კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედარუსული ვნებანი

სიყვარული კრემლურად

გასულ წელს ამ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა რფ-მ ისეთები ჩაიდინა, რომ აქეთ – მსოფლიო წესრიგი დააყენა ყურებზე, იქით – მსოფლიოს რუკა.

წლის მიწურულს კი ახალი სამხედრო დოქტრინაც გამოაცხო, თუმცა ისიცაა, რომ  არც წინა გამოირჩეოდა დიდი მოკრძალებით, მაგრამ ახალმა კიდევ უფრო განამტკიცა რუსეთის სახელმწიფოს სიყვარული რუსეთის გარეთ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობისადმი. 

კერძოდ, რუსეთის აწ უკვე მოქმედი სამხედრო დოქტრინის 22-ე მუხლში ვკითხულობთ შემდეგს: „რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს მართლზომიერად შეირაღებული ძალების გამოყენებას თავისი და თავისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად, ასევე, საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის ფედერაციის მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, თავისი მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის გარეთ.“

რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს მიაჩნია, რომ ამ მუხლს მისი მშობლიური რფ უპირველესად თავისივე მოკავშირეების – ყაზახეთისა და ბელორუსის – წინააღმდეგ გამოიყენებს.

ხოლო, მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ  ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ ფედერიკა მოგერინის განცხადებას: დროა, უკრაინის გამო რუსეთთან კონფრონტაცია დასრულდესო (ანუ, პატარებს რომ გვიბარტყუნებენ, ეგ არაფერი), მთელი ჩემი კაცთმოყვარეობის მიუხედავადაც, ურიგო არ იქნებოდა (მეტიც – ფრიად სამართლიანიც გამოვიდოდა), თუკი ეს ჩვენი მტერი რფ ამ ჩვენს მოყვარე დასავლეთს თავისი სამხედრო დოქტრინის ავკარგიანობას გაასინჯებდა (ზედაც – ჩვენს შეშფოთებასაც ნახავდნენ). – 

скачать dle 11.3