კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

საინფორმაციო ომი

ესე იგი – ჭიტა!!!

გასული წლის მიწურულს საზოგადოება „ივერიამ“ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სატელევიზიო არხების აკრძალვა მოითხოვა („შავ სიაში“ მოხვდნენ: ოåðâûé êჭíჭë, Russia Today, ნრგ, პîññèÿ-24, გდრპკ, დîëîñ პîññèè, Çâåçჰჭ, ოëჭíåòჭ) და ამ თხოვნით თვით მთავარ პროკურორ ბ-ნ ბადაშვილს მიმართა (რომლისთვისაც თვალი „ლაივში“ საქართველოს არც ერთ მოკვდავ მოქალაქეს არ მოუკრავს).

კერძოდ, მოთხოვნაში ნათქვამია: „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ დაწყებული საინფორმაციო ომი რეალური ომია, რომელიც ომისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს. ეს ომი, ამავე დროს, „ჰიბრიდული ომის“ შემადგენელი ნაწილია სადაზვერვო და ტერორისტულ ოპერაციებთან, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ფინანსურ ომებთან ერთად… დეზინფორმაცია, ინფორმაციული აგრესია, ინფორმაციული სპეცოპერაცია, ინფორმაციული ბლოკადა – ეს რუსული ტელეარხების არსენალის არასრული ჩამონათვალია.“

ხოლო, რაკი, „ივერიის“ აზრით, ამ ზემოქმედების შედეგია: „საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური კონტროლის დაწესება, საზოგადოებრივი აზრის მართვა, საინფორმაციო ნაკადების სასურველი მიმართულებით წარმართვა, საზოგადოების მუდმივი დეზინფორმირება, რუსული ინტერესების ლობირება… ერთა შორის შუღლის გაღვივება, ძალადობისკენ წაქეზება, ინფორმაციული ტერორიზმი და საზოგადოების მუდმივ ისტერიაში ყოფნა...“ მიაჩნიათ, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდება, თუკი რუსული ტელეარხების მაუწყებლობა კანონით აიკრძალება.

მეორე მხრივ, ამგვარი მოთხოვნა სიახლე არ არის (ისევე, როგორც არასასურველი მიცვალებულების ძეგლებისთვის კვერცხების დაშენა): ჯერ ერთი, რუსული არხები აკრძალული უკვე იყო და, მეორეც – ინტერნეტის პირობებში აკრძალვას აზრი არც აქვს, თუმცა სრულად ვეთანხმებით ზემომოყვანილი განცხადების პათოსს. რაც მთავარია – ამგვარი ინციატივით უკვე გამოვიდა ხალხის რჩეული საპარლამენტო უმრავლესობიდან – გიორგი ბარამიძე.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსული სატელევიზიო არხების ტრანსლირების აკრძალვა საფრთხეს ვერ გაანეიტრალებს (თუმცა რთული არ არის), ისღა გვრჩება, ვინატროთ, რომ, თუ თვალებს დავხუჭავთ, ზედაც, ყურებს მივახუჭავთ, რუსული ტანკებიც გაქრება. – 

скачать dle 11.3