კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ნატოშები

ანუ „ნასოსი უნდა მისცე“

იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის 10 წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრება იმ ანეკდოტს ჰგავდა, როდესაც ბელადი ყოველთვის მართალი იყო (და ვინც ამას არ ეთანხმებოდა, უწევდა, ეხილა პირველი პუნქტი – „ბელადი ყოველთვის მართალია“), სავსებით ბუნებრივია, რომ თავდაპირველად გვეტოშა, როდესაც „ბელადმა“, ანუ ხელისუფლებამ, ბოდიშებიც გვიხადა და, ზედაც, უკანაც დაიხია.

წლის მიწურულს ამ ტიპის სკანდალში თვით თავდაცვის სამინისტრო გაეხვია – საქართველოს მოქალაქის უკრაინაში დაღუპვის გამო გამოთქმული სამძიმრის განცხადება უხერხული გამოუვიდა (თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ იმაზე უხერხული, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ უპატრონოდ მიტოვებული ჩვენი სამხედროების ცხედრების ტრაგიკული ისტორია), რის გამოც უწყებას ახსნა-განმარტებაც მოუწია და ბოდიშის მოხდაც.

ამის მიუხედავადაც, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ დაკმაყოფილდნენ, ანეკდოტური პათოსით: „ნასოსი უნდა მისცე“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინისტრი უნდა გადადგეს! სხვაგვარად ამ იაღლიშს ვერ გამოვასწორებთო.

თუ გავიხსენებთ, რომ წაგებული ომის გამო მაშინდელ თავდაცვის მინისტრს ბოდიშიც არ მოუხდია (გადადგომას ვინ ჩივის), მთავარსარდალი გვარწმუნებდა, ათიოდ სოფელი დავკარგეთო, ხოლო უცხოურ მედიასთან უფრო შორსაც კი წავიდა და ამ ჩვენს შიდა ქართლს ქვაღორღიანი, გამოუსადეგარი მიწა უწოდა, ყოფილების ლოგიკა გაუგებარია (თუ გამოვრიცხავთ, რომ ბელადი ყოველთვის მართალია). – 

ამიტომაც თვით დავით ბაქრაძესაც მტკიცედ სწამს, რომ, რაკი „თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ასეთი მორალი და ასეთი ხედვა სახელმწიფოსი, ვფიქრობ, ასეთი ადამიანის ადგილი თავდაცვის მინისტრის კაბინეტში არ არის.“

ჩვენ ვიზიარებთ ბ-ნი ბაქრაძის ლოგიკას: რა თქმა უნდა, ბ-ნი ჯანელიძის ადგილი თავდაცვის მინისტრის სავარძელში არ არის, რადგან მას არსენალში მხოლოდ დესერტის კოვზები ჰქონია, განსხვავებით დანა-ჩანგლით შეიარაღებული ბ-ნი ბაქრაძისგან. – 

скачать dle 11.3