კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთიკო ანდრიაძის გეგმები და პროექტები

მომღერალმა ოთიკო ანდრიაძემ სიმღერა 5 წლის ასაკიდან დაიწყო და ამ დროიდან მოყოლებული სულ მღერის. მას სხვადასხვა კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და „სლავიანსკი ბაზარზე“ პირველი ადგილიც დაიკავა. თუმცა, ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი სწავლაზე აქვს გაკეთებული.

ოთიკო ანდრიაძე: ბავშვობაში ცელქი ვიყავი, მაგრამ, კარგად ვსწავლობდი. 5-6 წლისას შემამჩნიეს, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა; მგონი, მღერისო, – ასე ამბობდნენ. მიმიყვანეს ვოკალის პედაგოგთან, ნანა ჟღერიასთან და, აქედან მოყოლებული, სულ ვმღერი. სხვადასხვა კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული, გამარჯვბულიც არაერთხელ ვყოფილვარ.  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო  ბელორუსიაში, „სლავიანსკი ბაზარზე“, სადაც 22 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ამ კონკურსზე პირველი ადგილი დავიკავე. ამ ეტაპზე, ზურა სალუქვაძესთან ერთად წამოვიწყე საქველმოქმედო პროექტი, სახელწოდებით – „პოეტური საქართველო“.  პროექტის ფარგლებში, შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო ფეხით მოვიარეთ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვეერთიანებინა სამშობლო. საქართველოში, სამწუხაროდ,  არა მხოლოდ შოუ-ბიზნესის ნაკლებობაა, არამედ, მუსიკის სიმცირესაც განვიცდით და, ამიტომ, არ ვაპირებ გაჩერებას. შეიძლება, ბევრი ვერაფერი გავაკეთო, მაგრამ, რაღაცას მაინც შევძენ  ქვეყანას. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ძირითადი აქცენტი სწავლაზე მაქვს გაკეთებული. მართალია მუსიკასაც არ ვეშვები, მაგრამ სწავლა უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის. ერთი წლის განმავლობაში ქუთაისში ვცხოვრობდი, სადაც ვთამაშობდი ლადო მესხიშვილს სახელობის თეატრში. ეს ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის – ამ პერიოდმა დიდი გამოცდილება მომცა, როგორც ცხოვრებისეული, ისე პროფესიული. მართალია, თეატრალურის სტუდენტი არ ვარ, მაგრამ, ეს სფეროც მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რომელიმე ფილმში. ვსწავლობ პოლიტოლოგიაზე. ვარ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 

– რამდენი ხანს არ მღეროდი და რამ გამოიწვია შენი გაჩერება?

– ორი-სამი წელი არ ვმღეროდი. ეს პერიოდი გარდატეხის ასაკს დაემთხვა. ჩემთან ერთად მაშინ შოუ-ბიზნესიც გაჩერდა. მახსოვს პერიოდი, როდესაც ხშირად იმართებოდა კონცერტები, ყველგან რაღაც ხდებოდა, მაგრამ, ერთ დღესაც, ყველაფერი შეწყდა. შემდეგ დავიწყე საქველმოქმედო საღამოების ჩატარება. ეს პროექტები მართლა მაბედნიერებს. ის ადამიანები, ვისაც ვეხმარებით, ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩემს ცხოვრებაში. 

– საქართველოში არც ერთ პროექტში არ მიგიღია მონაწილეობა. რატომ?

– სიმართლე რომ გითხრათ, არ მიზიდავს ქართული პროექტები. ვფიქრობ, უცხოეთში საკმარისი გავაკეთე მუსიკის სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პროექტებში არ ვიღებ მონაწილეობას, ხალხმა გამიცნო და შემიყვარა, ამიტომ, არაფერს შეცვლის ტელევიზიით ჩემი გამოჩენა. პროფესიული თვალსაზრისით ზრდისა და განვითარებისთვის კარგია სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მიღება, უბრალოდ, არ მიმაჩნია საჭიროდ კონკურსიდან კონკურსში გადასვლა, იმის დასამტკიცებლად, რომ კარგი მომღერალი ხარ. უცხოეთში, ბელორუსიის გარდა, კიდევ გერმანიაში მქონდა მიწვევები. ახალ წელს რამდენიმე კონცერტი ბერლინში ჩავატარე. ჰოლანდიაშიც არაერთხელ მიმღერია. ბერლინში გიო აბესაძესთან (გიტარისტთან), ერთად  გავიტანეთ ჩვენი შემოქმედება. 

скачать dle 11.3