კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (154)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის დღეებში ზედმეტი კილოგრამებისა და სტრესის თავიდან ასაცილებლად და რატომ არ არის რაციონის მკვეთრად შეზღუდვა ახალი წლის შემდეგ საჭირო

ახალი წლის საზეიმო განწყობას ხშირად ახლავს უსიამოვნო ფიქრები, რადგან, შესაძლოა, რამდენიმედღიანმა დასვენებამ და ნაირ-ნაირმა საკვებმა, არასასურველი შედეგი მოგვიტანოს. ამ დღეებში, ალბათ, ვერავინ უძლებს ცდუნებას, რასაც საბოლოოდ მოჰყვება ზედმეტი წონა და, ხშირად – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. როგორ გავატაროთ საახალწლო პერიოდი, რომელიც ლამის ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება და  როგორ ავირიდოთ თავიდან წონაში მომატება, ამის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან და საჭირო რჩევას გვაძლევს ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა:

 

– ახალი წლისა და შობის დღესასწაული, შეიძლება ითქვას, თითქმის ორი კვირა გრძელდება. საზეიმო განწყობას თან ახლავს უსიამოვნო ფიქრი – როგორ გავატაროთ ეს პერიოდი ისე, რომ რეგულარული სუფრიანობა არა მარტო ჩვენს კილოგრამებზე აისახოს უარყოფითად, არამედ, ჯანმრთელობაზეც, რადგან, ამ დღეებში ჩვენი ორგანიზმი კოლოსალურ სტრესს განიცდის ათასობით ზედმეტი კალორიის მიღებით. ამის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ წინასაახალწლო რჩევებს და რამდენიმე კულინარიულ „მანევრს:”

* შებოლილი ძეხვეულის ასორტის ნაცვლად, გირჩევთ, სუფრა გაამდიდროთ საქონლის მოხარშული ენით; ასევე, მშვენიერი შემცვლელი იქნება ქათმის რულეტი ბოსტნეულის ან სოკოს შიგთავსით.

* მოამზადეთ რაც შეიძლება მეტი სალათა ბოსტნეულისგან, რაც ნამდვილად გაალამაზებს თქვენს საახალწლო სუფრას, თანაც, გამოიყენეთ არა მაღალკალორიული ტრადიციული მაიონეზი, არამედ, სასარგებლო ზეითუნის ზეთი. აგრეთვე, შეგიძლიათ, მოამზადოთ ნაკლებცხიმიანი სოუსი: ნატურალურ, არატკბილ 100 გრამ იოგურტს დაუმატეთ 1/2 ლიმონის წვენი, მდოგვი და წიწაკა. ასე შეზავებული სალათის გემო არანაირად არ ჩამოუვარდება მაიონეზიანს და უფრო სასიამოვნო და ნაზია.

* ლიმონის წვენთან და პომიდორთან ერთად ფოლგაში გამომცხავრი თევზი ტრადიციული გოჭის მსუბუქი ალტერნატივა იქნება თქვენს სუფრაზე.

* დესერტებისა და ტკბილეულის სახით მოამზადეთ ხილის სალათები, ხაჭოს ჟელეიანი ტორტი ბისკვიტის თხელ ფენაზე ან, უბრალოდ, ეგზოტიკური ხილი.

სადღესასწაულო ვახშმის მომზადება მხოლოდ საქმის ნახევარია. ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია, დავძლიოთ ცდუნება და არ შევჭამოთ ყველაფერი, რასაც საახალწლო სუფრაზე ვხედავთ. ეს არ არის შეუძლებელი და, რამდენიმე წესს თუ დავიმახსოვრებთ, დროსაც საინტერესოდ და სახალისოდ გავატარებთ.

– როგორ დავიცვათ ახალი წლის დღეებში კვების რაციონი?

– წინასაახალწლოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რაციონის განსაკუთრებულად შეზღუდვა. აუცილებელია ჩვეულებრივი ჯანსაღი, დაბალანსებული კვება და ნატურალური პროდუქტების მიღება. ასევე, არ დასხდეთ მშივრები სუფრასთან ახალი წლის ღამეს. მთელი დღის განმავლობაში შიმშილი ცუდი იდეაა. დღის განმავლობაში ზომიერად მიირთვით „სწორი საკვები“ – ეს იქნება ერთგვარი გარანტი, რომ ზედმეტობაში არ გადავარდეთ. ალბათ, ყველას გვიყვარს, მაგალითად, გოზინაყი, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ, რაც არ უნდა ნატურალური და სასარგებლო ინგრედიენტებისგან შედგებოდეს ესა თუ ის კერძი, თუკი დიდი რაოდენობით შევჭამთ, ის, უბრალოდ, საწამლავად იქცევა ჩვენი ორგანიზმისთვის და ეს ეხება გოზინაყსაც. სადღესასწაულო სუფრას კიდევ ის საშიშროება ახლავს, რომ, მრავალფეროვნების გამო, ადამიანს სათვალავი ერევა და სხვადასხვა სახეობის ვეღარ აკონტროლებს, ბევრი ჭამა თუ ცოტა. გარდა ამისა, კერძების შერევა კუჭ-ნაწლავისთვის არცთუ სახარბიელოა. ძალიან სასარგებლო წესია – „ორი ერთთან,“ რომელიც გულისხმობს ორი ბოსტნეულის კერძის დაგემოვნებას ერთ ხორცეულის კერძთან. ზოგადად კი, ნუ იქნებით გამუდმებით ჭამაში გართული ახალი წლის ღამეს. 30-40-წუთიანი მოლხენის შემდეგ კარგი იქნება ორსაათიანი ინტერვალის გაკეთება.

 კიდევ ერთი წესი: შერჩევითი მიდგომა. სადღესასწაულო სუფრა საშიშია სამი მიზეზით: ლამაზად გაფორმებული კერძები ძლიერად აღვიძებს მადას და, რასაც ვხედავთ, ყველაფრის გასინჯვა გვინდება. პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, მრავალფეროვანი საკვები ადამიანს სათვალავს ურევს და ამიტომ ზუსტად ვერ აღიქვამს, ბევრი ჭამა თუ ცოტა. ამიტომ, წინასწარ დაათვალიერეთ სუფრა, ამოირჩიეთ რამდენიმე კერძი, რაც ყველაზე მეტად გინდათ და დანარჩენს არ მიეკაროთ.

– ამ დღეებში ადამიანები დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლსაც, განსაკუთრებით – კაცები.

– გირჩევთ, არ დაიწყოთ ალკოჰოლით, ანუ, ალკოჰოლი მიიღეთ მხოლოდ საჭმლის შემდეგ და, თანაც, არა დიდი დოზით. როგორც ცნობილია, ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით კი ტკბილი ვარიანტი, არა მხოლოდ კალორიულია, არამედ თავშეკავებასაც ამცირებს საჭმლის რაოდენობის გაკონტროლებისას. ასევე, ნუ იქნებით გამუდმებით ჭამაში გართულნი, რადგან, ასე, შეიძლება, ახალი წლის ერთ ღამეში ორი-სამი დღის საკვების ნორმა მიირთვათ. ნუ დავივიწყებთ, რომ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ხომ ბევრი სხვა რამაა მნიშვნელოვანი...

აუცილებელია რიტმში ყოფნა, ამიტომ, ფიზიკურად ნუ მოდუნდებით. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი სპორტდარბაზი. ყოველდღიური სეირნობა ფეხით და მსგავსი აქტივობებიც საკმარისია. ჯანმრთელი ძილი არ მოიკლოთ საშობაო არდადეგების დროს. გახსოვდეთ, რომ გამოუძინებლობა მადისა და დანაყრების შეგრძნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზია. 

 –  ახალი წლის შემდეგ როგორ დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს?

– ნელ-ნელა და შეუმჩნევლად. სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანისთვისაც კი დიდი სტრესია ზედმეტი საკვების მიღება და ორგანიზმი მალევე დაიწყებს ზედმეტისგან გათავისუფლებას, ამიტომ, თუკი ახალი წლის დღეებამდე არ გიშიმშილიათ, მალევე დაუბრუნდებით მანამდელ წონას, ანუ, თუ სასწორის ისარი ამ დღეებში მეტობისკენ არის გადაწეული, ის აჩვენებს არა ახლად დაგროვებულ ცხიმს, არამედ, მოსაშორებლად გამზადებულ წონას, ასე ვთქვათ, მოლხენის შედეგებს. ამიტომ, ხელს ნუ შეუშლით თქვენს ორგანიზმს და ნუ გადავარდებით მეორე უკიდურესობაში: ანუ რაციონის მკვეთრად შეზღუდვა ახალი წლის შემდეგ დღეებში არ არის საჭირო, რადგან, ესეც სტრესი იქნება, ოღონდ, მინუს ნიშნით. თუკი ერთხელ მაინც განუცდია შიმშილი თქვენს უჯრედებს, ეს მათ ახსოვთ და, მსგავსის განმეორების შემთხვევაში, შეიძლება, სწრაფად გარდაქმნან ცხიმოვან უჯრედებად ის, რისგანაც ორგანიზმი გათავისუფლებას აპირებდა. ამიტომ, მსუბუქი, განმტვირთავი მენიუ მესამე-მეოთხე დღიდან ასე გამოიყურება: ჩვეულებრივი საუზმე, კეფირი, ხილი. მოკლედ, ჯერადი კვება – სადილი, ვახშამი.

скачать dle 11.3