კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია ქართველი თამთა მასტორაკის ბერძნული ისტორია და როგორ გახდა ის ბერძენი სექს-სიმბოლო

თამთა მასტორაკი საბერძნეთში ცნობილი სექს-სიმბოლოა. ის 25 წლისაა. აქვს წარმატებული კარიერა, საამაყო ქართული წარმოშობა და არ საუბრობს პირად ცხოვრებაზე. თუ რამდენი წლის წინ გახდა თამთა ვარშანიძე – თამთა მასტორაკი, როგორ ვითარდებოდა მისი კარიერა და რომელ ცნობილ დიზაინერებთან უწევს მუშაობა ბერძნული „ფლეიბოის” წამრატებულ სახეს, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– თამთა, რა კავშირი გაქვს საქართველოსთან, გარდა სახელისა?

– მე არა მხოლოდ სახელი მაქვს ქართული, არამედ ქართველი ვარ  სულით ხორცამდე – საქართველოში დაბადებული, დედითა და მამით ქართველი. წარმოშობით ბათუმიდან ვარ. 

– საბერძნეთში როგორ მოხვდი?

– საბერძნეთში ჩამოვედი 2004 წელს. მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული დღემდეც, საკმაოდ ბევრი ქართველი წავიდა სამშობლოდან  ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სურვილით. მათ შორის ვიყავი მეც, ჩემს დედიკოსთან და დაიკოსთან ერთად.

– რამდენი წლის იყავი მაშინ?

– საბერძნეთში რომ ჩამოვედი, 14 წლის ვიყავი.

– როგორ წარიმართა შენი ქართულ-ბერძნული თინეიჯერული წლები?

– ძალიან რთულად. როცა ჩამოვედი, არ ვიცოდი ბერძნული ენა. გამიჭირდა, ჩემს სამშობლოსთან და სკოლასთან განშორება. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა და ახალი ცხოვრების დაწყება სხვა ქვეყანაში. თუმცა, რაღაცნაირად მოვიკრიბე ძალა და ის ადამიანებიც დამეხმარნენ, ვის გვერდითაც ვცხოვრობდი. ამისთვის დიდი მადლობელი ვარ მათი. ასე ვთქვათ, ერთმანეთს ვაძლებინებდით.

– დღეს, შენ წარმატებული კარიერა გაქვს. როგორ დაიწყო ყველაფერი?

– 15 წლის ასაკში დავიწყე მოდელობა. ამაში დამეხმარა დეიდა და ჩემი ბერძენი ბიძა. მათ შემიყვანეს სკოლა-სამოდელო სააგენტო – „კრისტიში”, რომელიც იყო ერთწლიანი. დავამთავრე ეს სასწავლებელი, ავიღე დიპლომი და ამ დღიდან დაიწყო ყველაფერი. 

– მასტორაკი ვისი გვარია, თუ ფსევდონიმია?

– მასტორაკი არის გადაკეთებული გვარი. სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა 2009 წელს და მაშინ გადამიკეთეს გვარი. ახლა ყველა ასე მიცნობს საბერძნეთში. 

– როგორ გგონია, ქართული გვარით უფრო ძნელი იქნებოდა წარმატების მიღწევა?

– კი, რთულია სხვა ქვეყანაში შენი ნამდვილი გვარით, რაიმეს მიაღწიო. ჩემი ნამდვილი გვარია ვარშანიძე – თამთა ვარშანიძე ვარ.

– ახლა, როგორ გიცნობენ საბერძნეთში – ქართველი სექს-სიმბოლოდ თუ?..

– გვარი კი მაქვს გადაკეთებული, მაგრამ ყველამ იცის, ჩემს ინტერვიუებშიც ვწერ, რომ ვარ ქართველი და ამით ვამაყობ. ჩემი ქართველობა არასდროს დამიმალავს, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული გვარით გამოვდივარ.

– „ფლეიბოის” ფურცლებზე როგორ აღმოჩნდი, ასეთი შეთავაზება ხომ მხოლოდ ერთეულების ხვედრია... 

– სილამაზის კონკურსში – 2009 წელს მივიღე მონაწილეობა და ამის შემდეგ, მუდმივი შემოთავაზება მქონდა 2 წლის განმავლობაში. რატომღაც ვორჭოფობდი, ვფიქრობდი, დავთახმებულიყავი თუ – არა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე. ეგ კი, მართალია – ერთეულებს ირჩევენ ამ ჟურნალისთვის, მით უმეტეს გარეთა ყდისთვის.

– ალბათ, ძნელია საბერძნეთის ცნობილი სექს-სიმბოლოს  სტატუსის შენარჩუნება. 

– ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. მაქვს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, გადაღებები, ფოტოსესიები, შემოთავაზებები...

– ამჟამად სად ცხოვრობ?

– საბერძნეთში, ქალაქ ათენში.

– ქართველებს თუ ხვდები?

– კი, როცა მაქვს თავისუფალი დრო.

საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე და ბოლოს როდის იყავი?

– საქართველოში არ მიწევს ხშირად ჩამოსვლა. ვერ ვახერხებ ჩემი კარიერის გამო. 11 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ ვიყავი – 2013 წელს. მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ, სამწუხაროდ. იმედი მაქვს, მალე ჩამოვალ და მოვეფერები ჩემს ლამაზ, პატარა, საყვარელ სამშობლოს, საქართვველოს.

– ამდენი წლის შემდეგ, შეცვლილი დაგვხვდა აქაურობა?

– კი, რა თქმა უნდა, შეცვლილი დამხვდა ბევრი რამ და საბედნიეროდ, კარგისკენ შეცვლილი. უფრო ლამაზი, თანამედროვე და თბილი მეჩვენა ჩემი მშობლიური ქალაქი.

– ალბათ, ბევრი მამაკაცი ცდილობს შენი გულის მოგებას. რას სჩადიან ამისთვის, ალბათ, არაერთი ამბავი გექნება მოსაყოლი... ასეა? 

– კი, ბევრია თაყვანისმცემელი. მოგიყვები ახლა რაც მოხდა, ერთი კვირის  წინ. ვარ სავარჯიშოდ დარბაზში და მოდის ერთი ბიჭი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. მაძლევს ხელში კონვერტს და მეუბნება, აქ არ გახსნა, სახლში წაიკითხეო. მართლაც, როგორც კი მოვედი სახლში, გავხსენი – ძალიან საინტერესო რაღაცეები ეწერა ჩემზე. თურმე, ძალიან კარგი და საყვარელი გოგო ვყოფილვარ (იცინის).

რა მოგიყვეთ კიდევ, ბევრჯერ სახლის კართან თაიგულები მხდება სრულიად უცხო ადამიანების გამოგზავნილი. ავტოგრაფსაც ხშირად მთხოვენ... ყურადღების ცენტრში ყოფნას უკვე მივეჩვიე, ამას ჩვეულებრივად ვიღებ.

– როგორ ფიქრობ, რით გამოგარჩიეს დანარჩენი კონკურენტებისგან? რა არის შენი წარმატების საიდუმლო?

– არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ალბათ, ჩემში დაინახეს რაღაც ისეთი, რითაც გამოვირჩეოდი სხვა კონკურენტებისგან. ჩემი წარმატების საიდუმლო, რა თქმა უნდა, უპირველესად, თავმდაბლობაა, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ აქ.

– როგორია შენი წონა და პარამატრები?

–1.75 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში. წონა – 48 კილოგრამი.

– ვის ჰგავხარ გარეგნობით?

– გარეგნობით დედას ვგავარ, მამას კი – სიმაღლით.

– ყველაზე მეტად რა გენატრება საქართველოზე ფიქრისას?

– ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სახლი. ჩემთვის ყველაზე მაგარი დღესასწაულია ახალი წელი. ძალიან ბევრ ტკბილ მოგონებებს მახსენებს, მაბრუნებს ბავშვობაში. ვხვდებოდით, როგორც ყველა ქართული, ტრადიციული ოჯახი. რა თქმა უნდა, საცივის, გოჭისა და ხაჭაპურის გარეშე, ვერ წარმომიდგენია ახალი წელი.

– რომელ ცნობილ ადამიანებთან გიწევს მუშაობა და რას გაიხსენებ მათ შესახებ?

– საბერძნეთის ცნობილ დიზაინერებთან მიწევს მუშაობა და ესენი არიან: ვასილეოს კოსტეცოსი, მაკის ცელიო, კატი ხენდელსი, ჯო ტონგოუ და კიდევ ბევრი სხვა. მქონდა ძალიან ბევრი მიწვევა უცხოეთიდან – პარიზიდან, მილანიდან, ჩინეთიდან, მაგრამ საბუთები არ მიწყობს ხელს, რომ სხვა ქვეყანაში გავაგრძელო მუშაობა.

скачать dle 11.3