმფური ჯირკვლების, ცხვირში ადენოიდების გაჩენითა და ნუშურა ჯირკვლების ჰიპერტროფიით. დაახლოებით 12 წლიდან ნუშურა ჯირკვლები პატარავდება. 

თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა, ტონზილექტომა არ ტარდება 3 წლის ასაკამდე, ზოგადად კი, სპეციალისტები ცდილობენ, ეს ოპერაცია 5 წლის ასაკიდან ჩაატარონ.

კითხვა: 24 წლის ბიჭს ხშირად აქვს ცხვირიდან სისხლდენა. ხომ ვერ მეტყვით, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და საშიშია თუ არა? 

პასუხი: ცხვირიდან სისხლდენა მრავალმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს: მაღალმა წნევამ, ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვების პრობლემებმა, ცხვირის ძლიერად მოხოცვამ და სხვა. ყველაზე საგულისხმო კი არის სისხლის შემდედებელი თვისებების მდგომარეობის ცოდნა, ამასთან, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ჰემოფილია. მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს, რომელიც შესაბამისი ანალიზების (თუ საჭირო გახდა) შემდეგ საჭირო მკურნალობასაც დაგინიშნავთ.

კითხვა: კუჭის მარჯვენა მხარეს, ცოტა ქვემოთ პერიოდულად ყრუ ტკივილი მაქვს, თან, თითქოს მწიწკნის. გავიკეთე ექოსკოპია და ყველაფერი ნორმაში აღმოჩნდა. ხშირად მაწუხებს გულის რევის შეგრძნება. რა შეიძლება იყოს? ვარ 19 წლის გოგო.

პასუხი: პირველ ყოვლისა, მიზეზი შეიძლება იყოს მოუწესრიგებელი კვების რეჟიმი. აუცილებელია საკვების მიღება დღეში 4-ჯერ, დაუშვებელია საუზმის გამოტოვება. გარდა ამისა, ასეთი ჩივილები შეიძლება გამოიწვიოს თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითმა ცვლილებებმა.

скачать dle 11.3