კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქნება 2015 წელი რთული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში და რატომ გადმოინაცვლებს მფარველი ანგელოზი ამერიკიდან აღმოსავლეთისკენ

ახალ წელს, მიუხედავად ასაკისა, ყველა უკეთესის მოლოდინით ხვდება. მართალია, ადამიანი თავისუფალი არსებაა, თუმცა ბედისწერას მაინც ვერავინ გაექცევა. ამიტომაც მიხეილ ცაგარელთან ერთად მიმოვიხილავთ ვარსკვლავების დამოკიდებულებას 2015 წლის მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესებისადმი.

– საქართველო ლომის ზოდიაქოს ნიშანია, როგორი წელი იქნება ლომისთვის 2015?

– გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წელიწადია. უამრავი ადამიანი დაკარგავს თანამდებობას: ხელმძღვანელი პირები, დეპარტამენტის თავმჯდომარეები, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ. მთავარი დამსჯელი პლანეტა სატურნი შედის მშვილდოსნის ზოდიაქოში. ეს ნიშანი მართავს იდეოლოგიის, პოლიტიკის სფეროს, ამიტომ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი „კარუსელები“, ძალიან ბევრი შეიცვლება, მათ შორის, ძალიან მაღალ თანამდებობებზე. ასევე, ძალიან მაღალი იქნება სამედიცინო შეცდომების ალბათობა, ამიტომ ეს გამოიწვევს შემდგომ სკანდალებს, კონფლიქტებს, ეს გამოიწვევს ცვლილებებს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა საავადმყოფოს დონეზე, მაგრამ, რაც მოხდება, საბოლოოდ, წაადგება საქართველოს, თუმცა მტკივნეული პროცესები იქნება. კარგი იქნება იმიტომ, რომ მოვლენ ახალგაზრდა, კარგი კადრები და სხვათა შორის, ძველი პროფესიონალი კადრების დაბრუნების ტენდენციაც მაღალია. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება საბანკო-ეკონომიკურ სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნულ ბანკს, რომელიც მთავარი ამრევია სავალუტო ბირჟაზე და აქაც აუცილებლად იქნება ცვლილებები. საბოლოოდ, ეს აუცილებელია, რომ მოწესრიგდეს ქვეყნის ეკონომიკური სფერო.

– ქვეყნის უსაფრთხოების მხრივ?

– უსაფრთხოების მხრივ, არაფერი ემუქრება ქვეყანას, არც საომარი ვითარებაა მოსალოდნელი და არც სხვა რამ საფრთხე არ არის. არ ჩანს ტენდენცია, რომ ვინმე კიდევ რამეს გვედავებოდეს. აქ მთავარია, რომ შეიცვალოს კადრები და მოვიდნენ ნამდვილი პროფესიონალები, მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე, რომლებმაც იციან, რა არის პოლიტიკა და რა არის დიალოგი, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული დიალოგის წელიწადი, თან მშვიდობიანი ფორმით. რადგან დიპლომატიური, კომპრომისული გზით შეიძლება, რაღაცის მიღწევა. ოდნავი აგრესია წელს იქნება მნიშვნელოვანი წარუმატებლობის ფაქტორი ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში. ცვლილებები იქნება ტურიზმისა და სპორტის სფეროებში. შეიცვლება ფეხბურთის არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის მთლიანი შემადგენლობა, არამედ ცალკეული გუნდების, კლუბების ხელმძღვანელობა და ასე შემდეგ. სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი განათლების სფეროში. იწყება განათლების რეფორმის სამწლიანი სისტემა. აქ არა მარტო სწავლების მეთოდოლოგია შეიცვლება,  არამედ –  კადრებიც, სამინისტროების დონეზე. ასევე, ცვლილებებია მოსალოდნელი წლის მეორე ნახევარში, რადგან წლის პირველ ნახევარში იმდენი შეცდომა დაიშვება იურიდიულ სფეროში, რომ აუცილებელი იქნება პროკურატურიდან დაწყებული და სასამართლოთი დამთავრებული სერიოზული ცვლილებების შექმნა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც. ვიმეორებ, ყველა სერიოზულ დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც, საბოლოოდ კარგი იქნება ქვეყნისთვის. უფრო მეტად განვითარდება სოფლის მეურნეობა, მრეწველობის სფერო, კულტურის სფერო. მართალია, ხელოვნების სფერო უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო, მაგრამ აქაცაა მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის, იმ სამსახურებში, რომლებსაც ევალება მართვა. ერთი სიტყვით, საქარველოში ეს იქნება რეორგანიზაციის წელიწადი, რომელიც ჩაივლის მტკივნეულად, რთულად, რადგან ბევრი დარჩება სამსახურის გარეშე, ზოგი ახალ სამსახურში აღმოჩნდება, მაგრამ ქვეყნის შემდგომ წინსვლას ეს აუცილებლად წაადგება.

–   ირაკლი ღარიბაშვილი არის ქვეყნის პირველი პირი, როგორი იქნება მისთვის ეს რთული წელიწადი?

– ის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. ამიტომ წელიწადი, ხუთქულიანი სისტემით, აქვს ოთხიანზე. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მთავარი დასაყრდენი ბატონი ბიძინა ივანიშვილი მერწყულია და მერწყულს თებერვლიდან სექტემბრამდე კარგი პერიოდი აქვს, შესაძლებლობა იმისა, რომ ღარიბაშვილმა წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ რომ ძლიერი ზურგი ეყოლება, ნამდვილად დიდია. ამიტომ, მთლიანობაში, ირაკლი ღარიბაშვილს კარგი შანსი აქვს, თუმცა ფაქტია, რომ სერიოზული ბრძოლა ელის. იმიტომ რომ გასარკვევია „რესპუბლიკელების“ სტატუსი და კოალიციის ერთიანობის საკითხი; გასარკვევია ურთიერთობები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტი ჩვენ გვყავს ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული, ქალწულს კი ძალიან მძიმე პერიოდი უდგას სექტემბრამდე, იმიტომ რომ შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა, მის ზოდიაქოშია, ასე რომ, ცდუნებები, შეცდომების, დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ალბათობა ძალიან მაღალია. ამდენად, პრეზიდენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თავის მოქმედებებში, გამოთქმებში, რომ ისეთი რამ არ თქვას ან არ გააკეთოს, რის გამოც სერიოზულად წამოედავება მთავრობა, ოპოზიცია, არასამთავრობო ძალები და ასე შემდეგ. ამიტომ გარკვეულწილად ეს არის წელიწადი შიდა გარკვევისა და საბოლოოდ უნდა დაბალანსდეს ურთიერთობა პრეზიდენტს, „რესპუბლიკელებსა“ და მთავრობას შორის. თუმცა ეს პროცესი ხელს არ უწყობს ქვეყნის რეალურ წინსვლას: ვგულისხმობ, სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ საბოლოოდ, ეს მოიტანს იმ ახალ კადრებს და დაალაგებს იმ ახალ ურთიერთობებს, რაც აუცილებელია 2016 წლიდან მეტი წინსვლისათვის.

– დავით უსუფაშვილს 2014-ში ძალიან კარგი რეიტინგი ჰქონდა, შეინარჩუნებს?

– დიახ და არნახულად კარგი წელი აქვს, იმიტომ რომ იგი იქნება მთავარი ფიგურა „რესპუბლიკულ პარტიას“, „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის ურთიერთობებში. უსუფაშვილის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები. რადგან მას მთლიანად ენდობა ბიძინა ივანიშვილი, მისადმი დადებითადაა განწყობილი პრემიერი, მაგრამ იგი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია, რომელთანაც ანტაგონიზმი მატულობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს ის. ამ თვალსაზრისით, უსუფაშვილისთვის 2015 რთული წელიწადია და რამდენიმე ვარიანტი შეიძლება, იყოს: თუ ის დარჩება „რესპუბლიკურ პარტიასთან“, შესაძლოა, სერიოზულად გაიფუჭოს ურთიერთობები ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან; თუ ღარიბაშვილისკენ გადაიხრება, მაშინ უნდა გაემიჯნოს თავის პარტიას. ამდენად, მოუწევს ლავირება ისე, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური, ორივეგან შეინარჩუნოს რეიტინგი და ერთიანობა, სხვანაირად, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. განსაკუთრებულად კარგი პერიოდი მას ექნება წლის მეორე ნახევარში – სექტემბრიდან. ასე რომ, მთავარია, წლის პირველ ნახევარში არ დაუშვას შეცდომები აზრის გამოთქმისას, პოზიციის დაკავებისას. თუ ეს არ მოხდება, მაშინ მეორე ნახევარი გაცილებით წარმატებული ექნება და ყოველივე ამას გაცილებით უკეთ გაართმევს თავს. ამდენად, დავით უსუფაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება წელს.

– ირაკლი ალასანია პასიურ მდგომარეობაში დარჩება, რომელშიც გადავიდა თუ აქვს პოლიტიკური აქტივობის პერსპექტივა?

– ალასანია მშვილდოსანია და მშვილდოსნის ზოდიაქოში 23 დეკემბრიდან უკვე შევიდა მთავარი მუხრუჭი და დამსჯელი პლანეტა სატურნი, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში იქნება იქ და, ამდენად, მას ერთადერთი გამონათება ექნება 16 ივნისიდან 19 სექტემბრამდე, როდესაც  სატურნი დატოვებს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს და ამ პერიოდში შეეძლებათ რეიტინგის აწევა, მაგრამ, სხვა მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ალასაინიასთვის ეს კარგი წელიწადია, ისევე, როგორც შემდგომი წელი. წლის მეორე ნახევარში მას გაცილებით მეტი სირთულე ელის, ისევე, როგორც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. თუმცა სააკაშვილს აქვს ერთი პლუსი, ალასანიასგან განსხვავებით, ის, რომ იგი თხის წელიწადშია დაბადებული, ამიტომ მას თხა ცოტა მეტად დაეხმარება წლის განმავლობაში, რომ სატურნისეული ნეგატიური ზეგავლენა არ იყოს მისთვის ზედმეტად დამთრგუნველი. ამდენად, მთლიანობაში, ალასანიასთვის უფრო რთული წელი იქნება, ვიდრე სააკაშვილისთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი განსაკუთრებულ გაჭირვებაში ჩავარდება: გარკვეული რეიტინგი ექნებათ მსოფლიოში, საქართველოში ნაკლებად წავლენ წინ, მაგრამ, ზოგადად, მათ ცხოვრებაში დამუხრუჭების ტენდენცია მოიმატებს ამ ორი წლის განმავლობაში.

– „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ წელს უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები?

– „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისეთივე იქნება, როგორიც გასულ წელს იყო. მთავარია ის, რომ მმართველმა პარტიამ არ მისცეს კარტბლანში, იმიტომ რომ სერიოზული შიდა ბრძოლა გაჩაღდება „ქართულ ოცნებას“, „რესპუბლიკელებსა“ და პრეზიდენტს შორის. თუმცა, რომ გითხრათ, შეცდომები რომ დაუშვან კიდეც, ამით ძალიან დიდ ქულებს დაიწერს „ნაციონალური მოძრაობა“-მეთქი, არ იქნება სწორი. აქ რომ ჰყოლოდათ მიხეილ სააკაშვილი, მეტი შანსი ექნებოდათ, მაგრამ მის გარეშე შეინარჩუნებენ იმ პოზიციას, რაც ახლა აქვთ.

– ალასანიას ცუდი პერიოდი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ახალ პოლიტიკურ ძალას ველით?

– ზოგიერთი ახალგაზრდა კადრი გამოჩნდება, მაგრამ პოლიტიკური ძალა, პარტიის  სახით, არ ჩანს. მე აღვნიშნე, რომ ძველი პროფესიონალი კადრების დაბრუნებაა მოსალოდნელი და ეს კარგია, რადგან ჩვენ გვყავს პროფესიონალები, რომლებიც აბსოლუტურად გამოთიშულები არიან პოლიტიკურ ცხოვრებას. საჭიროა ამ ძალების, ამ ცოდნის გამოყენება. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი და ლალი მოროშკინა, რომლებიც დღეს თამაშგარე მდგომარეობაში არიან. არადა, ორივეს მფარველი ანგელოზი ჰყავს რუსეთის ზონაში.

– სალომე ზურაბიშვილს?!

– დიახ, დაგავიწყდათ ლავროვის კოცნა?!

– კოცნა მახსოვს, მაგრამ არ ვიცოდი, თუ მფარველი ანგელოზი ჰყავდა რუსეთის ზონაში.

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მფარველი ანგელოზი ჰყავთ რუსეთის ზონაში, ანუ მერწყულში. ამიტომ ყველაფერს გააკეთებინებს რუსებს: ეს ცოდნაა საჭირო, რომ იცოდე, ვინ გაუშვა მოლაპარაკებებზე რუსებთან.

– ზურაბ აბაშიძეს, ამ მხრივ, უჭირს?

– ის შესანიშნავი დიპლომატია და უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მას არ ჰყავს მფარველი ანგელოზი რუსეთში და ამიტომ იმდენს ვერასდროს მიაღწევს, რადგან არ აქვს ისეთი წყალობა კოსმოსიდან, როგორც სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ყველა თავის ადგილას უნდა იყოს დაყენებული და არა ისე რომ, ვინმეს რამე უნდა. ასტროლოგიის ცოდნის გარეშე ვუშვებთ სერიოზულ შეცდომებს და შედეგსაც ვხედავთ. ამდენად, ამ ტიპის მოლაპარკებებზე უნდა გაუშვა ადამიანი, რომელსაც აქვს არა მარტო დიპლომატიური უნარები, არამედ, რომელსაც პირად ჰოროსკოპში აქვს იმ ქვეყანასთან დაკავშირებული წარმატების შანსი.

– საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების თვალსაზრისით, როგორი იქნება?

– მიმაჩნია, რომ ამ ურთიერთობისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იქნება 16 ივნისიდან 19 სექტემბრამდე. იქამდე და იმის შემდგომ დასავლეთთან კონტაქტი იქნება გართულებული. ამდენად, ვფიქრობ, რომ მთავრობამ ძირითადი ყურადღება ამჯერად უნდა გადაიტანოს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით. ურთიერთობა რუსეთთან  შესაძლებელია წელს არნახულად გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ გამარჯვების მმართველი პლანეტა წელს იქნება ლომში, რომელიც მართავს საქართველოს, ხოლო მფარველი ანგელოზი თებერვლიდან სექტემბრამდე რუსეთის ზონაში, ანუ მერწყულშია, ამიტომ ამ ორივე ქვეყანას ძალიან დიდი მფარველობა ეძლევა ზემოდან ურთიერთგაგებისა და ურთიერთობების დალაგებისა. მთავარია, პოლიტიკოსები ამ დროისთვის იყვნენ მზად არა ერთმანეთთან ბრძოლისთვის, არამედ ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვიმეორებ –  რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე არც აფხაზეთის, არც ცხინვალის რეგიონის საკითხი არ გადაწყდება. მეორე –  ჩინეთი, ინდოეთი, ტაილანდი, კორეა… მომავალი არის აღმოსავლეთის. მფარველი ანგელოზი ამერიკიდან მოდის აქეთ –  ევროპა, რუსეთი, ჩინეთის, აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ. ამიტომ აქეთაა საჭირო ძირითადი ძალების გადმოსროლა, ურთიერთობების დალაგება, დიპლომატიურისა თუ ეკონომიკურის.

– როგორია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ალბათობა? 

– ყველაფერი დამოკიდებულია დათო უსუფაშვილზე, თუ ის ვერ შეელია „რესპუბლიკელებს“, მათ კი გაამძაფრეს მოქმედება და უხერხურ მდგომარეობაში ჩააყენეს, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, მით უმეტეს, კრიტიკული პერიოდი ჩვენ გვაქვს თებერვალი-მარტი-აპრილის ზონა და ბევრი საკითხი იქნება გასარკვევი. სწორედ ამ პერიოდში გახდება ცხადი, რამდენად მიდის ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებისკენ. თუ უსუფაშვილი დაიკავებს სწორ პოზიციას: გაამაგრებს „ოცნებას“ და არ დაასუსტებს მას; მეტნკლებად მოაგვარებს ურთიერთობას ღარიბაშვილსა და პრეზიდენტს შორის, მაშინ რიგგარეშე არჩვენებს არ უნდა ველოდოთ. ერთი სიტყვით, წლის პირველი ნახევარი, მაისის ჩათვლით, გადაწყვეტს ყველაფერს.

скачать dle 11.3