კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რომელი ახალი წელი ახსენდება გიორგი ბახუტაშვილს განსაკუთრებულად და როდის მოქცეულა ის ცოტნესავით

მსახიობ გიორგი ბახუტაშვილისთვის წლევანდელი ახალი წელი განსაკუთრებულია – ის პირველად შეხვდა ამ დღესასწაულს დაქორწინებული. ახალი წელი, ისევე, როგორც ყველასთვის, მისთვისაც იმედებთან და უკეთესის მოლოდინთან ასოცირდება. თუმცა, 2014 წლის მადლიერია, რადგან ამ წელს მის ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა.

რისი გაკეთება უხარია გიორგი ბახუტაშვილს ბავშვივით, როგორ მოხვდა ბედობის დღეს პოლიციის განყოფილებაში და არის თუ არა ჩართული მეუღლესთან ერთად საახალწლო სამზადისში, ამას მისგან შეიტყობთ.

გიორგი ბახუტაშვილი: ახალი წელი ახალ იმედებსა და სასიამოვნო სიახლეებს უკავშირდება. ამ დროს იმედი გაქვს, რომ ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდება. ყოველ ახალ წელს კარგის მოლოდინით ვხვდები.

– პირველად შეხვდი ახალ წელს დაქორწინებული, მეუღლესთან ერთად. როგორ გაატარეთ ეს დღესასწაული?

– იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს დავქორწინდით და ეს ჩვენი პირველი ახალი წელია, ჩვენი ტრადიციები ახლა ყალიბდება. ისე, ახალ წელს ერთად აქამდეც შვხვედრივართ, ოღონდ, მაშინ ცოლ-ქმარი არ ვიყავით. 

– საახალწლო სუფრიდან რომელი კერძი გიყვარს ყველაზე მეტად?

– არ ვიცი, შეიძლება თუ არა, მას კერძი დაარქვა, მაგრამ, საახალწლო სუფრიდან ყველაზე მეტად გოზინაყი მიყვარს.

– ტრადიცია თუ გაქვს, რომელსაც ყოველ ახალ წელს ასრულებ?

– რამე განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, უბრალოდ, ბავშვივით დიდი მონდომებითა და სიხარულით ვისვრი ხოლმე ფოიერვერკებს.

– მეკვლის გჯერა?

– არა, არ მჯერა. მეც ვყოფილვარ, თუმცა, არ მომწონს, როცა მე ვარ მეკვლე, რადგან, ვიღაცეებს განსაკუთრებულად სჯერათ მეკვლეების, მე კი ის არ მომწონს, მათ რომ უკავშირებენ რაღაცეებს.

– თუ უთქვამთ შენთვის, რომ კარგი ფეხი გაქვს?

– ჰო, ალბათ, რადგან, ერთსა და იმავე ადამიანთან რამდენჯერმე ვყოფილვარ მეკვლედ მათი დაჟინებული თხოვნით.                               

– შესაბამისად, შენ მეკვლე არ გყავს?

– წინასწარ არ ვგეგმავთ ხოლმე. ვინც პირველი  მოვა, მეკვლე ის გამოდის და, მერე თვითონ უხარიათ – აი, მეკვლე ვარო. მაგრამ, ჩვენ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

– 12 საათზე სურვილი თუ ჩაგიფიქრებია?

– კი, კი! ჩემი და მაიძულებდა, რომ ჩამეფიქრებინა და დამეწერა ხოლმე. რამდენჯერმე დაწვა, შამპანურშიც ჩააგდო და დამალევინა.

– დიდობისას თუ ჩაგიფიქრებია რამე და თუ აგსრულებია ის სურვილი?

– არ ვიცი, ეს სახალწლო სურვილებს რამდენად შეეხება, მაგრამ, უფრო მიზნები მაქვს. საერთოდ, მიზანდასახული ვარ და მიზნები მისრულდება ხოლმე. მეოცნებეობა, ზოგადად, არ არის ჩემი სტილი.

– ამჯერად რა სურვილი ჩაიფიქრე ან რა მიზანი დაისახე?

– განსაკუთრებული არაფერი. 2014 კარგი წელი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და, ვისურვებდი, რომ ასევე გაგრძელდეს ყველაფერი. მეტი ახალი ნაბიჯები და ეტაპები გამოჩნდეს თავის დროზე და წინ გადაგვედგას ნაბიჯები მეც და ჩემს ოჯახსაც.

– რომელიმე ახალი წელი განსაკუთრებულად თუ გახსენდება?

– ყველაზე მეტად გამორჩეული ახალი წელი შარშან იყო, როდესაც ჩემს, ახლა უკვე მეუღლეს, ახალი წლის ღამეს, 12 საათზე, პირველად ვუთხარი – „მიყვარხარ“.

– სიყვარული ახალ წელს აუხსენი?

– დიახ, პირველად ახალ წელს ვუთხარი, რომ მიყვარს.

– რამე თავგადასავალი თუ გადაგხდენია ამ დღეს?

– ახალ წელს არა, ბედობას გადამხდა. ისე, არც ბედობის არ მჯერა... რაღაც გაუგებრობის გამო აღვმოჩნდი განყოფილებაში. მერე გაირკვა და დამაბრუნეს ისევ. მოკლედ, გზას რომ აგებენ, ეგ მანქანა იყო და ფარები ჰქონდა ანთებული. მე გადავწყვიტე, რომ ჩამექრო. გამოვიძახე პატრული, რადგან, მე ვერ ჩავაქრობდი. ჰოდა, პატრულმა გადაწყვიტა, რომ, შეიძლება, მე ვიპარავდი ამ მანქანას. წამიყვანეს განყოფილებაში და გაირკვა, რომ არაფრის მომპარავი არ ვიყავი, მით უმეტეს – „კატოკის“ და დამაბრუნეს უკან.

– ზოგადად, როგორ გარემოში გიყვარს ახალი წლის აღნიშვნა – ოჯახთან ერთად თუ გარეთ?

– ახალი წლის აღნიშვნა ოჯახურ გარემოში მირჩევნია, თუმცა, ორჯერ იყო შემთხვევა, რომ გარეთ შევხვდი. სიმართლე გითხრა, ცუდი არ იყო – გარეთ მეგობრებთან ერთად ვიყავი, მაგრამ, ოჯახური გარემოცვა მაინც მირჩევნია.

– ოჯახში თუ გაქვთ ხოლმე წინასწარ  საახალწლო სამზადისი და თუ ეხმარები მეუღლეს ამ პროცესში?

– კი, კი! თაკომ მორთო სახლი, ნაძვის ხეც დავდგით. საყიდლებზეც ვიყავით – მეც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ სამზადისში.

– სიურპრიზები თუ გიყვარს, მით უმეტეს, დღესასწაულებზე?

– სიურპრიზები და საჩუქრები, საერთოდ, ძალიან მიყვარს. მე როცა ვჩუქნი, ესეც მიყვარს და როცა მე მჩუქნიან – ესეც. მოკლედ, ორივეზე ვგიჟდები. ამ ახალ წელსაც სასიამოვნო სიურპრიზები გავუკეთე ჩემს საყვარელ ადამიანებს და მათგანაც მივიღე საჩუქრები.

– ახალი წლის შემდეგ  ნაბახუსევი და ზედმეტი კილოგრამები არ გაწუხებს?

– მე ნაბახუსევი არ მაქვს – ეგ საერთოდ არ მაწუხებს ცხოვრებაში. ზედმეტმა კილოგრამებმა კი რამდენიმე თვის წინ ისედაც შემაწუხა, მაგრამ იმედი მაქვს, მოვერევი. მაგაზე განსაკუთრებულად არ ვზრუნავ, ალბათ, თავისით ჩავდგები ფორმაში, რადგან, მსუქანი არასდროს ვყოფილვარ. ცოლი რომ მოვიყვანე, მაგის მერე რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე.

– სერიალში ცოტნეს სიმთვრალე ცალკე თემაა. საინტერესოა, გიორგის როგორი სიმთვრალე აქვს?

– მთვრალი ცოტნესავით არ ვიქცევი ხოლმე, მაგრამ, ცუდად დავმთვრალვარ, ისე რომ, ცოტნესავითაც მოვქცეულვარ. ცხოვრებაში რამდენიმე ცუდი დათრობა მქონია, თუმცა, ზოგადად, ცუდი სიმთვრალე არ მაქვს. სუფრასთან რაღაცეები მიგიჟია, მაგრამ, აგრესიული არ ვარ ხოლმე, თუ მდგომარეობიდან არ გამომიყვანეს; ისე, ეგეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ სიმთვრალეში ვიღაცას გამოვუყვანივარ წყობიდან. საერთოდ, სიმთვრალე მაგითაა ცუდი, რომ ნაკლებად აკონტროლებ შენს თავს. სახეს რომ კარგავს ადამიანი, ეგ არ მიყვარს.

– ბავშვობაში თოვლის ბაბუის არსებობის თუ გჯეროდა?

– რა თქმა უნდა! როგორც ყველა ბავშვს, თოვლის ბაბუის არსებობის მეც მჯეროდა და ძირითადად სათამაშოებს ვთხოვდი ხოლმე. არ მახსოვს, ზუსტად რა ასაკამდე მჯეროდა, მაგრამ, მახსოვს, ერთხელ რა მონდომებით ვატყუებდი ჩემი ბაღის მასწავლებელს, რომ წუხელ თოვლის ბაბუა დავინახე-მეთქი; ვუმტკიცებდი, რომ ჩემთან იყო მოსული. იმანაც – „ვაა, მართლაო?“ შევყევი, ვატყუე და ვატყუე. მერე, რომ გავიგე, ყველამ იცოდა თოვლის ბაბუა რომ არ არსებობდა, ძალიან შემრცხვა.

– რა მოლოდინი გაქვს 2015 წლისგან?

– 2014 ძალიან კარგი წელი იყო ჩემთვის – კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგი, დავოჯახდი. 2015 წელს, იმედი მაქვს, იქნება ბევრი ახალი პროექტი კარიერაში და  სიურპრიზები  – სახლში. ვნახოთ, რა მოხდება.

скачать dle 11.3