კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება ძაღლის ორსულობა?

პასუხი: ძაღლები მშობიარობენ ძირითადად 58-დან 63 დღემდე შუალედში; დიდი ნაყარი  ჩნდება ადრე, პატარი კი – შედარებით გვიან. პატარა ჯიშის ძუ ძაღლები მშობიარობენ 2-3 დღით ადრე. სწორ ნაწლავში სხეულის ნორმალური ტემპერატურა საშუალოდ 38,5 გრადუსია, ხოლო მშობიარობამდე 2 დღით ადრე სხეულის ტემპერატურა ეცემა და 37 გრადუსამდე ფიქსირდება.

მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, სეირნობისას,  ძუ ცდილობს, შორს არ წავიდეს, ამზადებს „ბუდეს,” უმეტესად მოუსვენრობს, პატრონის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და გადამეტებით მოსიყვარულე ხდება და ხშირად წევს ხოლმე. მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე მას სარძევე ჯირკვლებში უდგება რძე (განსაკუთრებით – უკვე ნამშობიარებ ძუებში). უმჯობესია, თუ თქვენს ძაღლს 2-3 დღით ადრე ანახვებთ ვეტერინარს. 

კითხვა: იქნებ, ორი სიტყვით მირჩიოთ, რა მეთოდით ხდება ლეკვის დასჯა (მისი ცემა ნამდვილად არ შემიძლია)?

პასუხი: მრავალი რეკომენდაცია არსებობს ასეთ სიტუაციაში მოქცევისთვის, მათგან ყველაზე პოპულარული მეთოდია დახვეული გაზეთის მსუბუქად მირტყმა ცხვირზე, მაგრამ ეს ისე არ უნდა გააკეთოთ, რომ ლეკვს შიში ჩაუნერგოთ, რადგან, დაშინებული და შერყეული ფსიქიკის ძაღლი შემდგომში არ გამოგადგებათ.

კითხვა: როგორ გავუწიოთ ძაღლს პირველადი დახმარება ინტოქსიკაციის დროს?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში ძაღლი სასწრაფოდ უნდა მივიყვანოთ ვეტერინართან. მანამდე კი აუცილებელია, ცხოველს მოაშოროთ ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზები –  გაუკეთეთ ოყნა და ამოურეცხეთ კუჭი. ასევე, სასურველია, მისცეთ დიდი რაოდენობით სითხე და ნახშირი. მკურნალობის პროცესში აუცილებელია, ძაღლს დაალევინოთ საგულე საშუალებები, ელექტროლიტები, გლუკოზა, ვიტამინები, სპეციფიკური ანტიდოტები და შხამის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელთა შერჩევა დამოკიდებულია ინტოქსიიკაციის გამომწვევ ტოქსინზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა მიეცეს კორტიკო სტეროიდები. ინტოქსიკაციის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალებაა მისი პრევენცია, თქვენი ოთხფეხა მეგობრები მოარიდეთ საყოფაცხოვრებო ქიმიას. ასევე, არ უნდა მისცეთ საეჭვო საჭმელი და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ სხვადასხვა საწამლავის გამოყენების დროს: არ უნდა დადოთ თაგვის, ტარაკნის, ჭიანჭველებისა და სხვა სახის საწამლავები ძაღლისთვის მისაწვდომ ადგილას. 

скачать dle 11.3