კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამა-შვილმა ერთმანეთი 15-წლიანი განშორების შემდეგ იპოვა

ანა კონსტანტინეს ასული ბახტაძე ეძებდა: მამას, დაახლოებით 50-55 წლამდე კონსტანტინე ბახტაძეს

ისტორია: ვეძებ მამას: კონსტანტინე ბახტაძეს. მამაჩემი დაახლოებით 1963 წელსაა დაბადებული და ამჟამად, დაახლოებით 50-55 წლის უნდა იყოს. ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი დედ-მამის დაშორების შემდეგ. 1999 წელს მამაჩემი რუსეთიდან საქართველოში, ქალაქ თბილისში გაემგზავრა და მას შემდეგ კავშირი აღარ გვქონია. გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში. თავად მე რუსეთში ვცხოვრობ და მამის ფოტოს გიგზავნით. ეს არის მისი ბოლო პერიოდის ფოტო. იმედია, მამა კარგადაა და გამოგვეხმაურება.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩემმა მკითხველმა რუბრიკა „დაკარგულების“ გასული წლის ოქტომბრიდან იცის. საბედნიეროდ, დაკარგული მამა ნაპოვნია. მაგრამ, უახლოეს მომავალში მამა-შვილის შეხვედრა, სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ ხერხდება. ნაპოვნ კონსტანტინე ბახტაძის დიდი თხოვნით, ანას მისი ადგილსამყოფლის შესახებ, არ ვამცნობ. ისინი ერთმანეთს მხოლოდ ტელეფონით დაუკავშირდებიან.

ნაპოვნი კონსტანტინე ბახტაძე:

– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ შვილი გეძებთ?

– ანას და მის დას დაახლოებით 1999 წელს დავშორდი, მანამდე მათთან ერთად უკრაინაში ვცხოვრობდი, მერე კი საქართველოში, თბილისში ჩამოვედი. შემემთხვა რაღაც ამბავი (არ მინდა, დავაკონკრეტო) და მას შემდეგ დავკარგე მათთან კავშირი. ჩემი შვილის მოძებნა და მასთან დაკავშირება, ღმერთმა უწყის, რომ მეც მინდოდა. ამ ახალ წელს თქვენ მე ოცნება ამისრულეთ. ღმერთმა თქვენც ისე გაგაბედნიეროთ, როგორი ბედნიერიც მე გამხადეთ. ჩემთვის ეს სიხარული გაასმაგებულია, რადგან იქ, სადაც მე ამჟამად ვიმყოფები, ყველა ახალი ამბავი მეორე სიცოცხლის ტოლფასია (რესპონდენტის თხოვნით, არ ვაქვეყნებით მის ადგილსამყოფელს). როდესაც წავიკითხე, რომ ანა მეძებს, მოსვენება დავკარგე, თქვენი სტატია ასჯერ მაინც წავიკითხე, მაგრამ გადავწყვიტე, ჩემს შვილს დროებით დავუმალო ჩემი ამბავი. მე მას დავურეკე საახალწლოდ (თქვენი დამსახურებით), მივულოცე ახალი წელი! სიმართლე არ მითქვამს. როდესაც ამისთვის მზად ვიქნები, მერე  ვეტყვი, სად ვარ და რისთვის. ახლა კი მინდა, მან მხოლოდ ის იცოდეს, რომ მამა ცოცხალი ჰყავს და მე ის უზომოდ მიყვარს.

– ბუნებრივია, ანას გაუჩნდებოდა შეკითხვა, სად ხართ ან თვითონ როგორ დაგიკავშირდეთ, ამაზე რა პასუხი გაეცით.

– მე ვუთხარი, რომ ცოტა ხანი მადროვოს და ყველაფერს ავუხსნი. ჯერჯერობით კი, თვითონ დავურეკავ ხოლმე. გაუკვირდა, მაგრამ დამიჯერა. ანაც ძალიან გახარებულია, რომ მიპოვა. ის თურმე წლებია, მეძებდა და უკვე ცოცხალიც აღარ ვეგონე.

– ახლო მომავალში ერთმანეთს, ალბათ, ვერ შეხვდებით, მაგრამ სამომავლოდ ხომ გეგმავთ შვილების ნახვას?

– აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ვნახავ ჩემს გოგონებს და თქვენც გინახულებთ. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც აკეთებთ.

გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3