კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

5 იანვარი

1825 – ფრანგ მწერალ ალექსანდრ დიუმას კურიოზი შეემთხვა – დუელზე ფარიკაობისას შარვალი ჩასძვრა.

1875 – გაიხსნა პარიზის „გრანდ ოპერა“.

1919 – გერმანიაში ანტონ რექსლერმა და კარლ ჰარერმა დააარსეს გერმანიის მუშათა პარტია, რომელსაც შემდეგ „ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) მუშათა პარტია” ეწოდა.

6 იანვარი

1389 – დაარსდა კიოლნის უნივერსიტეტი, დღესდღეობით უდიდესი გერმანიაში.

1681 – პირველი აღწერილი კრივის მატჩი ინგლისში.

1838 – სამუელ მორზემ პირველად წარადგინა თავის ტელეგრაფის აპარატი.

1929 – მაღაზიებში პირველად გამოიტანეს გასაყიდად რძე ქაღალდის პაკეტებში.

1939 – ბერლინში ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა განაცხადეს მათ მიერ თბური ნეიტრონებით ურანის ბირთვების გახლეჩის აღმოჩენის შესახებ; ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად ბირთვული ბომბის ტექნოლოგიას.

1964 – ინგლისმა და საფრანგეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ლა-მანშის ქვეშ გვირაბის მშენებლობის შესახებ.

7 იანვარი

1610 – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის პირველი თანამგზავრები: იო, აგინმედე და ევროპა.

1785 – ფრანგმა ჟან ბლაშარმა პირველმა გადაუფრინა ლა-მანშს საჰაერო ბურთით.

1887 – სანფრანცისკოელმა თომას სტივენსმა დაასრულა პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო ველოსიპედით, რომელიც 1884 წლის აპრილში დაიწყო.

1914 – პირველმა გემმა გაცურა ჯერ კიდევ ოფიცალურად გაუხსნელი პანამის არხში.

1949 – გამოქვეყნდა გენების პირველი ფოტოსურათი.

8 იანვარი

1656 – ჰოლანდიის ქალაქ ჰარლემში გამოვიდა გაზეთი, რომელიც დღემდე გამოდის – ესაა დღემდე არსებული უძველესი პერიოდული გამოცემა.

1958 – 14 წლის ბობი ფიშერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი ჭადრაკში.

9 იანვარი

1799 – ინგლისში მსოფლიოში პირველად შემოიღეს მოგების გადასახადი.

1816 – ქვანახშირის შახტებში პირველად გამოიყენეს უსაფრთხო ნავთის ლამპები.

1951 – ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს შტაბ-ბინის შენობა.

10 იანვარი

1863 – გაიხსნა მსოფლიოში პირველი – ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზი.

1966 – გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი: „ლენინის მოედანი – დიდუბე“.

1993 – იტალიაში სპეციალური კანონით აიკრძალა სექსი ავტომობილის ტარებისას.

11 იანვარი

1798 – გარდაიცვალა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე.

1879 – დაიწყო ინგლის-ზულუსების ომი სამხრეთ აფრიკაში.

1909 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა ქალთა პირველი ავტორბოლა.

1963 – ლოს-ანჯელესში გაიხსნა მსოფლიოში პირველი დისკოთეკა – Whisky-A-Go-Go.

1984 – პირველად მუსიკის ისტორიაში ალბომის გაყიდვამ გადააჭარბა 10 მილიონ ეგზემპლარს – ეს იყო მაიკლ ჯექსონის The Triller.

скачать dle 11.3